Skip to main content

Posts

Showing posts from October, 2017

„ლა ფონდიუს“ პიერადი - ქვაზე დაბრაწული ნეტარება

დაბალ ხმაზე ჩართული ფრანგული რადიო, უზარმაზარ თეთრ კედელზე პროეცირებული ფრანგული ფილმები, დიდი სივრცე, მყუდრო ატმოსფერო, უგემრიელესი და თბილისში უიაფესი აპარატის ყავა და ულამაზესი ახალგაზრდა ოჯახი - ფრანგი მზარეული ქმარი და ქართველი ცოლი ორი არაჩვეულებრივი შვილით. აი, რა დაგხვდებათ თბილისის ერთ-ერთ საკმაოდ საინტერესო და ცოტა განსხვავებულ რესტორანში. და, რა აქვთ „ლა ფონდიუში“ განსხვავებული? - მენიუ. ფრანგული, ხარისხიანი და გემრიელი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ფონდიუ - ცეცხლზე შემოდგმული პატარა ჩახანით მორთმეული, ღვინით და სანელებლებით შესუნელებული გამდნარი ყველი გახუხული პირის კუბიკებთან ერთად. გიყვართ ევროპული ყველი? მაშინ ეს კერძი თქვენთვისაა. ტკბილეულის მოყვარულებისთვის ცალკე აქვთ შოკოლადის ფონდიუ - სადაც გახუხული პურის ნაცვლად,  აბრეშუმივით რბილ და არომატულ შოკოლადის სოუსში ამოსავლებად ხილის და ზეფირის ნაჭრები მოაქვთ. ამას ბევრგან ნახავთ, ამიტომ მერწმუნეთ, ყველიან ჯობია, მით უმეტეს, რომ „ლა ფონდიუს“ შეფმზარეული ადრიენ პერშერონი პროდუქტის ხარისხზე ნამდვილად არ აკეთებს ეკონომი

ამირა - ლიბანური სამზარეულო თბილისში

რა დაგხვდებათ თბილისის ლამის ერთადერთ ლიბანურ რესტორანში? შესასვლელთან გაჩერებული მრავალათასიანი მანქანები, ჰიჯაბში გახვეული ერთ თარგზე გამოჭრილი ქალები ტანზე ასხმული ტონანახევარი ოქროთი და  მაგიდაზე დაუდევრად შემოგდებული „ჰერმესის“ ბირკინის ჩანთებით, განგების წყალობით ნავთობის საბადოზე შემთხვევით დაბადებული ან რაღაც ამდაგვარი და ამიტომ მძიმე შრომის გარეშე ნაშოვნი მეტისმეტი ფულისგან გატუტუცებული კაცები, რომლებსაც დავიწყებული აქვთ უცხო ქვეყანაში სტუმრად ყოფნის შეგრძნება და არაბულ ყაიდაზე თუ არ გამოიყურებით, ისე აიღებენ თქვენი მაგიდიდან ხელსახოცს, კბილის საჩიჩქნს, სამარილეს, არათუ მობოდიშებას, ზედ შემოხედვასაც არ კადრულობენ. საერთოდ ძაღლს მეტ ყურადღებას აქცევენ ხოლმე კბენის შიშით. სუფთა და კოხტა ინტერიერი, რომელიც ერთნაირი წარმატებით შეიძლება იყოს თბილისის ტიპური ბარი, ბერძნული რესტორანი, იტალიური პიცერია ან ნებისმიერი სხვა საზკვების ობიექტი. აქ, წაწვეტებულად ამოჭრილ თაღს და კედელზე გაკრულ ლიბანური კედარის გამოსახულებას თუ არ ჩავთვლით, ერთი შეხედვით, დასახელების და გვერდით მაგიდ

"ახალი მზიური" ძველ მზიურში

ცხელი ზაფხულის საღამოს ან სულაც გვიანი შემოდგომის მზიანი დღის მშვიდ გარემოში და ქალაქის ცენტრში შემთხვევით თუ განგების ძალით შემორჩენილ ბუნების ნაგლეჯში გასატარებლად შესანიშნავი ადგილია „ახალი მზიური“ - ახალგაზრდა პრესონალით, ლამაზი ვერანდით, ქოლგებით და პარასკევ ან შაბათ საღამოს ტრადიციული ღიაცისქვეშ კინოჩვენებებით და გემოვნებიანი მუსიკით. გარდა კარგი მხატვრული თუ დოკუმენტური ფილმების, კონცერტების და სუფთა ჰაერისა „ახალ მზიურში“ დაგხვდებათ: ასევე კარგი და კიდევ უკეთესი აპარატის ყავა, საოცრად გემრიელი და მაცივარში კარგად ჩაცივებული, ნიგვზის ნატეხებით სავსე და ზუსტად როგორც უნდა იყოს ისეთი დაზეპილი ბრაუნი, მიხაკ-დარიჩინიანი, უფაფუკესი სტაფილოს ნამცხვარი, ფორთოხლის პეჩენია, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ანუ ნორმალური პიცა, რამდენიმე სახეობის გემრიელი წვნიანი და სენდვიჩები... რომლებიც, სამწუხაროდ ხშირად "უთავდებათ". მაგრამ ზუსტად ის, რისთვისაც ღირს „ახალ მზიურში“ სიარული, სულ არის: ლამაზი გარემო, ჩიტების ჭიკჭიკი, არომატული ყავა, ზემოთ რომ გიყვებოდით ის ბრაუნი და რა თქმა უნდა, არ

Burger Room - გასტრონომი

უკვე იცნობთ ხაშურელ ბიჭს, ჰოთ გოგის ან ყასბის საყვარელს? არა? მაშინ აუცილებლად უნდა ესტუმროთ საბურგერე გასტრონომს სადაც უგემრიელესი ბურგერების საკმაოდ კარგ არჩევანთან ერთად ჩამოსასხმელი ლუდი, სახლის კომპოტი და სახლის ლიმონათი გელოდებათ. ლამაზად გაფორმებული მინიატურული სივრცე ბარის მაღალი სკამებით და მაღალი მაგიდებით, კედელზე როი ლიხტენშტეინის პოპ არტის რეპროდუქციითა და თაროებზე ლამაზად ჩაკიწკიწებული კომპოტის, მწნილის, სხვადასხვა კონსერვების, კეტჩუპისა და მაიონეზის ქილებით.   გააკეთებთ თუ არა არჩევანს საკმაოდ საინტერესო სალათებსა და სხვადასხვა სოუსიან, შიგთავსიან და შინაარსიან ბურგერებს შორის მინიატურულ გრილს დააგიზგიზებენ, ნაკვერჩხალს გაავარვარებენ და არც მეტი არც ნაკლები ნამდვილ ნაღვერდალზე შეაშიშხინებენ საქონლის ხორცის, ანდა სულაც ქათმის ხორცის ბურგერს, შეაპიწკინებენ ბეკონს, გახუხავენ ფუნთუშას დაუმატებენ ქორფა სალათს, მოასხამენ საიდუმლო თუ არასაიდუმლო სოუსს და მოგართმევენ სინზე დახვავებულ კარტოფილი ფრის ბარაქიან გორასთან ერთად. ბურგერების გარდა, როგორც უკვე გითხარით, აქვ