Skip to main content

Posts

Showing posts from August, 2017

"ჩიკო" ასპინძაში

ბავშვობაში, მეორე მსოფლიო ომამდელ ევროპულ შავ-თეთრ კინოებს რომ ვუყურებდი, ერთი რამის  მშურდა ყოველთვის: ფრანგული ან იტალიური სოფლების ცენტრში გაშლილი. ყვავილებითა და ქოლგებით მორთული ღია კაფეების, სადაც დამღლელი დღის ბოლოს სოფლის მცხოვრებლები იკრიბებოდნენ, წრუპავდნენ ყავას და იქვე გამომცხვარ ჯერ კიდევ თბილ ნამცხვარს მიირთმევდნენ. აგერ ამდენი წელი გავიდა, 21-ე საუკუნე დაგვიდგა და სოფლის კაფეები ჩვენში დღემდე ეგზოტიკის სფეროში რჩება, რომ აღარაფერი ვთქვათ იქ ჩამომსხდარ და ყავის წრუპვაში გართულ გლეხებზე. სამაგიეროდ, ამჯერად ამერიკულ ფილმებში ნანახი კიდევ ერთი კარგი ტრადიცია ავითვისეთ მეტ-ნაკლებად: სულ უფრო და უფრო მეტი და საბედნიეროდ, ხარისხიანი საგზაო კაფეები ჩნდება ტრასაზე. სწორედ ასეთი კაფეების ნაირსახეობას მიეკუთვნება ამავე სახელწოდების სასტუმროსთან არსებული კაფე „ჩიკო“, ასპინძის შესასვლელში, რომელიც  ტრადიციულ ქართულ რესტორანს დიდი და დახურული დარბაზით, ტერასას ულამაზესი ხედით, ლუდის ბარს და სახაჭაპურეს აერთიანებს. გარდა იმისა, რომ კარგი ხედია, სიგრილე სამცხე-ჯავახეთის  გაუსაძ

რესტორანი „ზალა“

მიუხედავად იმისა, რომ პირველი რაც მაგონდება „ზალაზე“, ეს არის: „აქანა დავდგამ სტენკას“, თბილისურ „ზალაში“ არც სტენკა დაგხვდებათ და უფრო მეტიც, რამდენიმე პატარა ოთახად დაქსაქსული,  თანამედროვე და კომფორტული ინტერიერი სულ არ გავს ჩუქურთმებით და ბროლის ჭაღებით დახუნძლულ უზარმაზარ  საბანკეტო დარბაზს ანუ ე.წ. ზალას. აქ ყველაფერს ეტყობა სიყვარული და ზრუნვა: მზრუნველობა ეტყობა საგანგებოდ შერჩეულ ორიგინალურ შპალერს, მოხერხებულ სკამებს, კონკრეტულად „ზალისთვის“ შეკვეთით დამზადებულ და ხელით მოხატულ ჭურჭელს, იდეალური გემოს ძიებაში მრავალღამენათევ და ათასექსპერიმენტგამოვლილ კერძებს. და, სწორედ ამ ყველაფრის შედეგია ის სიმყუდროვე და სასიამოვნო გარემო, რომელიც მე-20 საუკუნის 70-იანი წლების მოდერნისტული სულიკვეთებით გაფორმებულ სრულიად არაზალურ „ზალაში“ გელით. ერთი სიტყვით, ყანწების ტრიალი და „სამი დალიე შეგერგება“ თუ მოგწყინდათ, ხინკალი ყელში ამოგივიდათ და ევროპული სტილის კერძები მოგენატრათ ან უბრალოდ კარგად და გემრიელად ჭამა გინდათ კომფორტულ გარემოში, ვინმე განსაკუთრებულს გინდათ მოაწონოთ თავი და

ვაგონი № 7

გიყვარდათ ბავშვობაში აგატა კრისტის პუარო და სულ გაინტერესებდათ როგორი იყო აღმოსავლეთის ექსპრესი? საერთოდ არ მოსწრებიხართ თბილისი-მოსკოვის მატარებლის ვაგონ-რესტორნებს? ან სულაც მატარებლით მგზავრობა გიყვართ? მაშინ აუცილებლად უნდა იმგზავროთ ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე გახსნილი ვაგონი №7-ით. აქ დაგხვდებათ პლაცკარტის ტიპის, მაგრამ ლუქსის კლასის ღია კუპეები, სავარძლის თავზე განთავსებული ბადის საბარგულით ხელჩანთისთვის, კუპის შტეფსელი გაფრთხილებით, რომ 220 ვოლტზე არ მუშაობს და მშვენიერი ხედები მატარებლის ფანჯრიდან. მერე რა, რომ 15 წუთში ამოყოფთ თავს ლონდონიდან სან-ფრანცისკოში, ან შიგადაშიგ დრონით გადაღებული კადრებიც გაიელვებს და თავი ღრუბლებში გეგონებათ, სამაგიეროდ, აქ რელსებზე ბორბლების ბრაგუნის ნაცვლად სასიამოვნო მუსიკა ჟღერს და არც რკინიგზაზე მგზავრობისთვის დამახასიათებელი ქვანახშირის და კუპრის სუნი შეგაწუხებთ. პუაროს აღმოსავლეთის ექსპრესის ვაგონ-რესტორნისგან განსხვავებით საუზმეზე აქ არ დაგხვდებათ ზუთხის ხიზილალა, ნორვეგიული ორაგულის გრავლაქსი და ჭიქა შამპანური, მაგრამ ლანჩზე გასახ

ბორჯომის ხეობის სახელგანთქმული „ნიავი“

ჩვენში მგზავრობა და მწვადი, მოგზაურობა და მწვადი, პიკნიკი და მწვადი, დასვენება და მწვადი, ქეიფი და მწვადი რომ სინონიმებია, ამაზე აღარავინ დავობს. ჰოდა, სად ვიპოვით ლამის საქართველოში საუკეთესო მწვადს ბორჯომის ხეობაში? სად და ბორჯომამდე არმისული, სოფელ ახალდაბის სუპერპოპულარულ და სუპერსახელგანთქმულ „ნიავში“. მოდი, სამართლიანობის ხათრით ვაღიარებ, რომ ლამის საქართველოში საუკეთესო მწვადი „ნიავში“ 2-3 წლის წინ იყო, ახალგახსნილზე. სანამ ქართული ბაზრის ტრადიციის თანახმად, პოპულარობის ზრდასთან ერთად ხარისხს გააფუჭებდნენ. ახლა კი აწსახელმოხვეჭილი და მუდამ ხალხით სავსე „ნიავი“ მხოლოდ ბორჯომის ხეობაში საუკეთესო მწვადის ტიტულისთვის თუ შეძლებს ბრძოლას. ერთი სიტყვით, სტრატეგიულად სწორ ადგილას გახსნილი „ნიავი“ მწვადის მოყვარულებს ზაფხულში მდინარეზე გადებული და ხეობის ნიავისგან კარგად განიავებადი ღია კუპეებით და ზამთარში საერთო დარბაზითა და დახურული, შეშის ღუმელით გაღუღუნებული კუპეებით იზიდავს. ახლა, რატომ არის „ნიავის“ მწვადი ასე სახელგანთქმული? იმიტომ რომ იდეალურადაა დაბრაწული და სწორედ ზ

ვეგეტარიანული "ლეილა" და მარინა ცვეტაევას პეროგი

ტურიზმზე ორიენტირებულ ახალ თბილისში ნაწვიმარზე წამოჩიტული სოკოებივით მომრავლებული #სახლშიუსარგებლოდდახვავებულიძველიავეჯ-ჭურჭელიჭკვიანურადგავასაღე და #სამზარეულოშიერთიგაზიდაერთიტაფამაქვს კონცეფციის კაფე-რესტორნების ტრადიციას წარმატებულად აგრძელებს კონკასთან, მარონეტების თეატრის სიახლოვეს გახსნილი ვეგეტარიანული კაფე „ლეილა“. ზოგადად, მსგავსი ადგილების საწინააღმდეგო არაფერი მექნებოდა, მართლა ყოველი ბუჩქის ქვეშ რომ არ იყოს თითო-ორი. და კიდევ ერთი: ასეთი კონცეფცია, ძველს და ბინძურს კი არა, ახალს დაძველების ეფექტით ან ძალიან კარგად მოვლილ და განახლებულ ძველს გულისხმობს. მართლა აღარ მინდა გაქონილ ფარდაგებზე და ბალიშებზე ჯდომა და კიდეებატკეჩილი თეფშებიდან ჭამა. და აღარც სახლის, არაკომერციულ მაცივარში რაც ეტევა იმდენ ნახევარფაბრიკატზე და გაყინულ ქათმის ფილეზე ნახალტურები საჭმლის ჭამა. თანაც, საუკეთესოს ფასად, სახლიდან გადაყრილი უსარგებლო ავეჯის და ფარდებს ცვეთისთვის დამატებული უზარმაზარი პროცენტით. „ლეილა“ ასეთი არაა. რითია განსხვავებული? ირანულ სტილში მოჩუქურთმებული ზღაპრული ჭერი

პიადა ზესტაფონში

დასავლეთისკენ მოგზაურ ქართველთა წმინდათწმინდა ტრადიციად იქცა ზესტაფონში ყავის სმა. რა ფასი აქვს ისე მგზავრობას, ერთმანეთის გვერდზე მძივებივით ჩაკიწიკიწებული კაფეების წინ თუ არ გააჩერე მანქანა და არ მიიღე აპარატის ყავის აუცილებელი დოზა. მეზობლის წარმატებული ბიზნესით წაქეზებული ახალგამოჩეკილი მცხობელების თუ ყავის მომდუღებლების შეჯიბრის წყალობით ზოგი აშენდა, ზოგი გაფართოვდა, ზოგიც დაიხურა, ზოგმა ხაჭაპური გააფუჭა, ზოგმა ისეთი ლორით და ყველით გაძეძგილი და ცხიმში ჩაჭიპჭიპებული „ავსტრალიურების“ რეცეპტი მოიგონა, რომ გზაში გაგაძღობს კი არა მთელი ორი დღე ვეღარ შეჭამ ვერაფერს. მაგრამ მშვიდად, სიგრილეში წახემსება, ნორმალური პარკინგი და შეძლებისდაგვარად სუფთა საპირფარეშო შესვლა თუ გინდათ, თამამად ჩაუარეთ სალავაცეების უწყვეტ რიგს და მანქანა  ზესტაფონიდან გასასვლელში  „პიადასთან“ გააჩერეთ . მერე რა, რომ 16 ლარის ხურდა პარკში ჩაყრილი 20-თეთრიანებით შეიძლება დაგიბრუნონ, ან კაპუჩინო დაგისხან ამერიკანას ჭიქაში, ხაჭაპური აქვთ უზარმაზარი და ჭყინტი, კრაჭუნა ყველით გაძეძგილი. ხანდახან ცოტა ნაკლებად გა