სუში, ნიგირი, მისოშირუ, იაკიტორი, უდონი, რამენი, ტატაკი, ტემპურა, შაბუ შაბუ, ბენტო, გიოძა... თბილისში ძალიან პოპულარულ იაპონურ რესტორან „კიოტოში“ მართლაც შეგიძლიათ გასინჯოთ იაპონური სამზარეულოს რამდენიმე კერძი, ზუსტად იმისთვის, რომ რაღაც წარმოდგენა შეგექმნათ. დიახ, წარმოდგენა შეგექმნათ, როგორია იაპონური სამზარეულო და მეტი არა. გარემო ერთი შეხედვით სასიამოვნო - სანამ დაჯდები და მიხვდები რომ მაგიდები ვიწრო ოთახში დადგმული სკოლის მერხებივითაა მიჭეჭყილი ერთმანეთზე. პრაქტიკულად მეზობლის მაგიდასთან ზიხარ. ხელს ვერ გაანძრევ გვერდით მაგიდასთან მჯდომ უცნობს რომ არ შეეხო. ასევე ქტიურად თუ არა, პასიურად მაინც მონაწილეობ მეზობელ მაგიდებთან მიმდინარე პროცესებშიც, რასაც იქ ლაპარაკობენ, გინდა თუ არ გინდა, მაინც გესმის. სივიწროვიდან გამომდინარე, ყიდვისას „ჭკვიანურად“ შერჩეული მაგიდები გვერდულად დგას. მაგიდის გვერდულად დადგმა რას ნიშნავს? ახლავე აგიხსნით: „კიოტოში“ მაგიდებს, საოფისე მერხების მსგავსად, ორი გვერდი მთლიანი ფეხი აქვთ. ანუ მარტო ორი გვერდიდან შეიძლება შემოსხდომა. ჰოდა, აქ სკამ...