Skip to main content

Posts

Showing posts from September, 2017

მანდარინი საბურთალოზე

ტურიზმში არის ერთი ასეთი საკმაოდ საჩოთირო მომენტი - მოლოდინი და რეალობა. ეგვიპტის პირამიდების სანახავად წასულ ადამიანს უდაბნოს ყვითელი ქვიშისა და კამკამა ლაჟვარდოვანი ცის ფონზე აღამრთული გიგანტური ნაგებობების ულამაზესი პეიზაჟის ნახვის მოლოდინი აქვს. ადგილზე კი ბუღი, ათიათასობით მოზიმზიმე ტურისტი, ყაყანი, ტურისტული ავტობუსებით და გარემოვაჭრეებით ჩახერგილი ტერიტორია, მტვერი და ოფლის სუნი ხვდება, რა თქმა უნდა პირამიდებთან ერთად. რაც პირამიდების სიდიადეს სულაც არ აკნინებს, მაგრამ მაინცდამაინც სასიამოვნო თავგადასავალი ვერაა. ასეა „მანდარინშიც“. ფეისბუქის გვერდზე ოსტატურად გადაღებული, მადის და ნერწყვის ერთნაირად მომგვრელი ფოტოების დათვალიერების მერე ერთი სული გაქვს, როდის ჩაჯდები რბილ, მოხერხებულ სავარძელში და მოწრუპავ უჰ, ნერწყვის როგორ მომგვრელ ულამაზეს კოქტეილებს, ჩაასობ კბილს მრავალათასი კალორიით და მრავალი კილოგრამი ბედნიერებით ერთნაირად გაჯერებულ ჰამბურგერში, მარწყვით, სნიკერსებით, ორეობეით და ამ ქვეყნად თუ რამე გემრიელი შოკოლადის ბატონი ან კამფეტი არსებობს ყველათრით ერთად გაძეძგი

ქარვის ბარი

დათუნია დრუნჩასა ერბო ერგო ქარვისა, რაგინდ ბევრი ეხვეწოთ, არ დაგითმობთ არვისა... ერბოსი რა მოგახსენოთ, მაგრამ „ქარვის ბარს“ ქარვისფერი და არა მარტო, ღვინოების დიდი თუ ფართო ასორტიმენტი ნამდვილად ერგო. აღარ მახსოვს სად, მაგრამ ცოტა ხნის წინ წავიკითხე, რომ მისი გახსნის მიზანიც სწორედ სხვადასხვა ღვინოების დეგუსტაცია და მათი პოპულარიზაცია ყოფილა. და, ბარის დასახელებაც - „ქარვის ბარი“ მართლაც ქარვისფერი ღვინიდან მოდის. იდეაც მშვენიერია და უნდა ვაღიარო, რომ განხორციელებაც საკმაოდ კარგი - ორიოდე პატარა ნიუანსი რომ არა. რა და, ჯერ ეს ერთი - ღვინოების ფართო ჩამონათვალიდან მხოლოდ ერთი სახეობის წითელი ღვინო და ორი თეთრი იყიდება ჭიქებით (ყოველ შემთხვევაში მე რამდენჯერაც ვიყავი, ასე იყო) და  რამის გასინჯვა თუ გინდა  მაინცდამაინც ბოთლით უნდა იყიდო. ბოთლებით ღვინის სმა კი რამდენად ჯდება დეგუსტაციაში, ცოტა არ იყოს, საკითხავია. მეორე - ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, „ქარვის ბარის“ კლიენტების 80%-სთვის აბსოლუტურად არაფრისმთქმელია ღვინის მენიუში ჩამოთვლილი „ეთერის მოსავალი“, „კობას მარანი“, „მან

სამოთხე აჭარაში

დედამიწაზე სად არის სამოთხე, ნამდვილად არ ვიცი და ამაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ზუსტად შემიძლია მიგასწავლოთ სად არის „სამოთხე აჭარაში“. მოკლედ, ქობულეთს რომ გასცდებით და პირველივე გადასახვევში ხელმარცხნივ, რკინიგზას რომ გადაჭრით, დაადგებით სოფელი კვირიკეს გზას და ივლით სულ პირდაპირ და პირდაპირ ზემო კვირიკესკენ, ჯერ ჩაის პლანტაციების, შემდეგ მდინარე კინკიშას გასწვრივ, მერე კვირიკეს მეჩეთის და კვირიკეს ეკლესიის გზაგასაყარს რომ მიადგებით და გვერდს შეაქცევთ მეჩეთს და ხელმარჯვნივ, კვირიკეს ეკლესიის მიმართულებით გადაუხვევთ, გადახვალთ მდინარე კინკიშაზე გადებულ ხიდს და აუყვებით მდინარე თუ შენაკადი ქობრუნეს თუ ქობრონას თუ ქოფრონეს (ადგილობრივებიც კი სხვადასხვანაირად ეძახიან) ხეობას, ზღვის ჰავისგან მოშიებულზე ცდუნებას გაუძლებთ და არ შეხვალთ „ვახტანგურში“, გაცდებით „ედემს“ (არ ვხუმრობ, აჭარულ სამოთხეში ედემის გავლის გარეშე ვერ მოხვდებით) და დაადგებით „კარუზოს“ გზას, აი, სწოედ აქ შეგხვდებათ მდინარის ნაპირებს შეფენილი, მწვანე „ჯუნგლებში“ ჩაფლული პაწაწინა რესტორანი „სამოთხე აჭარაში“, რომელსაც

ფოთის ჯარგვალი

აჭარაში ან გურიაში რომ ხარ და კაცმა არ იცის რატომ, მეგრული საჭმელი მოგენატრება, სად უნდა წახვიდე? რა თქმა უნდა - ფოთში. მერე შვებულების განმავლობაში ნაჭამ მეგრულ საჭმელს რა ფასი აქვს ბუნებაში, მეგრულ ოდაში, ფაცხაში ან ჯარგვალში, ხის ტაბლაზე და კერიასთან ახლოს თუ არ მიირთვი. ჰოდა, სწორედ ასეთი ადგილია ასწლოვან ევკალიპტებში საგულდაგულოდ შემალული „ჯარგვალი“ მალთაყვაში, ზედ ფოთის შესასვლელთან. ოღონდ, არის ერთი პატრა პრობლემა:  გეფიცებით, თუ არ იცი სადაა და თვალებგაფაციცებული თუ არ ზიხარ მანქანაში, გზიდან ასე 20 მეტრზე შეწეულ და გარემოს იდეალურად შეხამებულ ეზოს, შანსი არაა, ვერ მიაგნებ. და, შესახვევთან თუნდაც პაწაწინა მაჩვენებლის დაყენება აგერ უკვე მერამდენე წელია, არავის მოსდის აზრად. განსაკუთრებულად მონდომებულები ისედაც აგნებენ - გაგიკვირდებათ და საღამოსკენ შეიძლება ადგილიც არ დაგხვდეთ. ეჰ. ადრე ყველაფერი კარგი ქონდათ, ახლა კი: ელარჯი, შემწვარი წიწილა, მეგრულად შეკმაზული კიტრი-პამიდვრის სალათა და მეგრული სულგუნი საკმაოდ კარგად ინარჩუნებს უწინდელ ხარისხს. შარშან, შარშანწინ და იმის წ

ნომერი პირველი სახაჭაპურე ქალაქში

არც თუ ისე დიდი ხნის წინ, თბილისს კინოთეატრების სიახლოვეს სახაჭაპურეების ახალი ქსელი „სახაჭაპურე №1“ შეემატა. რა გითხრათ? სწორედ ისეთია, როგორიც უნდა იყოს სწრაფი კვების ობიექტი. თუმცა, ცოტათი უფრო სუფთა, ცოტათი უფრო კომფორტული, ჩამოსასხმელი ლაღიძის წყლებით და სახაჭაპურესთვის ცოტა უცნაური დესერტებით - ტირამისუ, ჩიზქეიქი, ბრაუნი, ხაჭოს პუდინგი, შოკოლადის მუსი, მაფინები და ასე შემდეგ.    რა აქვთ კარგი? პირველ რიგში - ღია და ხელისგულზე გადაშლილი სამზარეულო, სადაც ხედავ რა და როგორ სისუფთავეში მზადდება. არ დგას დამწვარი ზეთის და გადამჟავებული ყველის სუნი. აკურატულად და სუფთად ჩაცმული პერსონალი. ხაჭაპურების ძალიან დიდი არჩევანი, მოხარშული ყველიანი კვერები და საკმაოდ გემრიელი, ბარაქიანი და კრემით გაძეძგილი ძველებური პონჩიკები. კიდევ, შეფ-მზარეულის მასტერკლასების ხაჭაპურის ცხობაში დაოსტატების მსურველთათვის. როგორია ხაჭაპური? ზუსტად ისეთი, როგორიც მასაზე გათვლილ მსგავსი ტიპის რესტორნებში. ერთ ღუმელში გამომცხვარი ერთნაირი ყველით, ერთნაირი ცომით, სხვადასხვა დანამატებით და განსხვავე