Skip to main content

Posts

Showing posts from June, 2017

დონატები და დანკინური ხაჭაპური

გახსოვთ, თბილისში პირველი „დანკინ დონატსი“ რომ გაიხსნა? არნახული აჟიოტაჟი მანამდე არნახული სასწაულის მოლოდინში, კილომეტრიანი რიგები ღამისთევით და ოთხ დღეში ამოწურული დონატების საცხობი ფხვნილის მარაგი? არადა, რა არის „დანკინ დონატსში“ ყველაზე უხარისხო? დონატების ფხვნილისგან დამზადებული და ხელოვნური არომატიზატორებით და ცხიმით გაძეძგილი დონატები. გინდა, „ნატოს დღეები 2017“ წააწერონ ზემოდან და გინდა გრეის ორმოცდაათივე ელფერის სარკალით მოჭიქონ, ძნელად თუ იპოვი ადამიანს, თუნდაც ყველაზე გემრიელი, არომატული და ფუმფულა „დანკინის“ დონატის ჭამის მერე უსიამოვნო და ხელოვნური გემო რომ არ რჩება პირში. ასეთივე ხელოვნური და უსიამოვნოდ მძაფრი გემოა აქვს ნუშის ესენციით გაჯერებულ დანკაჩინოსაც. აბა, რა აქვთ კარგი? ყავა, ფუნთუშები და ხვეულები ფრანგული საცხობის სერიიდან და არ დაიჯერებთ, მაგრამ ქართული კარტოფილის ღვეზელი, ლობიანი, ხაჭაპური და ქაბაბი. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, საქართველოში პირველი ისევ ამერიკული ფირმები მიხვდნენ (რას იზამ? მარკეტინგი აქვთ კარგი), რომ აქ, ისევე როგორც ყველა

Ci Gusta! - იტალიური კაფე ძალიან გემრიელი სახელით

თბილისის ლიტერატურული კაფეების სასიამოვნო ტრადიციას ძალიან კარგად აგრძელებს „ბიბლუს გალერიში“ გახსნილი იტალიური ბრენდი „ Ci Gusta!” - წიგნებით გარშემორტყმული მშვიდი, სასიამოვნო გარემო, რბილი სავარძლები, მაგიდებში სურამელი ზურაბივით ჩაყოლებული გადაშლილი წიგნები, ახალ მოდუღებული ყავის სასიამოვნო არომატი... ერთი სიტყვით, ყველა პირობაა აქვთ შექმნილი იმისთვის, რომ ნაყინის მაცივრის ტვინისწამღები და საქმიანი ბურდღუნ-გუგუნის ფონზე ნამდვილ წიგნის მოყვარულად და გურმანად ერთდროულად იგრძნო თავი. მოგეხსენებათ, „ Ci Gusta!” იტალიური ბრენდია და მენიუ შინაარსის მიხედვით რომ გადასარევი აქვთ, ამაზე აღარ ვილაპარაკებ დიდხანს. მთავარი ისაა, რომ მზარეული ყავთ კარგი და კერძების შესრულებაც შესანიშნავია. თუმცა, პორციებია ძალიან პატარა, რასაც მეტ-ნაკლებად ანაზღაურებს მზარეულის ოსტატობა. აქ გაყინულ ქათმის მკერდსაც კი გემრიელად წვავენ. ასევე მოკრძალებული, მაგრამ კარგია გადაჭრილ მორზე მხატვრულად დალაგებული რვა ნაჭრად დაჭრილი 6-ნაჭრიანი პიცებიც. ერთი სიტყვით, რაც არ უნდა გასინჯოთ, კმაყოფილი დარჩებით, მაგ

„ხინკლის სამეფო“ და გრანდიოზული ქაბაბი

აბა, თუ გამოიცნობთ, სად შეიძლება იყოს ხინკლის სამეფო? ფშავში? ხევსურეთში? ჯანდაბას, ფასანაურში? არა. თბილისში, გლდანის ხიდის ქვეშ. ტრადიციული ქართული სახინკლე, ტრადიციულად ხეში ჩასმული ღია და დახურული კუპეებით, კაცმა არ იცის ინტერიერის დიზაინის რომელი პრინციპებით მოწყობილი და მეპატრონის ან მენეჯერის გემოვნებით გაფორმებული სასადილოს სტილის საერთო დარბაზით, კედლის აკვარიუმში თევზებით, მაგიდაზე შემოდგმულ გალიაში თუთიყუშებით, გამწვანებულობაზე პრეტენზიის მქონე ეზოში მაგიდებით, საღამოობით ხმამაღალი და  უგემოვნო ცოცხალი მუსიკით, როცა შეკვეთები არაა სასადილოს დახლთან მოყაყანე და იაფფასიან შავ-თეთრ უნიფორმაში გამოწყობილი მიმტანებით, ქართული თუ უცხოური ლუდის მწირი არჩევანითა და მსხლის და ტარხუნის ლიმონათის უსასრულო მარაგით. ასევე ტრადიციული მენიუთი - ნორმალური ხინკლით, ნორმალური მწვადით, ნორმალური ხაჭაპურით, ნორმალური სოკოთი კეცზე და ძალიან მისაღები ფასებით. აბა, რა აქვთ განსაკუთრებული „ხინკლის სამეფოში“? „ხინკლის სამეფოს“ საფირმო კერძი რა არის? არა, ხინკალი არა. გრა

კოფი-ბრეიქი და მხიარული ჟირაფები

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს რა ვუთხარი, თორემ რა უნდა ჭავჭავაძეზე, მე-20 საუკუნის 50-იანი წლების ორ ულამაზეს სახლს შორის 2-სართულიან მინის კუბიკს, გვერდებზე გაკრული ჟირაფებიანი პანოთი, სადაც ხუთმეტრიანი ჟირაფები გამვლელ გამომვლელს აყოლებენ თვალს. კი არ ვხუმრობ, მართლა. ასეთი ეფექტია, საითაც წახვალ, ჟირაფებიც იქით ატრიალებენ თავებს. ჯერ ტურისტული სააგენტო მეგონა. აბა, რა უნდოდა ჟირაფებს ვაკეში? მერე შესასვლელთან დადგმული ქოლგები და მაგიდებიც შევნიშნე და მივხვდი, რომ ვცდებოდი. ბოლოს, გემოვნების საკითხში ძალიან სანდო და კომპეტენტურმა მეგობარმა მითხრა, რომ კაფეა, სადაც თურმე თბილისში საუკეთესო კაპუჩინო და ჩიზექიქიც ქონიათ. აბა, რა? აფრიკული პეიზაჟის ფონზე გამოჯგიმულ ჟირაფებს დაინახავ თუ არა, პირველი რაც გაგონდება ჩიზქეიქი და იტალიური ყავაა. მივედი, ჯერ ანცი ჟირაფების თავის აქეთ-იქით ქიცინით გავერთე, მერე მაგიდასთანაც დავჯექი... გითხარით ხომ უკვე, რომ გარეთ აქვთ ღია დასაჯდომი? მიდი, დაჯექი, მეორე დილამდე დარჩი. არც იფირქო, რომ ვინმემ გამოგაკითხოს, დაინტერესდეს რა გი

ამო რამე

ბოლო პერიოდის თბილისის პოპულარული და უცხოელების მოზიდვაზე გათვლილი კაფე-რესტორნებისთვის უკვე კლიშედ ქცეული ინტერიერი - შეულესავი აგურის კედლებით, მართლა ძველი თუ ძალით დაძველებული ჩითის ფართლეულით, რამდენიმე პაწაწინა ოთახის და ეზოს ყოველ კუთხე-კუნჭულში ჩადგმული, სხვადასხვა ეპოქის, ზომისა და ფორმის, ნაცნობ-მეგობრების ოჯახებში მოძიებული და მრავალპატრონგამოცვლილი თუ ზოგიც ახალნაყიდი ავეჯით, ძველი აბაჟურებითა და ნაკლებადცნობლი მხატვრების ნახატებით კედლებზე. აი, ზუსტად ასეთია „ამო რამე“. მენიუ მწირი, მწირი და მწირზე მწირი, თითებზე ჩამოსათვლელი კერძებით. ზოგადად, მოკლე მენიუ კარგია - იმას ნიშნავს, რომ კერძებს ყოველ დღე და ახალ-ახალს ამზადებენ. მაგრამ მარტო გაყინული ქათმის მკერდის და თევზის კერძები, ასევე გაყინულ პელმენს თუ არ ჩავთვლით, მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ სამზარეულო აქვთ ძალიან პატარა. სადაც ერთი ქურა და ერთი მაცივარი დგას - გაყინული პროდუქტის შესანახად და კლიენტების მომსახურებაზე არაა გათვლილი. ახლა რაც შეეხება იმ ხუთიოდე კერძს - გემრიელია და ხვავიანიც. კარგია სოკოს სუპი