Skip to main content

Posts

Showing posts from July, 2017

„წყალწმინდა“ გურიაში

ბათუმის გზაზე თუ შემოგაღამდათ ან პირიქით, ძალიან ადრე მოგიწიათ ჩასვლა, ან დაღლილი ხართ და დაბინავება გეჩქარებათ, გზაზე სწრაფად და გემრიელად წასახემსებლად იდეალური ადგილია რესტორანი „წყალწმინდა“, ზედ ტრასაზე, სუფსის გადასახვევიდან ურეკამდე არმისული, მარჯვენა მხარეს. ზაფხულში ღია, მაგრამ მოჩრდილული ვერანდით და ზამთარში კარგად გაღუღუნებული პატარა კუპით. აქ დილის ცხრა საათზეც კარგად გაჭმევენ, შუაღამითაც და ზამთარშიც, როცა ირგვლივ ყველაფერი დაკეტილია უსეზონობის გამო. რა დროსაც არ უნდა შეხვიდეთ, თავაზიანი და სოფლის ყაიდაზე ჯანსაღად ჩაკურატებული, სიმპატიური ქალბატონები მაშინვე მოწყდებიან რომელიმე არხის რომელიმე სერიალს და დაუზარლად და ღიმილით მოგემსახურებიან და თქვენი ყველა ახირების თუ კაპრიზის დაკმაყოფილებასაც შეეცდებიან შეძლებისდაგვარად - როგორც კი გაიგეს, რომ კრაჭუნა ჭყინტი ყველი მიყვარს, სასწრაფოდ დაჭრეს ახალი თავი. თანაც ზამთარში, კლიენტის სიმწირის დროს. რა აქვთ კარგი? პირველ რიგში, იქვე, პალიასტომზე ახალდაჭერილი კეფალი, რომელსაც საგანგებოდ თქვენთვის შეაპიწკინებენ და ლიმონის ნაჭ

პური გულიანი ფუნიკულიორზე

თბილისის სიცხისგან შეწუხებულები ხან სად ვეძებთ თავშესაფარს და ხან სად. ბევრს გულწრფელად გვჯერა, რომ მაღლა, ფუნიკულიორზე სიგრილე დაგხვდება და ხალისით მივეშურებით მთაწმინდის პარკისკენ შუადღის ხვატისგან დასამალად. ჩვენდა სამწუხაროდ, ზაფხულში იქაც გაუსაძლისად ცხელა და სიამოვნებას აღარც პარკის ატრაქციონები გვანიჭებს და აღარც ქალაქის ლამაზი ხედები. მოკლედ, ასე თუ მოხდა და სხვდასხვა მიზეზით „ბომბორაზე“ მაინც აღმოჩნდით, გულს ნუ გაიტეხთ და გასაგრილებლად და თბილისის პანორამით დასატკბობად ფუნიკულიორის კომპლექსის პირველს სართულზე განთავსებულ კაფეტერია „პური გულიანს“ ეწვიეთ. რა დაგხვდებათ აქ? პირველ რიგში: დახურულ სივრცეში ჩართული კონდიციონერი და გარეთ, ღია აივანი გრილი ნიავით. თბილისური დელიკატესი - ლაღიძის წყლები. აქვე დამზადებული, არაქარხნული ნაყინი, რაც დამეთანხმებით, რომ ნამდვილი ფუფუნებაა თბილისში. შეიძლება დაუვიწყარი და არნახული არაა, მაგრამ ხელით გაკეთებულ ნაყინს მაინც სხვა გემო აქვს. ამავე ნაყინისგან ათქვეფილი გლიასე (მილქშეიქი). თბილისში საუკეთესო, ძველებური პონჩიკი. საკმაო

თბილი სიო ვერაზე

მოგეხსენებათ, ზაფხულია და გული ყველას სიმწვანისკენ და ჩრდილისკენ მიგვიწევს, განსაკუთრებით კი თბილისში დარჩენილებს და სწორედ ასეთი ადგილია შუაგულ თბილისში, ლამის ჩაბეტონებულ ვერაზე, ძველი ღვინის ქარხნის ეზოში, უზარმაზარ აგურის გალავანს მიღმა საგულდაგულოდ დამალული ბაღი, მრავალასწლიანი ხეებისა და ქოლგების ქვეშ გაშლილი მაგიდებით, საქანელა სკამებით და შემინული, ულამაზესი ფანჩატურით - აბსოლუტურ სიმშვიდეში სულიერად და ფიზიკურად დასვენების მსურველთათვის ნამდვილი სამოთხე. არ ვიცი თბილისის სიცხის ბრალი იყო, თუ მეგობრებისგან მოსმენილი უარყოფითი გამოხმაურების, შეკვეთა სამი საათი არ მოაქვთო, თუ სულაც მაგიდაზე სქელ ფენად დაყრილი ეზოს მტვერი-წიწვი-ფოთლების, რომელიც გასაგებია, რომ ხეებიდან სულ ცვივა, მაგრამ ახალგადანაწმენდსაც ყოველთვის ეტყობა, რაიმე სერიოზული კერძის გასინჯვის სურვილი ნამდვილად არ მქონდა. მით უმეტეს, სენდვიჩის, მწვადის ან ქაბაბის.  „თბილი სიოს“ მენიუ ძირითადად მზა პროდუქტების (ყველი, პომიდორი, ჩიპსები),  გრილზე შემწვარი კერძებისგან და წინასწარ მომზადებული საწებლებისგან შ

ტერასა მტკვარზე

ამ ავადმოსახსენიებელ რუსებს ერთი გამოთქმა აქვთ კარგი: Дурная голова ногам покоя не дает - ო და ჩვენც ავტყდით და ზაფხულის ხვატში ყავის ქალაქგარეთ დალევა მოვინდომეთ. ხან ყველამ ვერ მოიცალა, ხან მანქანას არ ეცალა, ხან ადგილზე ვერ შევთანხმდით და ისე მოხდა, რომ ჩვენი დიდხანსნაგეგმი და მრავალჯერ გადადებული მოგზაურობის დღეს მსუბუქად ნაწვიმარი დაემთხვა. იხტიბარი არ გავიტეხეთ და ამინდიდან გამომდინარე, მცხეთას მივაშურეთ. ხინკალ-ქაბაბი არ გვინდოდა, მოგეხსენებათ წვიმისდამიუხედავად მაინც ზაფხული იყო და მაინც ცხელოდა, სამაგიეროდ გვინდოდა რამე ახალი, სადაც არ ვყოფილვართ, თან სიმწვანე და ბუნება, თან დესერტზე და ყავასთან მშვიდად საუბარი და...  ალბათ აქ უკვე ხვდებით ლამის „შეუსრულებელი მისია 4“-ს რომ შევეჭიდეთ. ასე იყო თუ ისე, გამახსენდა რომ ბოლო პერიოდში ჩემი რამდენიმე ფეისბუქელი „სელებრითი ფრენდი“ რამდენჯერმე დაჩექინდა მცხეთის (სინამდვილეში ზაჰესის) განახლებულ „ტერასაზე“, სადაც ულამაზეს ხედებს და ლაუნჯს გვპირდებოდნენ თანამედროვე ევროპული სამზარეულოთი, უგემრიელესი კოქტეილებით და საღამოს ელე

საკე სუში ბარი

პაწაწინა, კოხტა ბარი, საკმაოდ სასიამოვნო წაიაპონურო ინტერიერით და ქართული დაუდევრობით. აბა, ელემენტარული პრეტენზიის მქონე რომელ რესტორანში ნახავთ ჭურჭლის შესანახ კარადაზე დალაგებულ და ჩამოკიდებულ ტანსაცმელს? თანაც, გამოსაჩენად, თორემ ქართული რესტორნების სამზარეულოებში და სათავსოებში რა ხდება, ისედაც არაა ძნელი მისახვედრი. ამაზე ჯობია არ ვიფიქროთ, თორემ ცხოვრების ბოლომდე სახლში მოგვიწევს საკუთარი გაკეთებულის ჭამა.  მოკლედ, გარდა სასიამოვნო ინტერიერის, პატარა სივრცისა და თეფშებზე ჩამოკონწიალებული ქურთუკების გარდა რა დაგხვდებათ „საკე სუში ბარში“? შესახედად სიმპათიური, მაგრამ დასაჯდომად ცოტა მოუხერხებელი სავარძლები, ძალიან ზრდილობიანი და ყურადღებიანი მენეჯერი, ენერგიული ქალბატონი, რომელიც წინ და უკან დაქრის ისედაც პატარა დარბაზში და ხან საბუღალტრო საკითხებს აგვარებს ბოლო ხმაზე, ხანაც სხვა პრობლემებს, აშკარად ნიჭიერი მზარეული, რომელიც ერთნაირად ოსტატურად ამზადებს როგორც იაპონურ, ასევე ჩინურ კერძებს, საჭმლის დიდი და გემრიელი პორციები და კარგი მომსახურება. რა მომეწონა და რატომ