Skip to main content

Posts

Showing posts from March, 2017

სირაჯხანა - ღვინის სარდაფი

არის რესტორნები, სადაც ყველაფერი კარგადაა, მაგრამ მაინც შარზე ხარ და რაღაც არ მოგწონს.  არის ადგილები, სადაც შეხვალ თუ არა, ყველაფერი უკუღმა მიდის და მაინც ყველაფერი მოგწონს.  აი, სწორედ ასეთია „სირაჯხანა“. შევედით, ზედ არავინ გვიყურებდა, არადა ბევრნი იყვნენ.  ერთი მხრიდან მოვუარეთ - საკმაოდ დიდ დარბაზს ღვინის თაროები ყოფს ორ ნაწილად - არაფერი. მეორე მხრიდან შემოვუარეთ და ისევ არაფერი. შემოგვხედავენ და ურეაქციოდ გვერდზე გაიხედავენ. წინასწარ დაჯავშნული მაგიდა მოვიძიეთ თვალებით, არაა. მერე, გვერდზე ჩაქროლებულ მიმტანს ვტაცეთ მკლავში ხელი და ჩვენი ჯავშანი მოვიკითხეთ. არ ახსოვდათ, მაგრამ დაფაცურდნენ: ერთმა მეორეს კითხა, მეორემ მესამეს... თავისუფლად დარჩენილი ორი მაგიდიდან საუკეთესო შემოგვთავაზეს - შემოსასვლელ კართან. გაგვიღიმეს, მენიუ მოგვართვეს, თავზე ხელი გადაგვისვეს და დაგვიყვავეს. მიუხედევად იმისა, რომ ნაბუხრალში შეჭუჭყნულ მინიატურულ მაგიდასთან შედარებით, ჩვენი ბევრად უფრო პერსპექტიულად გამოიყურებოდა, მოგეხსენებათ შესასვლელში იდგა და  კარი რამდენი იღებოდა, იმდენი გვიბერავდა და

„დაინჰოლი“ რუსთაველზე

რესტორნის, პატისერიის (საკონდიტრო), ღვინის სარდაფის, ბარისა და არტგალერეის რამდენიმე დარბაზი პირველ სართულზე და სარდაფში. მწეველთა და არამწეველთა განყოფილებები. ევროპული და ქართული სამზარეულო. მიწის ზევით თანამედროვე, კომფორტული ატმოსფერო, ქვევით კი სარდაფისთვის დამახასიათებელი აგურის კედლები და დაბალი თაღები, თუმცა სუფთა და მოვლილი. ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. ჯერჯერობით-თქო იმიტომ ვამბობ, რომ არ ვიცი, განათების, ინტერიერისა და ავეჯის ჭუჭყისატანას იდეალურად მისადაგებული ფერების ბრალია თუ შემოსასვლელში, ზედ იატაკთან შპალერზე ჭუჭყიანი ტილოს ხშირად გასმისაგან დარჩენილი ზოლისგან დატოვებული შთაბეჭდილება, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ დიდხანს არ გაგრძელდება ასე. შეიძლება ვცოდავ, ღმერთმა ქნას. მოგეხსენებათ, აქ უბრალოდ კი არ ჭამენ, ხელოვნებითაც ტკბებიან და ალბათ სწორედ ამ კონცეფციის ნაწილია ჭაღებზე ალაგ-ალაგ გადამწვარი ნათურები ან მინის პლაფონები ჩამოტეხილი კუთხეებით. სამზარეულო უფრო მეტი პრეტენზიით, ვიდრე გემოთი: ისე რა პიცა, ისე რა შნიცელი, ისე რა სალათები. მომსახურებაც ისე რა.

სახლი მადათოვზე

კიდევ ერთი კარგი და საინტერესო ადგილი თბილისში - ფეხის და კისრისმოსამტვრევი შესასვლელით - პირდაპირ კიბეზე შედიხარ. სარდაფში მწეველთა და მიწის ზედაპირზე არამწეველთა დარბაზებით. სასიამოვნო გარემო, მარტივად, მაგრამ ეფექტურად გადაწყვეტილი ინტერიერით. მოკლე და შინაარსიანი მენიუ აქაოდა ძველებური ყაიდის, ზოგი კარგად მოძიებული და გათანამედროვებული და ზოგიც კარგად ნაფიქრი და მოგონილი ახალი ქართული კერძებით. მომსახურება ნორმალური, გულთბილი მაგრამ ქართული ხუშტურებით. კერძის მოლოდინიში დროის გასაყვანად საგანგებოდ შექმნილი ერთჯერადი მაგიდის გადასაფარებლები "ქალაქობანას" და „კრისტიკ-ნოლიკის“ სათამაშო ცხრილებით, რომლებიც პასტასთან ერთად მოაქვთ და თაროებზე გამოფენილი საბჭოთა პერიოდის სათამაშოები. რაც მთავარია, ადგილი რომელიც ტურისტებზე და მათ შორის ადგილობრივ ტურისტებზე, ანუ ქართველებზეც სწორადაა გათვლილი. არ უნდათ, ბატონო, უცხოელებს კაცმა არ იცის საიდან მოტანილი პიცისა და თითიდან გამოწოვილი ბეფსტროგანოვის ჭამა, რომელსაც ბუსტრუგუნიდან დაწყებული და ბიფსტროგანოვით დამთავრებული რას ა

Café le France - ფრნაგული ბულანჟერეა თბილისში

არ მახსოვს „ლა ფრანსი“ ზუსტად რამდენი წლის წინ გაიხსნა, მაგრამ ძალიან მალევე ვეწვიე და ზაფხულის ცხელი და ხვატიანი დღის გასანელებლად ცივი ყავა ნაყინით შევუკვეთე. დარბაზში სულ ორი მაგიდა იყო დაკავებული და ერთიანობაში ალბათ 5-6 კაცი ვისხედით. ბარმენმა შეკვეთა ზუსტად 2 წუთში შეასრულა და მადისაღმვძრელი სასმელი ბარის დახლზე გამომწვევად შემოდგა. აბსოლუტურად თავისუფალი სამი მიმტანი, აბსოლუტურად საქმიანი სახით, მაგრამ აბსოლუტურად უსაქმოდ დიდხანს ჭორაობდნენ, მაგიდებს შორის აღმა-დაღმა დაყიალობდნენ და ზედ არ გვიყურებდნენ. ეტყობა ხელს არ გვიშლიდნენ სიტუაციით ტკბობაში. შეკვეთის შესრულებიდან 25 წუთის თავზე ერთ-ერთი მათგანი ქუჩაში უაზროდ ყურებისგან დაიღალა, ბართან მიიზლაზნა და უკვე კარგად შემთბარი ცივი ყავა რძედქცეული ნაყინით მომართვა. უკან გავატანე. მეგონა ჭკუას ისწავლიდნენ. მერე კიდევ რამდენჯერმე ვიყავი. ხან მე შევცდი, ხანაც სხვებმა დამპატიჟეს. ყოველ ჯერზე - მომსახურება ძველებურად ცუდი. გემრიელი ნამცხვრები ხშირად ძველი. კოქტეილები წყალ-წყალა. კედლის გასაფორმებელ წვრილ კანტებზე მტვრის სქელი ფე

Cantina by Bontempi და პინსა ქართულად

რითი განსხვავდება „კანტინა ბაი ბონიტემპი“ თბილისის ყველა დანარჩენი კაფეებისგან? აქ შეგიძლიათ გასინჯოთ პინსა. რა არის პინსა? მარტივად, რომ ავხსნათ, პინსა თანამედროვე პიცის ანტიკური წინაპარია. თანაც, სანამ პიცის წარმოშობაზე დავობენ, პირველი შუმერები აცხობდნენ თუ ძველი ეგვიპტელები, სრულიად დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თურმე პინსას თავად დიდი ვერგილიუ ს ი მოიხსენიებდა თავის „ენეიდაში“. მიუხედავად იმისა, რომ ოდესღაც წაკითხული მაქვს (თავის დროზე ანტიკური ლიტერატურის გამოცდა მაქვს ჩაბარებული), „ენეიდას“ გმირები მართლა მიირთმევენ თუ არა პინსას ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ ასე ამბობენ და ვენდოთ, იმათ ვინც იცის. გარდა იმისა, რომ ვერგილიუსი წერდა პინსაზე, პიცასა და პინსას, ფორმის გარდა - პიცა მრგვალია და პინსა ელიფსური (რაღაც საშუალო მართკუთხედსა და ოვალს შორის), ცომის შემადგენლობა და ტექსტურაც განასხვავებს. „კანტინაში“ ვიკითხე,  თქვენ როგორ აკეთებთ-თქო, მაგრამ მიმტანებმა ვერ მითხრეს: ფქვილი იტალიიდან ჩამოგვაქვს და იმიტომ აქვსო სხვა გემოო. მაგრამ, მე გეტყვით - განსხვავებულ ტექნოლო

„რეტრო“ და გიას ცომგაცლილი ხაჭაპური

როგორია „რეტრო“? ზუსტად ისეთი, ქართველების წარმოდგენაში როგორიც უნდა იყოს ტიპური სწრაფი კვების ობიექტი - რაღაც საშუალო ტრადიციულ სახინკლესა და სასადილოს შორის, ცოტა უკეთესი სუნით. მასიური ხისგან გამოთლილი უხეში მაგიდები და სკამები, ხით მოპირკეთებული კედლები და ინტერიერი, რომელიც არაფრით გამოირჩევა მთელ საქართველოში მიმოფანტული უამრავი მსგავსი ტიპის დაწესებულებებისგან.  სიმართლე გითხრათ, ახლა ვფიქრობ, ვფიქრობ და მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ხშირად დავდივარ, იმდენად ტიპურია ყველაფერი, რომ ინტერიერის რაიმე კონკრეტულ დეტალს ვერ ვიხსენებ. ამიტომ „რეტროს“ ფეისბუქგვერდს მივმართე და სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი, და ობიექტურობის გამო აუცილებლად უნდა დავწერო, რომ თურმე სადღაც ფართო, ნათელი და თანამედროვე სტილის დერმატინგადაკრულ, რბილ სკამებიანი ფილიალიც ქონიათ. სამ „რეტროში“ ვარ ნამყოფი: თბილისში, ქობულეთსა და ბათუმში: ღმერთი-რჯული მსგავსი არსად არაფერი შემხვედრია. არადა, გვერდი სწორედ მსგავსი ფოტოებითაა სავსე ამიტომ იმედს ვიტოვებ, რომ სადღაც (სავარაუდოდ თავისუფლების მოედანზე) ნამდვილად

კაფე „ივერია“ ველოსიპედთან, ვარდების მოედანზე

მოდაში დაბრუნებული მე-20-ე საუკუნის 70-იანი წლების ევროპული გარემო, მოხერხებული სავარძლები, ნათელი, კომფორტული გარემო. იდელურია 2-3 მეგობართან შეხვედრისთვის ან სიმშვიდეში დროის გასაყვანად, განსაკუთრებით მაშინ, ერთად ჭამაზე მეტად საუბარს ან ჟურნალის კითხვას თუ ხართ მონატრებულია.  აქ არ დაგხვდებათ უადგილო, გულისგამაწვრილებელი მუსიკა, რომელიც ძალიან ხმადაბლაა ჩართული, იმისთვის რომ მელოდიით დატკბეთ, მაგრამ საკმაოდ ხმამაღალია იმისთვის რომ ყური წაიღოს და ლაპარაკში ხელი შეგიშალოთ. არ არის, კაცმა არ იცის რისთვის, უაზროდ ჩართული ტელევიზორი. არ ისმის ხალხის ზუზუნი და გუგუნი. მაგიდებიც ისე დგას, რომ თქვენთვის ყოფნაში არავინ გიშლით ხელს. არის არამწეველთა შიდა დარბაზი და ზაფხულში იდეალური, მცოცავი ვარდებით გადაპენტილი და ქუჩას კარგად მოფარებული ვერანდა  გარეთ. აქვთ სხვადასხვა ლამაზ სახელს ამოფარებული ბუტერბროდისნაირების (სენდვიჩები, ტოსტები, პანინოები, კროსტინები და ა.შ.) და სალათების მწირი, მაგრამ გემრიელი არჩევანი. ზუსტად ის, რა არსებულ გარემოს, სიმშვიდეში, ჟურნალების მაგიდასთან სავარძელში ჯ