Skip to main content

Posts

Showing posts from February, 2018

Black Dog Bar - ბარი, სადაც ოთხფეხა მეგობართან ერთად გიშვებენ

ბოლო რამდენიმე წლის ვერცერთ უცხოურ გამოცემას ვერ ნახავთ, სადაც თბილისის საუკეთესო ბარების ჩამონათვალში Black Dog Bar -ი არ მოხვდა. აქებენ ბარის კრეატიულობას, კომფორტს, მომსახურებას და რაც მთავარია, სამზარეულოს. კარგი, კრეატიულობაზე არ ვდავობ - ჯერ ეს ერთი, როგორც „სათაურიდან“ ჩანს, ბარში ძაღლთან ერთად გიშვებენ. მეორე, საღამოობით (განსაკუთრებით უქმე დღეებში), ბარმენი საკმაოდ მარტივ მაგრამ მართლაც სახალისო თამაშებს და კონკურსებს სთავაზობს ბარის სტუმრებს. მაგალითად, ზარის წკრიალს გაიგონებთ თუ არა, სასმელი შეგიძლიათ მოითხოვოთ უფასოდ. მესამე, მაგიდის თამაშების მოყვარულთათვის აქვთ მაგიდის ფეხბურთი. შეიძლება კრეატივში ჩაითვალოს ნათურებზე აბაჟურის ნაცვლად შემოხვეული გაზეთის ფურცლებიც, რომლებიც საკმაოდ სასიამოვნო ყვითელი შუქით ანათებს იქაურობას. გარკვეული კრეატივია მენიუშიც -   ყველით დატენილ წიწაკას თუ შეუკვეთავთ, ოთხი ცალიდან ზოგი ცხარე შეგხვდებათ და ზოგიც ტკბილი - ასეა ჩაფიქრებული. მაგრამ, სამწუხაროდ, აქ მთავრდება მენიუს მთელი კრეატიულობა. არა, ცუდი არაა, არც ბურგერი და არც ბურიტო.

გრაუნდ 84 - კიდევ ერთი კარგი ადგილი თბილისში

არცთუ ისე დიდი ხნის წინ კიდევ ერთი კარგი ბისტრო გაიხსნა: კოხტა და სასიამოვნო გარემო, ზრდილობიანი, კარგად გაწვრთნილი, ახალგაზრდა პერსონალი, საინტერესო და გემრიელი მენიუ. როგორ გითხრათ? უფრო ზუსტად რომ ვთქვა, „ბროტმასიტერები“ იცით? ჰოდა, „ბროტმაისტერს“ კიდევ ერთი ტყუპისცალი გაუჩნდა - გარეგნულადაც, შინაარსითაც და სტილითაც, რაც სულაც არ არის ცუდი. „გრაუნდ 84-ში“ შეკვეთას მისცემთ თუ არა, ლიტრიანი ბოთლით ლიმონიან და პიტნიან დეტოქს-წყალს მოგართმევენ საჩუქრად. საჩუქრად მოაქვთ ადგილზე გამომცხვარი (ასე ამბობენ) სამი სახეობის თბილი პურიც: ხმელ ბაზილიკომოყრილი ფოკაჩა, გრისინი სეზამის მარცვლებით და ფრანგული ბაგეტი ნივრით და კამის თუ ცერეცოს თესლით. ეს უკანასკნელი, როგორც ჩანს, „გრაუნდ84-ის კონცეფციის ნაწილია - ანისის არომატი იგრძნობა პასტაზე მოსხმულ უგემრიელეს პამიდვრის სოუსშიც და ლიმონის ცედრამოხეხილ  კარტოფილ ფრიშიც. საინტერესო და ხარისხიანი, მაგრამ საშუალო სტატისტიკური თბილისელი მომხმარებლისთვის ცოტა არ იყოს დამაბნეველი და მოუხერხებელია მენიუ: ტყის სოკოს წვნიანი ვერმუტით და ტრიუფელის ზ

"ბერნარდი" აბაშიძეზე

როგორია აბაშიძის „ბერნარდი“? ტიპური ლუდის ბარი - ტიპური ნახევრად ჩაბნელებული ინტერიერით, ტიპური მასიური ხის ავეჯით, ტიპური „ქვის“ კედლებით, ტიპური მრავალჭირნანახი და დაკაწრული, სადა, თეთრი ჭურჭლით, ტიპური უაზროდ ჩართული ტელევიზორით კედელზე, ტიპური ხელსახოცის კონტეინერებით, ტიპური შეძლებისდაგვარად სწრაფი (გააჩნია რამდენი ხალხი ყავთ), ზომიერად ზრდილობიანი, მაგრამ უსახური და ემოციას და ზედმეტ ყურადღებას მოკლებული მომსახურებით, ქართული ლუდის ბარისთვის დამახასიათებელი ტიპური კერძებით და ტიპური საშუალო ფასებით. ერთი სიტყვით, „ბერნარდი“ კარგად „დანავაროტკებული“ და ევროპულ ყაიდაზე გათანამედროვებული სახინკლეა, რომელსაც მენიუ რატომღაც მამა-პაპური რესტორნის აქვს. ატმოსფერო როგორია? ტიპურად ლუდისბარული - სრულიად საკმარისი კომფორტი და სისუფთავე იმისათვის, რომ გემრიელად და ნოყიერად ჭამო და ბევრი ხალხი, ზუზუნი, გუგუნი და რია-რია, დიდხანს რომ ვერ გაჩერდე იმისთვის. აბა, მაინცდამაინც აქ რატომ უნდა მოხვიდე? იმიტომ რომ საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი და საყვარელი ორი კერძი - ხინკალი და ქაბაბი, აქ