Skip to main content

Posts

Showing posts from March, 2018

”მონ კაფე“ აბაშიძეზე

ვაკეში, აბაშიძეზე ბევრი ახალი და ბევრიც ოდესღაც ძალიან პოპულარული და კარგად ნაცნობი კაფეა შემორჩენილი, სადაც ძველი კლიენტები დღემდე ერთგულად და რეგულარულად დადიან. მათ შორისაა „მონ კაფეც“, ნახევრადჩაბნელებული, მუქი მწვანე ინტერიერით, კედელზე ბრინჯაოსფერ ჩარჩოებში ჩასმული ტილოებით , ჩუქურთმებიან სარკეებით,   რელიეფური ჭერით, მძიმე, მასიური, ტყავის დივან-სავარძლებითა და აბაჟურიანი კანდელაბრებით, რომლებიც თანამედროვე თბილისური კაფეების ავეჯისგან განსხვავებით ნამდვილად არაა სახლიდან გამოტანილი ან ნაცნობ-მეგობრებში შეგროვებული. უფრო მეტიც, ფუფუნებასა და სიმდიდრეზე საბჭოთა პერიოდის წარმოდგენის საუკეთესო ტრადიციების სრული დაცვითაა შერჩეული და ნაყიდი. ახლა, გარდა კომფორტული, ლამაზი და მდიდრული ინტერიერისა, რა გამოარჩევს „მონ კაფეს“ აბაშიძის სხვა კაფე-ბარებისგან? პირველ რიგში, ერთი   საინტერესო მომენტი, რომელსაც აგერ უკვე წლებია ვაკვირდები: რა დროსაც არ უნდა მიხვიდეთ, საკმაოდ თვალწარმტაც კაფეში ან არავინაა, ან მაქსიმუმ 2-3 მაგიდაა დაკავებული. რაც განსაკუთრებულად თვალშისაცემია, ზუსტად მ

Cocktails&Dreams - კოქტეილები და ოცნებები „ფაბრიკაში“

Cocktails&Dreams- ი „ფაბრიკაში“ - კიდევ ერთი ადგილი, უცხოური გამოცემების თვალსაზრისით, საუკეთესო თბილისური ბარებიდან. რა დაგხვდებათ აქ? ყოფილი საფეიქრო ფაბრიკისთვის დამახასიათებელი ინდუსტრიული დიზაინი, დიზაინერული ავეჯი ხელოვნური დაძველების ეფექტით, კარგი ვენტილაცია, კარგი გათბობის და გაგრილების სისტემით, ცოცხალი ხეები უზარმაზარ ქოთნებში,   „კოკა-კოლას“ ვინტაჟური აპარატები, ძველი რადიოლები, საბჭოთა სასურსათო მაღაზიის სასწორები, საბჭოთა სასკოლო სკამებს მაქსიმალურად დამსგავსებული სკამები, ალუმინგადაკრული მაგიდები, აქა-იქ ამოწვერილი ლურსმნის თავებით (სახელოებს მოუფრთხილდით), საყრდენ ბოძებს შორის გაბმული ჰამაკები, სხვადასხვა ზომისა და ფორმის სავარძლები, საბჭოთა სასადილოს სტილში თეთრი კაფელი და კედელზე გამოკრული ვარდისფრად განათებული ნეონის აბრა: „კოქტეილები და ოცნებები“, ზუსტად ისეთი, ახალბედა ტომ კრუზს რომ ქონდა თავის ბარში, ფილმიდან „კოქტეილი“. როგორც ჩანს, „ფაბრიკის“ მეპატრონემ აისრულა თავისი ახალგაზრდობის ოცნება. აბა, ვინ არ იყო შეყვარებული შავ-ბნელ 90-იან წლებში ტომ კრუზზე და

სალობიე ბია - „Gault&Milliau” - 11 ქულა 20-დან

სახელგანთქმული ფრანგული კულინარიული გზამკვლევი „Gault&Milliau”-ს ქართულმა გამოცემამ „სალობიე ბიას“ 20 მაქსიმალურიდან 11 ქულით თბილისის 40 საუკეთესო რესტორანს შორის საპატიო 21-ე ადგილი მიანიჭა. 21-ე ადგილს არასერიოზულად ნუ შეხედავთ, იმის გათვალისწინებით, რომ „სალობიე ბიასთან“ ერთად ამ ადგილს იგივე ქულით კიდევ 5 რესტორანი იყოფს, 12 ქულა კი ერთდროულად 8 რესტორანს აქვს მინიჭებული. მოკლედ, გზამკვლევის მესვეურებმა ნაწყენი არავინ დატოვეს და თბილისის რესტორნების მიერ დამსახურებულ მაქსიმალურ 14,5-სა და 10 ქულას შორის, არც მეტი არც ნაკლები 32 რესტორანი მოხვდა. ასე, რომ 12 ქულა მართლაც ძალიან კარგი შედეგია. ახლა, მე რას ვფიქრობ „სალობიე ბიაზე“? რესტორნის სტანდარტებამდე აღზევებული და ნეტარების განზომილებაში გადაყვანილი ოჯახური კერძები თუ მოგწონთ, ძალიან კარგი. გასართობად და დროის სატარებლად კი სხვაგან უნდა წახვიდეთ. სოლოლაკის ნახევრადსარდაფისა და სარდაფის ორ პატარა ოთახში განთავსებული და კლიენტების ძალიან შეზღუდულ რაოდენობაზე გათვლილი ბისტრო არ ღალატობს ბოლო პერიოდის ელიტარულობაზე პრეტენ