Skip to main content

Posts

Showing posts from November, 2017

კიდევ ერთი „ჯარგვალი“ - ამჯერად ხევში

საქართველოს ოდესღაც სამხედრ ო და ახლა მთავარ გზაზე კიდევ ერთი „ჯარგვალი“ გაჩნდა. რიკოთზე, იმერეთის მხარეს, თბილისიდან წასულებს აწ უკვე სახელგანთქმულ „მალხაზიმდე“ არმისულზე, სოფელ ხევში, უნდა გითხრათ, რომ მენიუთი არანაკლები და ბუნებით ბევრად ლამაზი ადგილი გელოდებათ.  მთის ხეობაში, მოჩუხჩუხე მდინარე რიკოთულას პირას , საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე გაშლილი „ჯარგვალი“ განგებამ და პატრონის მადლიანმა ხელმა ერთნაირად გულუხვად  დააჯილდოვა გადახურული თუ ღია ტერასებით, ზაფხულში ბევრი სიმწვანით და როგრც იმერეთში იტყვიან, კარგი ჩეროთი, უზარმაზარი ეზოთი, ფართო პარკინგით და  აქ,  ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სიკეთესთან ერთად, მენიუც საკმაოდ ვრცელი და იმერულად გემრიელი აქვთ. რას არ ნახავთ აქ, იმერულად გაპიწკინებულ ქათამს, ცივად მოხარშულ დედალს, ადგილზე, თონეში გამომცხვარ პურს, ისეთს თითებს თან რომ ჩაატან, ახალამოყვანილ კრაჭუნა ყველს, თუ რამე არსებობს ყველა ჯურისა და ჯიშის ფხალეულს ნიგვზით, სოკოს კეცზე, იმერულად შესუნელებულ ხორცის კუპატს, კახურზე არანაკლებად გემრიელ და ცვრიან მწვადს, დაღეჭვა რომ არ უნდა დ

ზაზანოვა

„ზაზანოვა“ - მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან შემორჩენილი კიდევ ერთი კარგი ადგილი თბილისში. ცოტა შერემონტებული, ცოტა განახლებული, ცოტა სახელშეცვლილი და სახეშეცვლილი, მაგრამ მაინც ძველებური - მაშინდელი ატმოსფეროთი, იმ დროიდან შემორჩენილი ერთგული კლიენტებით და გემოვნებიანი მუსიკით. აქ ახლაც ძველებურად ეწევიან - მერე რა რომ ცალ-ცალკეა გამოყოფილი მწეველების და არამწეველების სივრცე. ვინ მოვტყუვდებით ფიზიკას სკოლის დონეზე მაინც თუ ვიცნობთ? ქუჩის ყაიდაზე მოხატულ ინტერიერსაც მაშინდელი გემოვნებიანი პატრონის ხელი ეტყობა და მენიუსაც.  ჰო, მენიუ ცალკე თემაა: თბილისის ბარ-რესტორნების 90%-სგან განსხვავებით აქ მენიუზე ნაფიქრი აქვთ. ნაფიქრი კი არა, ბევრი და კარგად ნამუშევარიც. ფორმაც, ფაქტურაც, შესახედაობაც, დიზაინიც, შინაარსიც და შემადგენლობაც კარგადაა შერჩეული და შედგენილი. რას არ ნახავთ ოპერის საიუბილეო ალბომის ყაიდაზე დაბეჭდილ და დასურათებულ უზარმაზარ ფოლიანტში -  ისეთი სახელგანთქმული კერძების შექმნის ისტორიასა და ავტორების ბიოგრაფიებს როგორიცაა ბიფსტროგანოვი და სალათა ცეზარი, კერძის ავტ

პიცერია და სტეიკჰაუსი „პომიდორისიმო“

ოდესღაც - ცოტა თუ ბევრი წლის წინ „პომიდორისომოს“ საფირმო პიცა თბილისის ყველა პიცაზე მეტად მიყვარდა: დაბრაწული, კრაწუნა ცომი კარგი ყველით, უგემრიელესი პამიდვრის სოუსით, ზემოდან მთლიან ნაჭრებად გულუხვად დალაგებული სალიამით და პროშუტოთი... ერთი სიტყვით, საუკეთესო ცომი, საუკეთესო პროდუქტებით. დღეისათვის რა არის დარჩენილი „პომიდოისიმოს“ საფირმო პიცისგან? მარტო სახელი და ინგრედიენტების ჩამონათვალი მენიუში. ქვევიდან გაზეთილ ცომზე დასხმული სოუსი, გემრიელი ყველი და - ისე წვრილად დაჭრილი, რომ სახეხზე გახეხილი გეგონება, რაღაც გაურკვეველი სახეობისა თუ ჯიშის ლორი და სალიამი. არადა, როგორ მონდომებით დამიქნია თავი მიმტანმა, კი, პროშუტოთიო, როცა გადავამოწმე პიცის „შემადგენლობა“ შეკვეთის მიცემის მომენტში... არ ვიცი, შეიძლება მაინცდამაინც იმ დღეს გაუთავდათ პროშუტო და ნარჩენები მოაყარეს აქა-იქ, მაგრამ მაინცდამაინც საფირმო კერძზე რატომ აკეთებ ეკონომიას?  ნუ მიიღებ შეკვეთას. ხომ შეიძლება ჩემნაირი ინტრიგანი კლიენტი იყოს შემოსული, რომელსაც კარგად ახსოვს, რომ ადრე მთელ-მთელი ნაჭრები ელაგა? თუმცა, მგონია რო