ამ ბოლო დროს მართლაც კარგი და ხარისხიანი საცხობების გახსნის სასიხარულო ტენდენცია შეინიშნება ჩვენს ქალაქში. „ბელას“ ტორტებისა და „მადას“ იაფფასიანი და საკმაოდ დაბალი ხარისხის მასმარკეტის პროდუქციის ფონზე აშკარად გამოკვეთილ და შედეგად, უნამუსოდ ფასებამაღლებულ „ანტრეს“ უკვე ბევრი ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდა. მათ შორისაა ფრანგული „პოლიც“, რომელიც 1989 წლიდან არსებობს და მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში 500-ზ მეტი ფრანშიზა აქვს გახსნილი. ერთი სიტყვით, როგორც იქნა ჩვენც ჩავეწერეთ ევროპასთან მიახლოებული თუ დაახლოებული ქვეყნების სიაში და აბაშიძეზე, ყოფილი კინო „ყაზბეგის“ ადგილას, არც მეტი არც ნაკლები, ნამდვილი „პოლის“ ფიალიალი გაიხსნა. სუფთა, სასიამოვნო გარემო, სწრაფი მომსახურება, მწეველთა და არამწეველთა დარბაზები და უგემრიელესი ასორტიმენტი. ერთადერთი რამაც მადა შეიძლება დაგიკარგოთ, შესასვლეთან გაჩერებული სარკესავით პრიალა, მონიკელებული „მერსედესია“, რომელიც პარკინგის საათების ხანგრძივობით თუ ვიმსჯელებთ, აშკარად მეპატრონეს ეკუთვნის. არა რა, არ შეიძლება კარგ მანქანას ასეთი შეურაცხყოფა მია