Skip to main content

„ვეფხი და მოყმე“ - იქნება ვეფხვის დედაი ჩემზე მწარედა სტირისა

დაცდილი მაქვს, ოდესმე ვინმეზე რამე ცუდი დაუმსახურებლად თუ მითქვამს ან მიფიქრია, უკან დამბრუნებია...
არ ვიყავი ნამყოფი, მაგრამ რამდენჯერაც ჩავუვლიდი, სანაპიროზე, „ვეფხის და მოყმის“ ობელლისკის მოპირდაპირე მხარეს, გაგარინის აღმართზე, უტროტუარო, მისასვლელად მოუხერხებელ, მანქანის გასაჩერებლად მიუდგომელ და გაგანია საცობებით გადატვირთულ ადგილას ამაყად აღმართულ, არც მეტი არც ნაკლები, ოთხსართულიან რესტორანს, რომელიც შენობის თანამედროვე, ევროპული არქიტექტრურისთვის და კლასიკური ტიპისთვის სრულიად შეუფერებელ და აშკარად ადგილმდებარეობას მისადაგებულ სახელწოდებას - „ვეფხ და მოყმეს“ ატარებდა, იმდენი ვფიქრობდი: ღმერთო, რამდენი ზედმეტი ფული, უაზრო ამბიციები და ცოტა ტვინი უნდა გქონდეს, ასეთ შეუფერებელ ადგილას, რომ მოგების და ხეირის ნახვის იმედით, ამხელა რესტორანი ააშენო-მეთქი.
ჰოდა, როგორც უკვე გითხარით, ჩემი უსამართლო ფიქრებისთვის მალევე დავისაჯე და განგების ნებით, ძველით ახალი წლის ღამეს, წინასწარ შეკვეთილ სუფრაზე „ვეფხისა და მოყმის“ ე.წ ვეროპულ დარბაზში ამოვყავი თავი.
რა დამხვდა? სუფთა, ერთი შეხედვით კომფრტული, ძალიან ლამაზი გარემო, რომელიც, როგორც გაირკვა, დღედაღამე კლიენტების კმაყოფილებაზე ფიქრით გადაღლილმა რესტორნის ადმინისტრაციამ მზრუნველად გააფორმებინა ინტერიერის დიზაინერ, ქალბატონ ქეთევან თევზაძეს.
კლასიკურ, საქორწილო თაიგულებში ჩაძირული დარბაზი, ვერ ვიტყვი მაინცდამაინც საახალწლოდ გამოიყურებოდა-თქო, მაგამ მართლაც ბრწყინავდა და ძალიან მოგვეწონა. ოღონდ, სანამ ფეხზე ვიდექით. დავსხედით თუ არა, მაშნვე აშაკარ გახდა, რომ მაგიდის შუაგულში, ზუსტად ადამიანის თავის სიმაღლეზე გაბუჩქული ყვავილები, აბსოლუტურად შეუძლებელს ხდიდა სუფრის მოპირდაპირე მხარეს მსხდომ თანამესაუბრეებთან კომუნიკაციას. კომუნიკაცია კი არა, ისიც არ ჩანდა ვინ ინჯდა შენს წინ. გასაგებია, რომ სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს, მაგრამ არა რესტორნის კლიენტის სიამოვნების ხარჯზე. ქალბატონმა დიზაინერმა, რომელმაც მართლაც იშრომა, ეტყობა თავის დროზე ეს ლექცია გააცდინა, მაგრამ არაუშავს, ახლავე ავუხსნი: სარესტორნო მაგდის გასაფორმებლად იყენებენ 2 სახის ვაზებს: ძალიან დაბალს ან პირიქით, ძალიან ვიწრო ფეხით და ძალიან მაღალს, იმიტომ რომ რესტორანში ხალხი გარდა ჭამის, ერთმანეთან საუბარში დროის სასიამოვნოდ გასატარებლადაც დადის. ჰო, კიდევ, იმედს ვიტოვებ, რომ საახალწო ბანკეტისტვის შესაფერისი, მაგრამ საქორწილო ლარნაკებისთვის სრულიად უადგილო თოვლისბაბუიანი ხელსახოცის სამაგრები რესტორნის მენეჯერის ინიციატივა იყო და არა დიზაინერის ჩანაფიქრი.
უნდა გენახათ, პერსონალის გულწრფელად გაოცებული და ჩვენი უმადურობით აღშოთებული სახეები ვაზები პირველივე 10 წუთში იატაკზე რომ გადავდგით. არ ვიცი, ამისთვის დაგვსაჯეს თუ... ან პირიქით, იქნებ, ჩანაფიქრც ქონდათ ასეთი და უაზრო სიმაღლის თაიგულები სწორედ იმისთვის იდგა მაგიდაზე, რომ ცუდი მომსახურებითა და უგემური კერძებით აღშოთება ერთმანეთისთვის ვერ გაგვეზიარებინა...
მოკლედ, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში უშედეგოდ ველოდით, რომ ვინმე ყურადღებას მოგვაქცევდა. ერთი საათი მშიერი თვალებით საწყლად გავცქეროდით როგორ მიქონდათ კერძები სხვა მაგიდებთან. ერთი საათი უშედეგოდ ვცდილობდით მენეჯერთან დაკავშირებას, რომელიც ოიოდე დღის წინ, დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს გვპირდებოდა. ერთი საათი ხარბად ვუყურებდით ჩვენს მისვლამდე მაგიდაზე ჩადგმულ ფხალის, ყველისა და მჟავის ასორტის თეფშებს...
ერთი საათის მერე მივიღეთ: საყვედური, ვერ ხედავთ, დარბაზი სავსეაო, კარგახნის გაციებული და გაფშიკებული, მლაშე იმერული და მეგრული ხაჭაპურები, კაცმა არ იცის როდის გაკეთებული სალათა „ცეზარი“ უკვე კარგახნის ჩამბალი და ფაფადქეული ორცხობილებით და უგემური და აშკარად ძველი კერძები. ჰო, მწვადები იჭმეოდა.
შე, დალოცვილო, რესტორანს რომ აკეთებ, რამდენი ადგილიც გვაქვს, ზუსტად იმდენ ადამიანზე უნდა გქონდეს სამზარეულოც და გყავდეს პერსონალიც. სავსე დარბაზი, გამაართლება არაა, მით უმეტეს, ქართულ სამზარეულოში, სადაც კერძების 80% (ფხალეული, კუჭმაჭი, ცხელი კერძები და ა.შ.) მზაა. სუფრის პროცესში იწვება მწვადი, ცხვება ხაჭაპური და სოკო კეცზე! შესაწვავი კარტოფილიც კი დაჭრილია და ქათმები გასუფთავებული! ისე დღეებში, ეკონომია გასაგებია, მაგრამ წინასწარ დაკვეთილ ბანკეტზე, გაგონილა?
და ერთიც, კარგი იქნება, „ვეფხის და მოყსმის“ არქიტექტორიც თუ გაითვალისწინებს იმას, რომ რესტორნის საერთო დარბაზში კოლონები ცუდ პონტად ითვლება. საერთო დარბაზში რომ ჯდები, გინდა დარბაზსაც და სცენასაც ხედავდე. განმარტოებისთვის არსებობს „კუპე“.
ოდესმე მენეჯერს, მზარეულს და დიზაინერს თუ გამოცვლიან, შეიძლება მართლა კარგი რესტორანი გახდეს.

სამზარეულო «
მომსახურება «
კომფორტი    ««
ფასები ₾ ₾ ₾ ₾

Comments

Post a Comment

Popular posts from this blog

„მეგრული სახლი“ მშრალ ხიდთან

ოდესღაც ერთმა გამოცდილმა და ჭკვიანმა დიასახლისმა მირჩია: სამზარეულოს კომბაინს ნუ იყიდი, ჯობია დაფიქრდე რა გჭირდება ყველაზე მეტად და იგივე ფასად ის იყიდო ყველაზე კარგიო. ათას სხვადასხვა დანიშნულებას მორგებულ კომბაინს არასდროს ექნება კარგი მიქსერის, კარგი ჩოპერის ან თუნდაც ბლენდერის ყველა ფუნქცია. რესტორანიც ზუსტად ასეა: როცა ერთი მიმართულებით მუშაობს, უმეტესად ყველაფერი კარგია. ათას სამზარეულოზე მორგებულს კი აღარაფერი აქვს გამორჩეულად კარგი. აი, სწორედ ასეთია „მეგრული სახლიც“. არ მეგულება ადამიანი, რომელსაც „მეგრულ სახლში“ დაპატიჟებ და იქ მექსიკური კარტოფილის, ბერძნული სალათის, ისპანახი სუპის, პარმეზანიანი ქათმის ან 90-იანი წლებიდან შემორჩენილი მაიონეზში ჩაბუჟბუჟებული ხბოს ხორცის სალათის საჭმელად წამოვა. აღარ ვლაპარაკობ იტალიურ ყავაზე (ასე არეკლამებენ ყავას რესტორნის გვერდზე) და ბელგიურ ვაფლზე ნაყინით. „მეგრული სახლის“ ხსენებაზე თვალწინ გიდგება თბილი, სასიამოვნო, ოჯახური ატმოსფერო ბუხრის არომატითა და ხის ტაბლებით, სულგუნჩაჭიპჭიპებული ელარჯი კამეჩის მაწვნითა და არომატული გებჟალი

ტერასა მტკვარზე

ამ ავადმოსახსენიებელ რუსებს ერთი გამოთქმა აქვთ კარგი: Дурная голова ногам покоя не дает - ო და ჩვენც ავტყდით და ზაფხულის ხვატში ყავის ქალაქგარეთ დალევა მოვინდომეთ. ხან ყველამ ვერ მოიცალა, ხან მანქანას არ ეცალა, ხან ადგილზე ვერ შევთანხმდით და ისე მოხდა, რომ ჩვენი დიდხანსნაგეგმი და მრავალჯერ გადადებული მოგზაურობის დღეს მსუბუქად ნაწვიმარი დაემთხვა. იხტიბარი არ გავიტეხეთ და ამინდიდან გამომდინარე, მცხეთას მივაშურეთ. ხინკალ-ქაბაბი არ გვინდოდა, მოგეხსენებათ წვიმისდამიუხედავად მაინც ზაფხული იყო და მაინც ცხელოდა, სამაგიეროდ გვინდოდა რამე ახალი, სადაც არ ვყოფილვართ, თან სიმწვანე და ბუნება, თან დესერტზე და ყავასთან მშვიდად საუბარი და...  ალბათ აქ უკვე ხვდებით ლამის „შეუსრულებელი მისია 4“-ს რომ შევეჭიდეთ. ასე იყო თუ ისე, გამახსენდა რომ ბოლო პერიოდში ჩემი რამდენიმე ფეისბუქელი „სელებრითი ფრენდი“ რამდენჯერმე დაჩექინდა მცხეთის (სინამდვილეში ზაჰესის) განახლებულ „ტერასაზე“, სადაც ულამაზეს ხედებს და ლაუნჯს გვპირდებოდნენ თანამედროვე ევროპული სამზარეულოთი, უგემრიელესი კოქტეილებით და საღამოს ელე

„ბეღელი“ თამარაშვილზე

არაფერი ისე არ უხდება ზამთრის ცივ, ყინვიან დღეს, როგორც ცხელი, ოხშივარადენილი ხინკალი... ჰოდა, სწორედ თებერვლის ერთ ნისლიან, სუსხიან და მელანქოლიურ შუალდღეზე ხინკლის ქაფქაფა წვენის ჩსახვრეპად აქვე, სახლთან ახლოს, მოგეხსენებათ სუსხი და მელანქოლია როცაა ირგვლივ გაბატონებული, ასეთ დროს შორს წასვლისა და ბევრი სიარულის განწყობა არ გაქვს, სარწმუნო წყაროსაგან ნაქებ ტრადიციულ, ქართულ რესტორან „ბეღელს“ მივაშურე. არის ასეთი დაუწერელი კანონი: კარგი პიცა უნდა ჭამო პიცერიაში, ნაყინი სანაყინეში, ხინკალი და ქაბაბი კი სახინკლეში და ა.შ. ყოველთვის მეცინება, როცა ვისმენ, რომ რომელიმე მაღალი კლასის რესტორანში არ ვარგოდა ხინკალი, ან ბორჯომის „მეტროპოლში“ არ იჭმეოდა ბეფსტროგანოვი. რა უნდა ხინკალს მამა-პაპურ ნადიმზე ან ბეფსტროგანოვს ბორჯომში? რა თქმა უნდა, არც ერთი არ იქნება კარგი. ყველაფერს აქვს თავისი ადგილი და ყავს თავისი მუშტარი. აი, სწორედ ამიტომ მივაშურე „ბეღელს“, სადაც ყველა ლოგიკით ნორმალური ხინკალი უნდა ყოფილიყო: ჯერ ერთი, შენობის ექსტერიერი იმაზე მეტყველებდა, რომ ქუჩის „ზაბეგალოვკაზე“ უკეთესი