აბა, თუ გამოიცნობთ,
სად შეიძლება იყოს ხინკლის სამეფო? ფშავში? ხევსურეთში? ჯანდაბას, ფასანაურში? არა.
თბილისში, გლდანის ხიდის ქვეშ.
ტრადიციული ქართული
სახინკლე, ტრადიციულად ხეში ჩასმული ღია და დახურული კუპეებით, კაცმა არ იცის ინტერიერის
დიზაინის რომელი პრინციპებით მოწყობილი და მეპატრონის ან მენეჯერის გემოვნებით გაფორმებული
სასადილოს სტილის საერთო დარბაზით, კედლის აკვარიუმში თევზებით, მაგიდაზე შემოდგმულ
გალიაში თუთიყუშებით, გამწვანებულობაზე პრეტენზიის მქონე ეზოში მაგიდებით, საღამოობით
ხმამაღალი და უგემოვნო ცოცხალი მუსიკით, როცა
შეკვეთები არაა სასადილოს დახლთან მოყაყანე და იაფფასიან შავ-თეთრ უნიფორმაში
გამოწყობილი მიმტანებით, ქართული თუ უცხოური ლუდის მწირი არჩევანითა და მსხლის და ტარხუნის
ლიმონათის უსასრულო მარაგით.
ასევე ტრადიციული
მენიუთი - ნორმალური ხინკლით, ნორმალური მწვადით, ნორმალური ხაჭაპურით,
ნორმალური სოკოთი კეცზე და ძალიან მისაღები ფასებით.
აბა, რა აქვთ განსაკუთრებული
„ხინკლის სამეფოში“?
„ხინკლის სამეფოს“
საფირმო კერძი რა არის?
არა, ხინკალი არა.
გრანდიოზული ქაბაბი - არც მეტი, არც ნაკლები, დაახლოებით ერთ მეტრზე გრძელი, საკმაოდ
მსუქანი, საგანგებოდ მისთვის გამოთლილ ხის თეფშზე მოთავსებული, კარგად შესუნელებული,
კარგად დაბრაწული, ზომიერად ცხიმიანი, ზომიერად ცვრიანი და თანაც, ძალიან გემრიელი
ქაბაბი. არც იფიქროთ, რომ მარტო მოერიოთ. ძალიან მშიერი თუ არ ხართ, ორსაც გაგიჭირდებათ
და რამის მიტანებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ცოტა ფასი აქვს საეჭვოდ იაფი, მაგრამ სხვაგან
თუ ძვირს იხდი, სულ არაა იმის გარანტია, რომ უფრო ახალ და უფრო ხარისხიან ხორცს გაჭმევენ.
თანაც, ისეთი მუშაობა აქვთ, იმდენი ხალხი დადის, რომ იმედს ვიტოვებ, არაფერი უძველდებათ.
და კიდევ, მთავარ
- გრანდიოზული ქაბაბის გასინჯვა შეგიძლიათ კვრის შვიდი დღე, ნებისმიერ დროს. დიახ,
დიახ, ნებისმიერ დროს. „ხინკლის სამეფო“ 24 საათი ღიაა და რომ იცოდეთ ხანდახან რა გემრიელია
ქაბაბი ან მწვადი ღამის სამ საათზე...
სამზარეულო « « «
მომსახურება « « «
კომფორტი « « «
ფასები ₾ ₾
მისამართი: თბილისი,
შეშელიძის 10, გლდანის ხიდთან
Comments
Post a Comment