ბავშვობაში, მეორე მსოფლიო ომამდელ ევროპულ შავ-თეთრ კინოებს რომ ვუყურებდი, ერთი რამის მშურდა ყოველთვის: ფრანგული ან იტალიური სოფლების ცენტრში გაშლილი. ყვავილებითა და ქოლგებით მორთული ღია კაფეების, სადაც დამღლელი დღის ბოლოს სოფლის მცხოვრებლები იკრიბებოდნენ, წრუპავდნენ ყავას და იქვე გამომცხვარ ჯერ კიდევ თბილ ნამცხვარს მიირთმევდნენ. აგერ ამდენი წელი გავიდა, 21-ე საუკუნე დაგვიდგა და სოფლის კაფეები ჩვენში დღემდე ეგზოტიკის სფეროში რჩება, რომ აღარაფერი ვთქვათ იქ ჩამომსხდარ და ყავის წრუპვაში გართულ გლეხებზე. სამაგიეროდ, ამჯერად ამერიკულ ფილმებში ნანახი კიდევ ერთი კარგი ტრადიცია ავითვისეთ მეტ-ნაკლებად: სულ უფრო და უფრო მეტი და საბედნიეროდ, ხარისხიანი საგზაო კაფეები ჩნდება ტრასაზე. სწორედ ასეთი კაფეების ნაირსახეობას მიეკუთვნება ამავე სახელწოდების სასტუმროსთან არსებული კაფე „ჩიკო“, ასპინძის შესასვლელში, რომელიც ტრადიციულ ქართულ რესტორანს დიდი და დახურული დარბაზით, ტერასას ულამაზესი ხედით, ლუდის ბარს და სახაჭაპურეს აერთიანებს. გარდა იმისა, რომ კარგი ხედია, სიგრილე სამცხე-ჯავახეთი...