სად გასინჯავთ ჩვენი კულინარიული აკადემიის წყალობით თბილისის კაფეებისა და რესტორნებისთვის ლამის სავალდებულოდ ქცეულ ერთ-ერთ საუკეთესო იტალიურ დესერტებს - ტირამისუს და პანაკოტას? გაგიკვირდებათ და, იაპონურ რესტორანში. რა უნდა ტირამისუს, თუნდაც საუკეთეოს, იაპონურ რესტორანში? არ ვიცი. ალბათ ჯერ ერთი ის, რომ რესტორნის შეფი სავარაუდოდ კულინარიული აკადემიის ნიჭიერი სტუდენტი იყო. მეორე - ტირამისუ და პანაკოტა თბილისში ერთობ მოთხოვნადი პროდუქტია. მესამე - ერთხელ აკეთებ და ფრიად დიდხანს ინახება. და მეხუთე, იაპონური დესერტები საკმაოდ სპეციფიკური, ჩვენი გემოვნებისთვის ძალლიან უჩვეულო და არც თუ ისე მარტივი მოსამზადებელია. მოკლედ, თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო პანაკოტა და მამისაგან სახელად მაჩას ტირამისუ, ხოლო სიყუარულით სახელი მისი - მაჩამისუ თუ გინდათ, აუცილებლად წადით „ფაბრიკაში“ და მოინახულეთ „შიო რამენი“, ჩაყავით კოვზი მასკარპონენარევ პანაკოტას უნაზეს მასაში და მოემზადეთ ნეტარების ზღვაში ჩასაძირად. აღარაფერს ვამბობ, რა სიამოვნებას მიიღებთ, მაჩასგან (დაფქული იაპონური მწვანე ჩაისგან) გ
საერთოდ, სარესტორნო კრიტიკა რესტორანში ერთი ვიზიტით და ერთი შეკვეთა-მომსახურებით იწერება. ითვლება, რომ სულ ცოტა პრეტენზიის მქონე საზკვების ობიექტშიც კი სტანდარტი ერთი უნდა იყოს - ყოველ დღე, ყოველთვის და ნებისმიერ შემთხვევაში. რაც ქართული სამომხმარებლო ბაზრის და მომსახურების პირობებში, ნამდვილად ფანტასტიკის სფეროა. ალბათ რა აღფრთოვანებული, მაღალფარდოვანი და აღტაცებული ვიქნებოდი „რესპუბლიკა გრილ ბარს“ მარტო ერთხელ რომ ვწვეოდი და აღარ მიმედგა ფეხი. აღარ გამესინჯა მანამდე აწ დახურულ „გასტრონომში“ უპირობოდ შეყვარებული ბურგერების: „ყასბის საყვარლის“, „ჰოთ-გოგის“ და „ხაშურელი ბიჭის“ გარდა არაფერი. მაგრამ, რა ვქნა, რომ მომეწონა, ძალიან მომეწონა... დღემდე ყველა მადლობას მიხდის, ვისაც კი „ყასბის საყვარელი“ ვასწავლე. დღემდე ვდაობთ სახლში „რესპუბლიკის“ ბურგერი ჯობია თუ „გრაუნდ-84“-ის... მოკლედ, „რესპუბლიკა გრილ ბარის“ ბურგერები კარგია, ძალიან კარგი. იმდენად კარგი, რომ მენიუს დანარჩენი ნაწილისგანაც მეტს ითხოვ, უფრო მაღალ სტანდარტებს უწესებ და კიდევ უფრო კარგი გინდა ყველაფერი. პრეტენზია გი