Skip to main content

Posts

Showing posts from 2017

ნალი და ნალიბენდი

კარგი და კარგად შესრულებული პოპულარული სიმღერები, ტრადიციული ირლანდიური პაბის კარგი იმიტაცია და შესაბამისი გარემო - აი, ასეთია “ ნალი ” ახვლედიანის და ქიაჩელის ქუჩების გასაყარზე. რითი განსხვავდება „ნალი“ თბილისის სხვა პაბებისგან? პირველ რიგში „ნალიბენდით“. რომელიც ყოველდღე არა, მაგრამ კვირაში რამდენიმე საღამო რეგულარულად უკრავს. „ნალიბენდი“ როცა არ არის, სხვა ჯგუფები ეცვლებიან ერთმანეთს. ასე, რომ ცოცხალი მუსიკა აქ ყოველ საღამოს გელით. კიდევ იმით, რომ უკვე ბევრზე ბევრი წელია სტაბილურად ერთნაირი კარგი ხარისხი უჭირავთ - თბილისური ტრადიციის მიხედვით, არ უმჯობესდებიან, მაგრამ უარესობაც არაა, რაც თავისთავად კარგი ფაქტია. ფასებიც დღევანდელი თბილისისთვის საკმაოდ კარგია - მისაღები. მომსახურებაც სწრაფი და ზომიერად ყურადღებიანია, პაბში რომ უნდა იყოს ზუსტად ისეთი. პუბლიკაც  პაბისტური - ლუდის და გემოვნებიანი მუსიკის მოყვარული კარგი ტიპები - მხიარული, ხმაურიანი და ალბათ ხვდებით, რომ აქ ყველა თუ არა, ყოველი მეორე მაინც ეწევა, ამიტომ ბუღიც ტრადიციულად პაბური დგას, მაგრამ მაღალი ჭერი შველის.

იტალიური „გარაჟი“ ვაკეში

პიცერია „გარაჟი“ ყოველთვის მომწონდა - იტალიურად გემრიელი იყო ყველაფერი. სხვა პიცერიების და მსგავსი „დაწესებულებების“ ფონზე, ერთადერთი არ მომწონდა ფასები. მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო და არ ვიცი, კარგი ამბავია და უნდა გვიხაროდეს თუ ცუდი, მაგრამ იგივე ხელფასების და იგივე შემოსავლის ფონზე, ამასობაში ჩვენი ინფლაციის და დოლარის კურსის გადამკიდე, თბილისის ყველა პიცერია თავისი ფასებით დაეწია კი არა, ბევრმა კარგად გადაუსწრო „გარაჟს“. მოკლედ, ახლა „გარაჟი“ საკმაოდ ხელმისაწვდომი გახდა.   რა დაგხვდებათ აქ? ტრადიციულ იტალიურ პიცერიულ, კუბობკრულ წითელ-თეთრ მაგიდის გადასაფარებლებზე, უბრალო სასადილოს სტილში მოწყობილ, სადა ინტერიერზე და კედლებზე ჩამოკიდებულ, ჩვენებურად მაკარონის და იტალიურად - პასტისგან შექმნილ, მხატვრულ კომპოზიციებზე არ შევჩერდები, იმიტომ რომ „გარაჟი“ დღე-დღეზე სხვა მისამართზე გადადის და იქ რა იქნება არ ვიცი. ამიტომ აქაურ გარემოზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. სამაგიეროდ მენიუ ექნებათ იგივე და იმედია, მომსახურებაც. იმიტომ, რომ მეპატრონეც იგივე, წარმოშობით სარდინიელი, იტალიელი რჩება.

ლიტერატურული კაფე

გამოგიტყდებით და მუდამ ახლის და „აქამდეჯერუნახავის“ ძებნაში გართულს, როგორც ყველა ჩვეულებრივ ადამიანს, სტაბილურობაც ძალიან მიყვარს. ამიტომ, წარმოიდგინეთ ჩემი სიხარული, აბაშიძეზე, უამრავ  კაფეებსა და მაღაზიებს შორის მიყუჟული 90-იანი წლების „ლიტკაფე“ რომ შევნიშნე. ოდესღაც მთელ თბილისს, უკაცრავად, მხოლოდ თბილისის ცენტრს მოდებული სუპერ პოპულარული და სუპერ მოდური და შემდეგ ბევრისგან კარგა ხნის და მყარად დავიწყებული კაფეების ქსელისგან სასწაულით გადარჩენილი რამდენიმე ფილიალი თურმე კიდევ არსებობს.  არსებობს კი არა, დინოზავრების ეპოქიდან უცვლელად შემორჩენილი მწერებივით, დღემდე ფუსფუსებს, ცხოვრობს და ერთგულ კლიენტებს უცვლელ ინტერიერში უცვლელ ასორტიმენტს და მომსახურებას თავაზობს -  თანაც, ძალიან კარგს. რა დაგხვდებათ აქ? მაშინდელივით გემრიელი სახლში გამომცხვარი ნამცხვრები. გახსოვთ? „ლიტკაფის“ ნამცხვრების რეცეპტების წიგნიც კი გამოიცა. სახელგანთქმული ირისი, შუ, ალუბლის ნამცხვარი, ტარტალეტკა. მაშინ უცხო და დღეისთვის უკვე ყოველდღიურობად ქცეული ჩიქზეიქი და ტირამისუ. უფაფუკეს და უფხვიერეს ფენოვან

„ალუბალი“ახვლედიანის ქუჩაზე

სადღაც  გიორგი ახვლედიანისა და ია ეკალაძის ქუჩებს შორის, უკანა ეზოში, უზარმაზარ გალავანს ამოფარებული, უმაჩვენებლოდ და უსახელოდ ერთი  პატარა, თანამედროვე ყაიდის მეგრული რესტორანი „ალუბალი“ იმალება:  მეზობელი სახლების კედლებშუა გამომწყვდეული,  ულამაზესი,  მწვანეში ჩაფლული ზაფხულის ბაღით, რომელიც სულ ახლახანს ზამთრისთვისაც შეფუთეს და გაათბეს, მეორე სართულისკენ მიმავალი #ფრთხილადფეხიარმოიტეხო საცალფეხო რკინის კიბითა და თანამედროვე ყაიდაზე, საჯარო სკოლის კედლებივით #ვითომრემონტიარდამიმთავრებია  სტილში დეკორატიული ცემენტით შელესილი კედლებითა და #გაშალაშინებავერმოვასწარი ხის ავეჯით გაწყობილი რამდენიმე პატრა ოთახით. მოკლედ, ძალიან უნდა მოინდომო, რომ მიაგნო. ჩემსავით სიჯიუტეს თუ გამოიჩენთ და გუგლის ნავიგატორს ჩართავთ, ან ვინმე უკვე ნამყოფს გაყვებით და მაინც მიადგებით მოყვავილე ქრიზანთემებით გადაპენტილ ბაღს, ნახავთ რომ: სწრაფი, ღიმილიანი და ზრდილობიანი მომსახურება, მაინცდამაინც გულთბილობით არ დაიკვეხნის - ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ მაგიდის გათავისუფლებას ჩქარობენ და ერთი სურვილი აქვთ,

კიდევ ერთი „ჯარგვალი“ - ამჯერად ხევში

საქართველოს ოდესღაც სამხედრ ო და ახლა მთავარ გზაზე კიდევ ერთი „ჯარგვალი“ გაჩნდა. რიკოთზე, იმერეთის მხარეს, თბილისიდან წასულებს აწ უკვე სახელგანთქმულ „მალხაზიმდე“ არმისულზე, სოფელ ხევში, უნდა გითხრათ, რომ მენიუთი არანაკლები და ბუნებით ბევრად ლამაზი ადგილი გელოდებათ.  მთის ხეობაში, მოჩუხჩუხე მდინარე რიკოთულას პირას , საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე გაშლილი „ჯარგვალი“ განგებამ და პატრონის მადლიანმა ხელმა ერთნაირად გულუხვად  დააჯილდოვა გადახურული თუ ღია ტერასებით, ზაფხულში ბევრი სიმწვანით და როგრც იმერეთში იტყვიან, კარგი ჩეროთი, უზარმაზარი ეზოთი, ფართო პარკინგით და  აქ,  ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სიკეთესთან ერთად, მენიუც საკმაოდ ვრცელი და იმერულად გემრიელი აქვთ. რას არ ნახავთ აქ, იმერულად გაპიწკინებულ ქათამს, ცივად მოხარშულ დედალს, ადგილზე, თონეში გამომცხვარ პურს, ისეთს თითებს თან რომ ჩაატან, ახალამოყვანილ კრაჭუნა ყველს, თუ რამე არსებობს ყველა ჯურისა და ჯიშის ფხალეულს ნიგვზით, სოკოს კეცზე, იმერულად შესუნელებულ ხორცის კუპატს, კახურზე არანაკლებად გემრიელ და ცვრიან მწვადს, დაღეჭვა რომ არ უნდა დ

ზაზანოვა

„ზაზანოვა“ - მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან შემორჩენილი კიდევ ერთი კარგი ადგილი თბილისში. ცოტა შერემონტებული, ცოტა განახლებული, ცოტა სახელშეცვლილი და სახეშეცვლილი, მაგრამ მაინც ძველებური - მაშინდელი ატმოსფეროთი, იმ დროიდან შემორჩენილი ერთგული კლიენტებით და გემოვნებიანი მუსიკით. აქ ახლაც ძველებურად ეწევიან - მერე რა რომ ცალ-ცალკეა გამოყოფილი მწეველების და არამწეველების სივრცე. ვინ მოვტყუვდებით ფიზიკას სკოლის დონეზე მაინც თუ ვიცნობთ? ქუჩის ყაიდაზე მოხატულ ინტერიერსაც მაშინდელი გემოვნებიანი პატრონის ხელი ეტყობა და მენიუსაც.  ჰო, მენიუ ცალკე თემაა: თბილისის ბარ-რესტორნების 90%-სგან განსხვავებით აქ მენიუზე ნაფიქრი აქვთ. ნაფიქრი კი არა, ბევრი და კარგად ნამუშევარიც. ფორმაც, ფაქტურაც, შესახედაობაც, დიზაინიც, შინაარსიც და შემადგენლობაც კარგადაა შერჩეული და შედგენილი. რას არ ნახავთ ოპერის საიუბილეო ალბომის ყაიდაზე დაბეჭდილ და დასურათებულ უზარმაზარ ფოლიანტში -  ისეთი სახელგანთქმული კერძების შექმნის ისტორიასა და ავტორების ბიოგრაფიებს როგორიცაა ბიფსტროგანოვი და სალათა ცეზარი, კერძის ავტ

პიცერია და სტეიკჰაუსი „პომიდორისიმო“

ოდესღაც - ცოტა თუ ბევრი წლის წინ „პომიდორისომოს“ საფირმო პიცა თბილისის ყველა პიცაზე მეტად მიყვარდა: დაბრაწული, კრაწუნა ცომი კარგი ყველით, უგემრიელესი პამიდვრის სოუსით, ზემოდან მთლიან ნაჭრებად გულუხვად დალაგებული სალიამით და პროშუტოთი... ერთი სიტყვით, საუკეთესო ცომი, საუკეთესო პროდუქტებით. დღეისათვის რა არის დარჩენილი „პომიდოისიმოს“ საფირმო პიცისგან? მარტო სახელი და ინგრედიენტების ჩამონათვალი მენიუში. ქვევიდან გაზეთილ ცომზე დასხმული სოუსი, გემრიელი ყველი და - ისე წვრილად დაჭრილი, რომ სახეხზე გახეხილი გეგონება, რაღაც გაურკვეველი სახეობისა თუ ჯიშის ლორი და სალიამი. არადა, როგორ მონდომებით დამიქნია თავი მიმტანმა, კი, პროშუტოთიო, როცა გადავამოწმე პიცის „შემადგენლობა“ შეკვეთის მიცემის მომენტში... არ ვიცი, შეიძლება მაინცდამაინც იმ დღეს გაუთავდათ პროშუტო და ნარჩენები მოაყარეს აქა-იქ, მაგრამ მაინცდამაინც საფირმო კერძზე რატომ აკეთებ ეკონომიას?  ნუ მიიღებ შეკვეთას. ხომ შეიძლება ჩემნაირი ინტრიგანი კლიენტი იყოს შემოსული, რომელსაც კარგად ახსოვს, რომ ადრე მთელ-მთელი ნაჭრები ელაგა? თუმცა, მგონია რო

„ლა ფონდიუს“ პიერადი - ქვაზე დაბრაწული ნეტარება

დაბალ ხმაზე ჩართული ფრანგული რადიო, უზარმაზარ თეთრ კედელზე პროეცირებული ფრანგული ფილმები, დიდი სივრცე, მყუდრო ატმოსფერო, უგემრიელესი და თბილისში უიაფესი აპარატის ყავა და ულამაზესი ახალგაზრდა ოჯახი - ფრანგი მზარეული ქმარი და ქართველი ცოლი ორი არაჩვეულებრივი შვილით. აი, რა დაგხვდებათ თბილისის ერთ-ერთ საკმაოდ საინტერესო და ცოტა განსხვავებულ რესტორანში. და, რა აქვთ „ლა ფონდიუში“ განსხვავებული? - მენიუ. ფრანგული, ხარისხიანი და გემრიელი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ფონდიუ - ცეცხლზე შემოდგმული პატარა ჩახანით მორთმეული, ღვინით და სანელებლებით შესუნელებული გამდნარი ყველი გახუხული პირის კუბიკებთან ერთად. გიყვართ ევროპული ყველი? მაშინ ეს კერძი თქვენთვისაა. ტკბილეულის მოყვარულებისთვის ცალკე აქვთ შოკოლადის ფონდიუ - სადაც გახუხული პურის ნაცვლად,  აბრეშუმივით რბილ და არომატულ შოკოლადის სოუსში ამოსავლებად ხილის და ზეფირის ნაჭრები მოაქვთ. ამას ბევრგან ნახავთ, ამიტომ მერწმუნეთ, ყველიან ჯობია, მით უმეტეს, რომ „ლა ფონდიუს“ შეფმზარეული ადრიენ პერშერონი პროდუქტის ხარისხზე ნამდვილად არ აკეთებს ეკონომი

ამირა - ლიბანური სამზარეულო თბილისში

რა დაგხვდებათ თბილისის ლამის ერთადერთ ლიბანურ რესტორანში? შესასვლელთან გაჩერებული მრავალათასიანი მანქანები, ჰიჯაბში გახვეული ერთ თარგზე გამოჭრილი ქალები ტანზე ასხმული ტონანახევარი ოქროთი და  მაგიდაზე დაუდევრად შემოგდებული „ჰერმესის“ ბირკინის ჩანთებით, განგების წყალობით ნავთობის საბადოზე შემთხვევით დაბადებული ან რაღაც ამდაგვარი და ამიტომ მძიმე შრომის გარეშე ნაშოვნი მეტისმეტი ფულისგან გატუტუცებული კაცები, რომლებსაც დავიწყებული აქვთ უცხო ქვეყანაში სტუმრად ყოფნის შეგრძნება და არაბულ ყაიდაზე თუ არ გამოიყურებით, ისე აიღებენ თქვენი მაგიდიდან ხელსახოცს, კბილის საჩიჩქნს, სამარილეს, არათუ მობოდიშებას, ზედ შემოხედვასაც არ კადრულობენ. საერთოდ ძაღლს მეტ ყურადღებას აქცევენ ხოლმე კბენის შიშით. სუფთა და კოხტა ინტერიერი, რომელიც ერთნაირი წარმატებით შეიძლება იყოს თბილისის ტიპური ბარი, ბერძნული რესტორანი, იტალიური პიცერია ან ნებისმიერი სხვა საზკვების ობიექტი. აქ, წაწვეტებულად ამოჭრილ თაღს და კედელზე გაკრულ ლიბანური კედარის გამოსახულებას თუ არ ჩავთვლით, ერთი შეხედვით, დასახელების და გვერდით მაგიდ

"ახალი მზიური" ძველ მზიურში

ცხელი ზაფხულის საღამოს ან სულაც გვიანი შემოდგომის მზიანი დღის მშვიდ გარემოში და ქალაქის ცენტრში შემთხვევით თუ განგების ძალით შემორჩენილ ბუნების ნაგლეჯში გასატარებლად შესანიშნავი ადგილია „ახალი მზიური“ - ახალგაზრდა პრესონალით, ლამაზი ვერანდით, ქოლგებით და პარასკევ ან შაბათ საღამოს ტრადიციული ღიაცისქვეშ კინოჩვენებებით და გემოვნებიანი მუსიკით. გარდა კარგი მხატვრული თუ დოკუმენტური ფილმების, კონცერტების და სუფთა ჰაერისა „ახალ მზიურში“ დაგხვდებათ: ასევე კარგი და კიდევ უკეთესი აპარატის ყავა, საოცრად გემრიელი და მაცივარში კარგად ჩაცივებული, ნიგვზის ნატეხებით სავსე და ზუსტად როგორც უნდა იყოს ისეთი დაზეპილი ბრაუნი, მიხაკ-დარიჩინიანი, უფაფუკესი სტაფილოს ნამცხვარი, ფორთოხლის პეჩენია, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ანუ ნორმალური პიცა, რამდენიმე სახეობის გემრიელი წვნიანი და სენდვიჩები... რომლებიც, სამწუხაროდ ხშირად "უთავდებათ". მაგრამ ზუსტად ის, რისთვისაც ღირს „ახალ მზიურში“ სიარული, სულ არის: ლამაზი გარემო, ჩიტების ჭიკჭიკი, არომატული ყავა, ზემოთ რომ გიყვებოდით ის ბრაუნი და რა თქმა უნდა, არ