Skip to main content

Posts

Showing posts from 2018

„შიო რამენი“ და იტალო-იაპონური მაჩამისუ

სად გასინჯავთ ჩვენი კულინარიული აკადემიის წყალობით თბილისის კაფეებისა და რესტორნებისთვის ლამის სავალდებულოდ ქცეულ ერთ-ერთ საუკეთესო იტალიურ დესერტებს - ტირამისუს და პანაკოტას? გაგიკვირდებათ და, იაპონურ რესტორანში. რა უნდა ტირამისუს, თუნდაც საუკეთეოს, იაპონურ რესტორანში? არ ვიცი. ალბათ ჯერ ერთი ის, რომ რესტორნის შეფი სავარაუდოდ კულინარიული აკადემიის ნიჭიერი სტუდენტი იყო. მეორე - ტირამისუ და პანაკოტა თბილისში ერთობ მოთხოვნადი პროდუქტია. მესამე -  ერთხელ აკეთებ და ფრიად დიდხანს ინახება. და მეხუთე,  იაპონური დესერტები  საკმაოდ სპეციფიკური, ჩვენი გემოვნებისთვის ძალლიან უჩვეულო და არც თუ ისე მარტივი მოსამზადებელია. მოკლედ, თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო პანაკოტა და მამისაგან სახელად მაჩას ტირამისუ, ხოლო სიყუარულით სახელი მისი  - მაჩამისუ თუ გინდათ, აუცილებლად წადით „ფაბრიკაში“ და მოინახულეთ „შიო რამენი“, ჩაყავით კოვზი მასკარპონენარევ პანაკოტას უნაზეს მასაში და მოემზადეთ ნეტარების ზღვაში ჩასაძირად. აღარაფერს ვამბობ, რა სიამოვნებას მიიღებთ, მაჩასგან (დაფქული იაპონური მწვანე ჩაისგან) გ

რესპუბლიკა გრილ ბარი

საერთოდ, სარესტორნო კრიტიკა რესტორანში ერთი ვიზიტით და ერთი შეკვეთა-მომსახურებით იწერება. ითვლება, რომ სულ ცოტა პრეტენზიის მქონე საზკვების ობიექტშიც კი სტანდარტი ერთი უნდა იყოს - ყოველ დღე, ყოველთვის და ნებისმიერ შემთხვევაში. რაც ქართული სამომხმარებლო ბაზრის და მომსახურების პირობებში, ნამდვილად ფანტასტიკის სფეროა. ალბათ რა აღფრთოვანებული, მაღალფარდოვანი და აღტაცებული ვიქნებოდი „რესპუბლიკა გრილ ბარს“ მარტო ერთხელ რომ ვწვეოდი და აღარ მიმედგა ფეხი. აღარ გამესინჯა მანამდე აწ დახურულ „გასტრონომში“ უპირობოდ შეყვარებული ბურგერების: „ყასბის საყვარლის“, „ჰოთ-გოგის“ და „ხაშურელი ბიჭის“ გარდა არაფერი. მაგრამ, რა ვქნა, რომ მომეწონა, ძალიან მომეწონა... დღემდე ყველა მადლობას მიხდის, ვისაც კი „ყასბის საყვარელი“ ვასწავლე. დღემდე ვდაობთ სახლში „რესპუბლიკის“ ბურგერი ჯობია თუ „გრაუნდ-84“-ის... მოკლედ, „რესპუბლიკა გრილ ბარის“ ბურგერები კარგია, ძალიან კარგი. იმდენად კარგი, რომ მენიუს დანარჩენი ნაწილისგანაც მეტს ითხოვ, უფრო მაღალ სტანდარტებს უწესებ და კიდევ უფრო კარგი გინდა ყველაფერი. პრეტენზია გი

”მონ კაფე“ აბაშიძეზე

ვაკეში, აბაშიძეზე ბევრი ახალი და ბევრიც ოდესღაც ძალიან პოპულარული და კარგად ნაცნობი კაფეა შემორჩენილი, სადაც ძველი კლიენტები დღემდე ერთგულად და რეგულარულად დადიან. მათ შორისაა „მონ კაფეც“, ნახევრადჩაბნელებული, მუქი მწვანე ინტერიერით, კედელზე ბრინჯაოსფერ ჩარჩოებში ჩასმული ტილოებით , ჩუქურთმებიან სარკეებით,   რელიეფური ჭერით, მძიმე, მასიური, ტყავის დივან-სავარძლებითა და აბაჟურიანი კანდელაბრებით, რომლებიც თანამედროვე თბილისური კაფეების ავეჯისგან განსხვავებით ნამდვილად არაა სახლიდან გამოტანილი ან ნაცნობ-მეგობრებში შეგროვებული. უფრო მეტიც, ფუფუნებასა და სიმდიდრეზე საბჭოთა პერიოდის წარმოდგენის საუკეთესო ტრადიციების სრული დაცვითაა შერჩეული და ნაყიდი. ახლა, გარდა კომფორტული, ლამაზი და მდიდრული ინტერიერისა, რა გამოარჩევს „მონ კაფეს“ აბაშიძის სხვა კაფე-ბარებისგან? პირველ რიგში, ერთი   საინტერესო მომენტი, რომელსაც აგერ უკვე წლებია ვაკვირდები: რა დროსაც არ უნდა მიხვიდეთ, საკმაოდ თვალწარმტაც კაფეში ან არავინაა, ან მაქსიმუმ 2-3 მაგიდაა დაკავებული. რაც განსაკუთრებულად თვალშისაცემია, ზუსტად მ

Cocktails&Dreams - კოქტეილები და ოცნებები „ფაბრიკაში“

Cocktails&Dreams- ი „ფაბრიკაში“ - კიდევ ერთი ადგილი, უცხოური გამოცემების თვალსაზრისით, საუკეთესო თბილისური ბარებიდან. რა დაგხვდებათ აქ? ყოფილი საფეიქრო ფაბრიკისთვის დამახასიათებელი ინდუსტრიული დიზაინი, დიზაინერული ავეჯი ხელოვნური დაძველების ეფექტით, კარგი ვენტილაცია, კარგი გათბობის და გაგრილების სისტემით, ცოცხალი ხეები უზარმაზარ ქოთნებში,   „კოკა-კოლას“ ვინტაჟური აპარატები, ძველი რადიოლები, საბჭოთა სასურსათო მაღაზიის სასწორები, საბჭოთა სასკოლო სკამებს მაქსიმალურად დამსგავსებული სკამები, ალუმინგადაკრული მაგიდები, აქა-იქ ამოწვერილი ლურსმნის თავებით (სახელოებს მოუფრთხილდით), საყრდენ ბოძებს შორის გაბმული ჰამაკები, სხვადასხვა ზომისა და ფორმის სავარძლები, საბჭოთა სასადილოს სტილში თეთრი კაფელი და კედელზე გამოკრული ვარდისფრად განათებული ნეონის აბრა: „კოქტეილები და ოცნებები“, ზუსტად ისეთი, ახალბედა ტომ კრუზს რომ ქონდა თავის ბარში, ფილმიდან „კოქტეილი“. როგორც ჩანს, „ფაბრიკის“ მეპატრონემ აისრულა თავისი ახალგაზრდობის ოცნება. აბა, ვინ არ იყო შეყვარებული შავ-ბნელ 90-იან წლებში ტომ კრუზზე და

სალობიე ბია - „Gault&Milliau” - 11 ქულა 20-დან

სახელგანთქმული ფრანგული კულინარიული გზამკვლევი „Gault&Milliau”-ს ქართულმა გამოცემამ „სალობიე ბიას“ 20 მაქსიმალურიდან 11 ქულით თბილისის 40 საუკეთესო რესტორანს შორის საპატიო 21-ე ადგილი მიანიჭა. 21-ე ადგილს არასერიოზულად ნუ შეხედავთ, იმის გათვალისწინებით, რომ „სალობიე ბიასთან“ ერთად ამ ადგილს იგივე ქულით კიდევ 5 რესტორანი იყოფს, 12 ქულა კი ერთდროულად 8 რესტორანს აქვს მინიჭებული. მოკლედ, გზამკვლევის მესვეურებმა ნაწყენი არავინ დატოვეს და თბილისის რესტორნების მიერ დამსახურებულ მაქსიმალურ 14,5-სა და 10 ქულას შორის, არც მეტი არც ნაკლები 32 რესტორანი მოხვდა. ასე, რომ 12 ქულა მართლაც ძალიან კარგი შედეგია. ახლა, მე რას ვფიქრობ „სალობიე ბიაზე“? რესტორნის სტანდარტებამდე აღზევებული და ნეტარების განზომილებაში გადაყვანილი ოჯახური კერძები თუ მოგწონთ, ძალიან კარგი. გასართობად და დროის სატარებლად კი სხვაგან უნდა წახვიდეთ. სოლოლაკის ნახევრადსარდაფისა და სარდაფის ორ პატარა ოთახში განთავსებული და კლიენტების ძალიან შეზღუდულ რაოდენობაზე გათვლილი ბისტრო არ ღალატობს ბოლო პერიოდის ელიტარულობაზე პრეტენ

Black Dog Bar - ბარი, სადაც ოთხფეხა მეგობართან ერთად გიშვებენ

ბოლო რამდენიმე წლის ვერცერთ უცხოურ გამოცემას ვერ ნახავთ, სადაც თბილისის საუკეთესო ბარების ჩამონათვალში Black Dog Bar -ი არ მოხვდა. აქებენ ბარის კრეატიულობას, კომფორტს, მომსახურებას და რაც მთავარია, სამზარეულოს. კარგი, კრეატიულობაზე არ ვდავობ - ჯერ ეს ერთი, როგორც „სათაურიდან“ ჩანს, ბარში ძაღლთან ერთად გიშვებენ. მეორე, საღამოობით (განსაკუთრებით უქმე დღეებში), ბარმენი საკმაოდ მარტივ მაგრამ მართლაც სახალისო თამაშებს და კონკურსებს სთავაზობს ბარის სტუმრებს. მაგალითად, ზარის წკრიალს გაიგონებთ თუ არა, სასმელი შეგიძლიათ მოითხოვოთ უფასოდ. მესამე, მაგიდის თამაშების მოყვარულთათვის აქვთ მაგიდის ფეხბურთი. შეიძლება კრეატივში ჩაითვალოს ნათურებზე აბაჟურის ნაცვლად შემოხვეული გაზეთის ფურცლებიც, რომლებიც საკმაოდ სასიამოვნო ყვითელი შუქით ანათებს იქაურობას. გარკვეული კრეატივია მენიუშიც -   ყველით დატენილ წიწაკას თუ შეუკვეთავთ, ოთხი ცალიდან ზოგი ცხარე შეგხვდებათ და ზოგიც ტკბილი - ასეა ჩაფიქრებული. მაგრამ, სამწუხაროდ, აქ მთავრდება მენიუს მთელი კრეატიულობა. არა, ცუდი არაა, არც ბურგერი და არც ბურიტო.

გრაუნდ 84 - კიდევ ერთი კარგი ადგილი თბილისში

არცთუ ისე დიდი ხნის წინ კიდევ ერთი კარგი ბისტრო გაიხსნა: კოხტა და სასიამოვნო გარემო, ზრდილობიანი, კარგად გაწვრთნილი, ახალგაზრდა პერსონალი, საინტერესო და გემრიელი მენიუ. როგორ გითხრათ? უფრო ზუსტად რომ ვთქვა, „ბროტმასიტერები“ იცით? ჰოდა, „ბროტმაისტერს“ კიდევ ერთი ტყუპისცალი გაუჩნდა - გარეგნულადაც, შინაარსითაც და სტილითაც, რაც სულაც არ არის ცუდი. „გრაუნდ 84-ში“ შეკვეთას მისცემთ თუ არა, ლიტრიანი ბოთლით ლიმონიან და პიტნიან დეტოქს-წყალს მოგართმევენ საჩუქრად. საჩუქრად მოაქვთ ადგილზე გამომცხვარი (ასე ამბობენ) სამი სახეობის თბილი პურიც: ხმელ ბაზილიკომოყრილი ფოკაჩა, გრისინი სეზამის მარცვლებით და ფრანგული ბაგეტი ნივრით და კამის თუ ცერეცოს თესლით. ეს უკანასკნელი, როგორც ჩანს, „გრაუნდ84-ის კონცეფციის ნაწილია - ანისის არომატი იგრძნობა პასტაზე მოსხმულ უგემრიელეს პამიდვრის სოუსშიც და ლიმონის ცედრამოხეხილ  კარტოფილ ფრიშიც. საინტერესო და ხარისხიანი, მაგრამ საშუალო სტატისტიკური თბილისელი მომხმარებლისთვის ცოტა არ იყოს დამაბნეველი და მოუხერხებელია მენიუ: ტყის სოკოს წვნიანი ვერმუტით და ტრიუფელის ზ

"ბერნარდი" აბაშიძეზე

როგორია აბაშიძის „ბერნარდი“? ტიპური ლუდის ბარი - ტიპური ნახევრად ჩაბნელებული ინტერიერით, ტიპური მასიური ხის ავეჯით, ტიპური „ქვის“ კედლებით, ტიპური მრავალჭირნანახი და დაკაწრული, სადა, თეთრი ჭურჭლით, ტიპური უაზროდ ჩართული ტელევიზორით კედელზე, ტიპური ხელსახოცის კონტეინერებით, ტიპური შეძლებისდაგვარად სწრაფი (გააჩნია რამდენი ხალხი ყავთ), ზომიერად ზრდილობიანი, მაგრამ უსახური და ემოციას და ზედმეტ ყურადღებას მოკლებული მომსახურებით, ქართული ლუდის ბარისთვის დამახასიათებელი ტიპური კერძებით და ტიპური საშუალო ფასებით. ერთი სიტყვით, „ბერნარდი“ კარგად „დანავაროტკებული“ და ევროპულ ყაიდაზე გათანამედროვებული სახინკლეა, რომელსაც მენიუ რატომღაც მამა-პაპური რესტორნის აქვს. ატმოსფერო როგორია? ტიპურად ლუდისბარული - სრულიად საკმარისი კომფორტი და სისუფთავე იმისათვის, რომ გემრიელად და ნოყიერად ჭამო და ბევრი ხალხი, ზუზუნი, გუგუნი და რია-რია, დიდხანს რომ ვერ გაჩერდე იმისთვის. აბა, მაინცდამაინც აქ რატომ უნდა მოხვიდე? იმიტომ რომ საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი და საყვარელი ორი კერძი - ხინკალი და ქაბაბი, აქ

ქართული სახლი: „Gault&Milliau” - 12 ქულა 20-დან

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენთან ფრანგული კულინარიული გზამკვლევი „გო და მიიო“ ( Gault&Millau) შემოვიდა და სუფთა ქართულად, ჯერ "ქათიბიც რომ არ ამოსვლია და ჩლიქებიც არ გამაგრებია“ , ფეხიც კი არ მოუკიდია საფუძვლიანად და გზამკვლევიც კი არ გამოუცია ისე (ქართული ფილიალი მაქვს მხედველობაში, თორემ ორიგინალმა კარგა ხანია მოიპოვა მსოფლიო აღიარება, და არაობიექტურობასთან დაკავშირებით რამდენიმე ქვეყანაში სკანდალში უკვე იყო გაეხვეული), პრეზენტაცია  მთელი ზარ-ზეიმით   გამართა და საქართველოს 40 საუკეთესო რესტორნის სიაც გამოაცხო. ჩამონათვალში ბევრი მართლაც ღირსეული სახელია, ბევრიც ღირსეულიც არ არის, მაგრამ რამდენიმე ისეთი მოხვდა ან რეიტინგში ისეთი ადგილი დაიკავა, რომ სხვისი არ ვიცი და ჩემში დიდი ინტერესი გამოიწვია ვინ და რა პრინციპით შეაფასა ისინი. არა, „გო და მიიოს“ კრიტერიუმები საქვეყნოდაა ცნობილი და მანდ არაფერია საიდუმლო, მაგრამ კრიტერიუმები რომაა ცნობილი, ზუსტად მაგიტომ მიკვირს მაგ სიაში ზოგიერთი რესტორნების მოხვედრა. ერთი სიტყვით, ბევრი რომ არ გავაგრძელო, გადავწყვიტე შემემოწმებინა რ

2017 წლის შეჯამება

ისე მოხდა, რომ ამ წელს თქვენთან ერთად არც მეტი არც ნაკლები 57 რესტორანი შემოვიარე და ალბათ ხვდებით, რომ თბილისური მომსახურების ინდუსტრიის ტრადიციის თანახმად, ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა - სტაბილურობამდე და ერთიან სტანდარტამდე, სამწუხაროდ,  ძალიან ბევრი გვიკლია.  დავიწყოთ კარგით: 1. „ბრედბარში“ ძველებურად გემრიელ სტაფილოს ნამცხვარს, ქათმის ღვეზელს და „ოპერას“ აცხობენ. 2. „ლიტერატურული კაფეში“ ისეთივე კარგია მენიუ, როგორც 10-15 წლის წინ. ალუბლის ნამცხვარს, დღესაც თითებს ჩაატანთ.  3. „თბილ სიოში“ ბევრი რამის, რაც არ უვარგოდათ, გაუმჯობესება სცადეს. არ ვიცი რა გამოვიდა, მაგრამ რომ შეწუხდნენ და ეცადნენ, ესეც ძალიან კარგია. 4. „ბეღელში“ ძუნძღლიანი მენიუ გამოცვალეს და ახალი აქვთ. ხინკალი კი ისევ ისეთივე გემრიელია. 5. „ახალ მზიურში“ არაჩვეულებრივი კინოჩვენებების ტრადიციას ზამთრის სუსხის მიუხედავად მაინც ჯიუტად აგრძელეს. "პოლში" მზრუნველად დაგდებული ამოტრიალებული ეკლერი. გეფიცებით, ასე მოიტანეს ახლა ისე რა ამბები: 1. „მადათოვის სახლმა“ ხარ