სად გასინჯავთ ჩვენი კულინარიული აკადემიის წყალობით თბილისის კაფეებისა და რესტორნებისთვის ლამის სავალდებულოდ ქცეულ ერთ-ერთ საუკეთესო იტალიურ დესერტებს - ტირამისუს და პანაკოტას? გაგიკვირდებათ და, იაპონურ რესტორანში. რა უნდა ტირამისუს, თუნდაც საუკეთეოს, იაპონურ რესტორანში? არ ვიცი. ალბათ ჯერ ერთი ის, რომ რესტორნის შეფი სავარაუდოდ კულინარიული აკადემიის ნიჭიერი სტუდენტი იყო. მეორე - ტირამისუ და პანაკოტა თბილისში ერთობ მოთხოვნადი პროდუქტია. მესამე - ერთხელ აკეთებ და ფრიად დიდხანს ინახება. და მეხუთე, იაპონური დესერტები საკმაოდ სპეციფიკური, ჩვენი გემოვნებისთვის ძალლიან უჩვეულო და არც თუ ისე მარტივი მოსამზადებელია. მოკლედ, თბილისში ერთ-ერთი საუკეთესო პანაკოტა და მამისაგან სახელად მაჩას ტირამისუ, ხოლო სიყუარულით სახელი მისი - მაჩამისუ თუ გინდათ, აუცილებლად წადით „ფაბრიკაში“ და მოინახულეთ „შიო რამენი“, ჩაყავით კოვზი მასკარპონენარევ პანაკოტას უნაზეს მასაში და მოემზადეთ ნეტარების ზღვაში ჩასაძირად. აღარაფერს ვამბობ, რა სიამოვნებას მიიღებთ, მაჩასგან (დაფქული იაპონურ...