2000-იანი წლების მოდური რემონტი, 2000-იანი წლების მოდური მენიუ, 2000-იანი წლების მოდური ატმოსფერო - აი, რა დაგხვდებათ „კანაპეში“. სტაბილურად კოხტა, სტაბილურად მოვლილი, სტაბილურად ხალხმრავალი, მაშინ როდესაც 2000-იანი წლების კიდევ უფრო მოდური და პოპულარული „ყავის სახლისა“ და „ლიტერატურული კაფის“ სახელი კი არა ძვლებიც აღარ არის დარჩენილი. საჭმელი... რა გითხრათ? კედელზე გამოკრულ დაფაზე ჩამოწერილი საკმაოდ ამბიციური დღის კერძებისა და სალათების მიუხედავად - პიცა, ძალიან ისე რა, 2000-იანი წლების კლასიკა პურის ცომზე, ჯერ კიდევ რომ სწავლობდნენ კეთებას. პასტა ცუდი არაა, მაგრამ სხვაგან უკეთესსაც ნახავთ. მუდმივ კლიენტებში ყველაზე პოპულარული კერძია კარტოფილი ფრი და კეტჩუპი. ერთი სიტყვით, ეს არაა ადგილი სადაც მშიერი მიხვალ. ან თუ მიხვალ, შეეცდები მსუბუქად გადაიარო. აქ საჭორაოდ და საღამოს (ან შუადღის) მშვიდ, სასიამოვნო ატმოსფეროში გასატარებლად, ან სულაც საკუთარ ლეპტოპთან გემრიელად ჩასაჯდომად დადიან, უაზრო ფონური მუსიკისა და კედელზე ასევე უაზროდ ჩამოკიდებული და ჩართული ტელევიზორის გ...