Skip to main content

Posts

Showing posts with the label ვეგეტარიანული საჭმელი

ვეგეტარიანული "ლეილა" და მარინა ცვეტაევას პეროგი

ტურიზმზე ორიენტირებულ ახალ თბილისში ნაწვიმარზე წამოჩიტული სოკოებივით მომრავლებული #სახლშიუსარგებლოდდახვავებულიძველიავეჯ-ჭურჭელიჭკვიანურადგავასაღე და #სამზარეულოშიერთიგაზიდაერთიტაფამაქვს კონცეფციის კაფე-რესტორნების ტრადიციას წარმატებულად აგრძელებს კონკასთან, მარონეტების თეატრის სიახლოვეს გახსნილი ვეგეტარიანული კაფე „ლეილა“. ზოგადად, მსგავსი ადგილების საწინააღმდეგო არაფერი მექნებოდა, მართლა ყოველი ბუჩქის ქვეშ რომ არ იყოს თითო-ორი. და კიდევ ერთი: ასეთი კონცეფცია, ძველს და ბინძურს კი არა, ახალს დაძველების ეფექტით ან ძალიან კარგად მოვლილ და განახლებულ ძველს გულისხმობს. მართლა აღარ მინდა გაქონილ ფარდაგებზე და ბალიშებზე ჯდომა და კიდეებატკეჩილი თეფშებიდან ჭამა. და აღარც სახლის, არაკომერციულ მაცივარში რაც ეტევა იმდენ ნახევარფაბრიკატზე და გაყინულ ქათმის ფილეზე ნახალტურები საჭმლის ჭამა. თანაც, საუკეთესოს ფასად, სახლიდან გადაყრილი უსარგებლო ავეჯის და ფარდებს ცვეთისთვის დამატებული უზარმაზარი პროცენტით. „ლეილა“ ასეთი არაა. რითია განსხვავებული? ირანულ სტილში მოჩუქურთმებული ზღაპრული ჭერი ...