ცოტაღა შემორჩა თბილისს გასული საუკუნის ბოლო ათწლეულში გახსნილი პოპულარული რესტორნები - „ქალაქური“, „ზაზანოვა“, „კანაპე“, „ბარაქა“... სწორედ ერთ-ერთი მათგანია „მაესტრო“ - არცთუ ისე პატარა, მაგრამ მყუდრო კაფე ოპერის გვერდით. საღამოობით ვიოლინოზე შესრულებული პოპულარული მელოდიებითა და თავისი ერთგული კლიენტებით. „მაესტროში“ მისვლა წელიწადში მინიმუმ ერთხელ მაინც მიწევს - მეგობრის დაბადების დღეზე. უკვე ბევრი წელია ასეთი ტრადიცია გვაქვს. რა დამხვდა ამჯერად? ალაგ-ალაგ შეიცვლილი ინტერიერი, რაც საკმაოდ იშვიათია თბილისის კაფეებში და აქა-იქ გადახალისებული მენიუ, ტრადიციული შეცდომებით - გამოტოვებული ასოები, არასწორად დაწერილი დასახელებები. რაც, როგორც ჩანს თბილისის რესტორნების ჯვარია, რომელიც უნდა ატარონ. სანთლით რომ ეძებო, სულ რომ სამი კერძი ეწეროს, მენიუს ხარვეზების გარეშე ვერ ნახავ. განახლებულია საფირმო კერძებიც - ასევე გასული საუკუნის 90-იანი წლების რესტორნების ამოსაცნობი უტყუარი ნიშანი. რატომღაც ითვლებოდა, რომ აუცილებლად უნდა ქონოდათ საფირმო ძირითადი კერძი ან სალათა ან ნამცხვა...