Skip to main content

Posts

Showing posts with the label ზესტაფონი

პიადა ზესტაფონში

დასავლეთისკენ მოგზაურ ქართველთა წმინდათწმინდა ტრადიციად იქცა ზესტაფონში ყავის სმა. რა ფასი აქვს ისე მგზავრობას, ერთმანეთის გვერდზე მძივებივით ჩაკიწიკიწებული კაფეების წინ თუ არ გააჩერე მანქანა და არ მიიღე აპარატის ყავის აუცილებელი დოზა. მეზობლის წარმატებული ბიზნესით წაქეზებული ახალგამოჩეკილი მცხობელების თუ ყავის მომდუღებლების შეჯიბრის წყალობით ზოგი აშენდა, ზოგი გაფართოვდა, ზოგიც დაიხურა, ზოგმა ხაჭაპური გააფუჭა, ზოგმა ისეთი ლორით და ყველით გაძეძგილი და ცხიმში ჩაჭიპჭიპებული „ავსტრალიურების“ რეცეპტი მოიგონა, რომ გზაში გაგაძღობს კი არა მთელი ორი დღე ვეღარ შეჭამ ვერაფერს. მაგრამ მშვიდად, სიგრილეში წახემსება, ნორმალური პარკინგი და შეძლებისდაგვარად სუფთა საპირფარეშო შესვლა თუ გინდათ, თამამად ჩაუარეთ სალავაცეების უწყვეტ რიგს და მანქანა  ზესტაფონიდან გასასვლელში  „პიადასთან“ გააჩერეთ . მერე რა, რომ 16 ლარის ხურდა პარკში ჩაყრილი 20-თეთრიანებით შეიძლება დაგიბრუნონ, ან კაპუჩინო დაგისხან ამერიკანას ჭიქაში, ხაჭაპური აქვთ უზარმაზარი და ჭყინტი, კრაჭუნა ყველით გაძეძგილი. ხანდახან ცოტა ნა...