Skip to main content

Posts

Showing posts with the label ახალდაბა

ბორჯომის ხეობის სახელგანთქმული „ნიავი“

ჩვენში მგზავრობა და მწვადი, მოგზაურობა და მწვადი, პიკნიკი და მწვადი, დასვენება და მწვადი, ქეიფი და მწვადი რომ სინონიმებია, ამაზე აღარავინ დავობს. ჰოდა, სად ვიპოვით ლამის საქართველოში საუკეთესო მწვადს ბორჯომის ხეობაში? სად და ბორჯომამდე არმისული, სოფელ ახალდაბის სუპერპოპულარულ და სუპერსახელგანთქმულ „ნიავში“. მოდი, სამართლიანობის ხათრით ვაღიარებ, რომ ლამის საქართველოში საუკეთესო მწვადი „ნიავში“ 2-3 წლის წინ იყო, ახალგახსნილზე. სანამ ქართული ბაზრის ტრადიციის თანახმად, პოპულარობის ზრდასთან ერთად ხარისხს გააფუჭებდნენ. ახლა კი აწსახელმოხვეჭილი და მუდამ ხალხით სავსე „ნიავი“ მხოლოდ ბორჯომის ხეობაში საუკეთესო მწვადის ტიტულისთვის თუ შეძლებს ბრძოლას. ერთი სიტყვით, სტრატეგიულად სწორ ადგილას გახსნილი „ნიავი“ მწვადის მოყვარულებს ზაფხულში მდინარეზე გადებული და ხეობის ნიავისგან კარგად განიავებადი ღია კუპეებით და ზამთარში საერთო დარბაზითა და დახურული, შეშის ღუმელით გაღუღუნებული კუპეებით იზიდავს. ახლა, რატომ არის „ნიავის“ მწვადი ასე სახელგანთქმული? იმიტომ რომ იდეალურადაა დაბრაწული და სწორედ ზ...