Skip to main content

Posts

Showing posts with the label Dinehall ჩიზქეიქი

„დაინჰოლი“ რუსთაველზე

რესტორნის, პატისერიის (საკონდიტრო), ღვინის სარდაფის, ბარისა და არტგალერეის რამდენიმე დარბაზი პირველ სართულზე და სარდაფში. მწეველთა და არამწეველთა განყოფილებები. ევროპული და ქართული სამზარეულო. მიწის ზევით თანამედროვე, კომფორტული ატმოსფერო, ქვევით კი სარდაფისთვის დამახასიათებელი აგურის კედლები და დაბალი თაღები, თუმცა სუფთა და მოვლილი. ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. ჯერჯერობით-თქო იმიტომ ვამბობ, რომ არ ვიცი, განათების, ინტერიერისა და ავეჯის ჭუჭყისატანას იდეალურად მისადაგებული ფერების ბრალია თუ შემოსასვლელში, ზედ იატაკთან შპალერზე ჭუჭყიანი ტილოს ხშირად გასმისაგან დარჩენილი ზოლისგან დატოვებული შთაბეჭდილება, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ დიდხანს არ გაგრძელდება ასე. შეიძლება ვცოდავ, ღმერთმა ქნას. მოგეხსენებათ, აქ უბრალოდ კი არ ჭამენ, ხელოვნებითაც ტკბებიან და ალბათ სწორედ ამ კონცეფციის ნაწილია ჭაღებზე ალაგ-ალაგ გადამწვარი ნათურები ან მინის პლაფონები ჩამოტეხილი კუთხეებით. სამზარეულო უფრო მეტი პრეტენზიით, ვიდრე გემოთი: ისე რა პიცა, ისე რა შნიცელი, ისე რა სალათები. მომსახურებაც ისე რა....