Skip to main content

Posts

Showing posts with the label ლუდი

MacLaren’s ირლანდიური პაბი, სადაც კლიენტები უყვართ

გიყვართ კარგი ლუდი? ხმაურიან, სასიამოვნო გარემოში გართობა და ხარისხიანი ცოცხალი მუსიკა? მოგბეზრდათ თბილისურად უნირო მომსახურება და გემრიელი, გულით მომზადებული კერძები მოგენატრათ? მაშინ რკინის რიგში MacLaren’s უნდა ესტუმროთ. შარდენული ბარების თვალშისაცემ და აჭრელებულ ვიტრინებს შორის, ჰარი პოტერისეული მრუდე ქუჩის „გახვრეტილი კარდალასავით“, საგულდაგულოდ მიმალულ მწვანე კარს თუ შეაღებთ, შიგნით ჭეშმარიტად ბრიტანული პაბის ატმოსფერო და ყბადაღებული და სრულიად თბილისს მოდებული კანჭის მენიუც კი სხვანაირად გემრიელი დაგხვდებათ. უჩვეულოდ ზრდილობიანი, თბილი და ყურადღებიანი მიმტანები, ღიმილიანი ბარმენი, რომლებიც, გაგიკვირდებათ, მაგრამ მართლაც ზრუნავენ თქვენზე. გემსახურებიან დაუზარებლად და ღიმილით, გულდაგულ გირჩევენ მაგიდას, ერთხელ მაინც თუ დარეკეთ დასაჯავშნად - ახსოვთ თქვენი სახელი, ოდნავი საშუალება მაინც თუ არის, გადაჭედილ დარბაზშიც კი ჩაგიდგამენ დამატებით მაგიდას, საკუთარი ინიციატივით დაგპატიჟებენ ყავაზე, ჩიპსებზე, ლუდზე და დენი თუ ჩაქრა, თავისი ნებით, ყოველგვარი დაძალების გარეშე, ქვედა ...