Skip to main content

Posts

Showing posts with the label Café le France

Café le France - ფრნაგული ბულანჟერეა თბილისში

არ მახსოვს „ლა ფრანსი“ ზუსტად რამდენი წლის წინ გაიხსნა, მაგრამ ძალიან მალევე ვეწვიე და ზაფხულის ცხელი და ხვატიანი დღის გასანელებლად ცივი ყავა ნაყინით შევუკვეთე. დარბაზში სულ ორი მაგიდა იყო დაკავებული და ერთიანობაში ალბათ 5-6 კაცი ვისხედით. ბარმენმა შეკვეთა ზუსტად 2 წუთში შეასრულა და მადისაღმვძრელი სასმელი ბარის დახლზე გამომწვევად შემოდგა. აბსოლუტურად თავისუფალი სამი მიმტანი, აბსოლუტურად საქმიანი სახით, მაგრამ აბსოლუტურად უსაქმოდ დიდხანს ჭორაობდნენ, მაგიდებს შორის აღმა-დაღმა დაყიალობდნენ და ზედ არ გვიყურებდნენ. ეტყობა ხელს არ გვიშლიდნენ სიტუაციით ტკბობაში. შეკვეთის შესრულებიდან 25 წუთის თავზე ერთ-ერთი მათგანი ქუჩაში უაზროდ ყურებისგან დაიღალა, ბართან მიიზლაზნა და უკვე კარგად შემთბარი ცივი ყავა რძედქცეული ნაყინით მომართვა. უკან გავატანე. მეგონა ჭკუას ისწავლიდნენ. მერე კიდევ რამდენჯერმე ვიყავი. ხან მე შევცდი, ხანაც სხვებმა დამპატიჟეს. ყოველ ჯერზე - მომსახურება ძველებურად ცუდი. გემრიელი ნამცხვრები ხშირად ძველი. კოქტეილები წყალ-წყალა. კედლის გასაფორმებელ წვრილ კანტებზე მტვრის სქელი ფე...