რითი განსხვავდება „კანტინა ბაი ბონიტემპი“ თბილისის ყველა დანარჩენი კაფეებისგან? აქ შეგიძლიათ გასინჯოთ პინსა. რა არის პინსა? მარტივად, რომ ავხსნათ, პინსა თანამედროვე პიცის ანტიკური წინაპარია. თანაც, სანამ პიცის წარმოშობაზე დავობენ, პირველი შუმერები აცხობდნენ თუ ძველი ეგვიპტელები, სრულიად დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თურმე პინსას თავად დიდი ვერგილიუ ს ი მოიხსენიებდა თავის „ენეიდაში“. მიუხედავად იმისა, რომ ოდესღაც წაკითხული მაქვს (თავის დროზე ანტიკური ლიტერატურის გამოცდა მაქვს ჩაბარებული), „ენეიდას“ გმირები მართლა მიირთმევენ თუ არა პინსას ნამდვილად არ მახსოვს, მაგრამ ასე ამბობენ და ვენდოთ, იმათ ვინც იცის. გარდა იმისა, რომ ვერგილიუსი წერდა პინსაზე, პიცასა და პინსას, ფორმის გარდა - პიცა მრგვალია და პინსა ელიფსური (რაღაც საშუალო მართკუთხედსა და ოვალს შორის), ცომის შემადგენლობა და ტექსტურაც განასხვავებს. „კანტინაში“ ვიკითხე, თქვენ როგორ აკეთებთ-თქო, მაგრამ მიმტანებმა ვერ მითხრეს: ფქვილი იტალიიდან ჩამოგვაქვს და იმიტომ აქვსო სხვა გემოო. მაგრამ, მე გეტყვით - განსხვავებულ ტექ...