პაწაწინა, კოხტა ბარი, საკმაოდ სასიამოვნო წაიაპონურო ინტერიერით და ქართული დაუდევრობით. აბა, ელემენტარული პრეტენზიის მქონე რომელ რესტორანში ნახავთ ჭურჭლის შესანახ კარადაზე დალაგებულ და ჩამოკიდებულ ტანსაცმელს? თანაც, გამოსაჩენად, თორემ ქართული რესტორნების სამზარეულოებში და სათავსოებში რა ხდება, ისედაც არაა ძნელი მისახვედრი. ამაზე ჯობია არ ვიფიქროთ, თორემ ცხოვრების ბოლომდე სახლში მოგვიწევს საკუთარი გაკეთებულის ჭამა. მოკლედ, გარდა სასიამოვნო ინტერიერის, პატარა სივრცისა და თეფშებზე ჩამოკონწიალებული ქურთუკების გარდა რა დაგხვდებათ „საკე სუში ბარში“? შესახედად სიმპათიური, მაგრამ დასაჯდომად ცოტა მოუხერხებელი სავარძლები, ძალიან ზრდილობიანი და ყურადღებიანი მენეჯერი, ენერგიული ქალბატონი, რომელიც წინ და უკან დაქრის ისედაც პატარა დარბაზში და ხან საბუღალტრო საკითხებს აგვარებს ბოლო ხმაზე, ხანაც სხვა პრობლემებს, აშკარად ნიჭიერი მზარეული, რომელიც ერთნაირად ოსტატურად ამზადებს როგორც იაპონურ, ასევე ჩინურ კერძებს, საჭმლის დიდი და გემრიელი პორციები და კარგი მომსახურება. რა მომეწონა და რა...