Skip to main content

Posts

Showing posts with the label ელარჯი

„მეგრული სახლი“ მშრალ ხიდთან

ოდესღაც ერთმა გამოცდილმა და ჭკვიანმა დიასახლისმა მირჩია: სამზარეულოს კომბაინს ნუ იყიდი, ჯობია დაფიქრდე რა გჭირდება ყველაზე მეტად და იგივე ფასად ის იყიდო ყველაზე კარგიო. ათას სხვადასხვა დანიშნულებას მორგებულ კომბაინს არასდროს ექნება კარგი მიქსერის, კარგი ჩოპერის ან თუნდაც ბლენდერის ყველა ფუნქცია. რესტორანიც ზუსტად ასეა: როცა ერთი მიმართულებით მუშაობს, უმეტესად ყველაფერი კარგია. ათას სამზარეულოზე მორგებულს კი აღარაფერი აქვს გამორჩეულად კარგი. აი, სწორედ ასეთია „მეგრული სახლიც“. არ მეგულება ადამიანი, რომელსაც „მეგრულ სახლში“ დაპატიჟებ და იქ მექსიკური კარტოფილის, ბერძნული სალათის, ისპანახი სუპის, პარმეზანიანი ქათმის ან 90-იანი წლებიდან შემორჩენილი მაიონეზში ჩაბუჟბუჟებული ხბოს ხორცის სალათის საჭმელად წამოვა. აღარ ვლაპარაკობ იტალიურ ყავაზე (ასე არეკლამებენ ყავას რესტორნის გვერდზე) და ბელგიურ ვაფლზე ნაყინით. „მეგრული სახლის“ ხსენებაზე თვალწინ გიდგება თბილი, სასიამოვნო, ოჯახური ატმოსფერო ბუხრის არომატითა და ხის ტაბლებით, სულგუნჩაჭიპჭიპებული ელარჯი კამეჩის მაწვნითა და არომატული გებჟალი...

ამრა – აფხაზური სამზარეულო თბილისში

კეთილმოწყობილი, მშვიდი, სასიამოვნო გარემო. სწრაფი და ზრდილობიანი მომსახურება. კომპანია „მაქს. არეალისგან“ ჯერ კიდევ 2016 წლის ივლისში მინიჭებული 2016 წლის „წლის საუკეთესო საოჯახო რესტორნის“ ტიტული. უგემრიელესი, კარგად შეკმაზული აფხაზური და მეგრული სამზარეულოს კერძები.  სწორად შედგენილი მენიუ კარგად გატკუცუნებული წიწილებითა და აფხაზური შაშხით. უკვე თითქმის მოვიწყებას მიცემული სოხუმური ნაყინი, ქვიშაზე მოდუღებული სოხუმური ყავა... და საერთო დარბაზის შესასვლელში  90–იანი წლების პირველი კერძო რესტორნებისთვის ჩვეული და  უკვე კარგახნის წარსულს ჩაბარებული   სცენა -    წესით სტუმრისთვის განკუთვნილ მაგიდასთან საბუღალტრო დავთრებითა და სტაციონარული ტელეფონით  გემრიელად მოკალათებული ადმინისტრატორი. ასევე, 90–იანი წლებიდან შემორჩენილი რესტორნის მეპატრონის ახლობლების მაგიდა. რომელიც ცალკე კი არ დგას, ან რამე განსაკუთრებული კი არ აწერია. უბრალოდ, დაჯდომას თუ დააპირებთ, სხვაგან გადაგიყვანენ და სხვამ თუ დაიკავა ვინმემ, მაშინვე შენიშნავთ ახალმოსულების ...