Skip to main content

Posts

Showing posts with the label პიცა

Cocktails&Dreams - კოქტეილები და ოცნებები „ფაბრიკაში“

Cocktails&Dreams- ი „ფაბრიკაში“ - კიდევ ერთი ადგილი, უცხოური გამოცემების თვალსაზრისით, საუკეთესო თბილისური ბარებიდან. რა დაგხვდებათ აქ? ყოფილი საფეიქრო ფაბრიკისთვის დამახასიათებელი ინდუსტრიული დიზაინი, დიზაინერული ავეჯი ხელოვნური დაძველების ეფექტით, კარგი ვენტილაცია, კარგი გათბობის და გაგრილების სისტემით, ცოცხალი ხეები უზარმაზარ ქოთნებში,   „კოკა-კოლას“ ვინტაჟური აპარატები, ძველი რადიოლები, საბჭოთა სასურსათო მაღაზიის სასწორები, საბჭოთა სასკოლო სკამებს მაქსიმალურად დამსგავსებული სკამები, ალუმინგადაკრული მაგიდები, აქა-იქ ამოწვერილი ლურსმნის თავებით (სახელოებს მოუფრთხილდით), საყრდენ ბოძებს შორის გაბმული ჰამაკები, სხვადასხვა ზომისა და ფორმის სავარძლები, საბჭოთა სასადილოს სტილში თეთრი კაფელი და კედელზე გამოკრული ვარდისფრად განათებული ნეონის აბრა: „კოქტეილები და ოცნებები“, ზუსტად ისეთი, ახალბედა ტომ კრუზს რომ ქონდა თავის ბარში, ფილმიდან „კოქტეილი“. როგორც ჩანს, „ფაბრიკის“ მეპატრონემ აისრულა თავისი ახალგაზრდობის ოცნება. აბა, ვინ არ იყო შეყვარებული შავ-ბნელ 90-იან წლებში ტომ კ...