Skip to main content

Posts

Showing posts with the label ჩიზქეიქი

კოფი-ბრეიქი და მხიარული ჟირაფები

თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს რა ვუთხარი, თორემ რა უნდა ჭავჭავაძეზე, მე-20 საუკუნის 50-იანი წლების ორ ულამაზეს სახლს შორის 2-სართულიან მინის კუბიკს, გვერდებზე გაკრული ჟირაფებიანი პანოთი, სადაც ხუთმეტრიანი ჟირაფები გამვლელ გამომვლელს აყოლებენ თვალს. კი არ ვხუმრობ, მართლა. ასეთი ეფექტია, საითაც წახვალ, ჟირაფებიც იქით ატრიალებენ თავებს. ჯერ ტურისტული სააგენტო მეგონა. აბა, რა უნდოდა ჟირაფებს ვაკეში? მერე შესასვლელთან დადგმული ქოლგები და მაგიდებიც შევნიშნე და მივხვდი, რომ ვცდებოდი. ბოლოს, გემოვნების საკითხში ძალიან სანდო და კომპეტენტურმა მეგობარმა მითხრა, რომ კაფეა, სადაც თურმე თბილისში საუკეთესო კაპუჩინო და ჩიზექიქიც ქონიათ. აბა, რა? აფრიკული პეიზაჟის ფონზე გამოჯგიმულ ჟირაფებს დაინახავ თუ არა, პირველი რაც გაგონდება ჩიზქეიქი და იტალიური ყავაა. მივედი, ჯერ ანცი ჟირაფების თავის აქეთ-იქით ქიცინით გავერთე, მერე მაგიდასთანაც დავჯექი... გითხარით ხომ უკვე, რომ გარეთ აქვთ ღია დასაჯდომი? მიდი, დაჯექი, მეორე დილამდე დარჩი. არც იფირქო, რომ ვინმემ გამოგაკითხოს, დაინტერესდეს რა გი...

ჰარდ-როკ კაფე თბილისში

პირველი „ჰარდ-როკ კაფე“ ლონდონში 1971 წელს გაიხსნა და ცნობილი როკ-შემსრულებლების ნაქონი ნივთების გამოფენებითა და მხიარული პერსონალით სახელგანთქმულ სასადილოს, მას მერე 60-ამდე ქვეყანაში 200-ზე მეტი ფილიალი აქვს. შარშან ჩვენც გვეღირსა ჩვენი წილი ბედნიერება და თბილისში პირველი „ჰარდ-როკ კაფე“ გაიხსნა. 260 სტუმარზე გათვლილი ართბილისური, კარგი და ხარისხიანი მომსახურება. 1300 კვადრატულ მეტრზე და ორ სართულზე გაშლილი სასიამოვნო გარემო. სტერილური სისუფთავე. ცოცხალი მუსიკა - ხშირად ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის შესრულებით. აბა, სხვაგან სად გიმღერებთ ქვეყნის პარლამენტარი? აწყობილ ქვეყნებში სიმღერისთვის სად ცალიათ ხალხის რჩეულებს, საქმე აქვთ საკეთებელი. ჟან-პოლ გოტიეს ოქროს ხელებით შექმნილი მადონას ბიუსტიე, მაიკლ ჯეკსონის  ბლუზა და სხვა რელიკვიები. ამერიკულად ბარაქიანი და გულუხვი, არაჯანსაღი, მაგრამ გემრიელზე გემრიელი ამერიკული კლასიკური სამზარეულო - ბურგერებით, სტეიკებით, სენდვიჩებით და ამერიკულ ყაიდაზე გადაკეთებული ქართული კერძებით. და, რასაკვირველია, როგორც „ჰარდ-როკ კაფეს“ ქართვე...

კაფე „ივერია“ ველოსიპედთან, ვარდების მოედანზე

მოდაში დაბრუნებული მე-20-ე საუკუნის 70-იანი წლების ევროპული გარემო, მოხერხებული სავარძლები, ნათელი, კომფორტული გარემო. იდელურია 2-3 მეგობართან შეხვედრისთვის ან სიმშვიდეში დროის გასაყვანად, განსაკუთრებით მაშინ, ერთად ჭამაზე მეტად საუბარს ან ჟურნალის კითხვას თუ ხართ მონატრებულია.  აქ არ დაგხვდებათ უადგილო, გულისგამაწვრილებელი მუსიკა, რომელიც ძალიან ხმადაბლაა ჩართული, იმისთვის რომ მელოდიით დატკბეთ, მაგრამ საკმაოდ ხმამაღალია იმისთვის რომ ყური წაიღოს და ლაპარაკში ხელი შეგიშალოთ. არ არის, კაცმა არ იცის რისთვის, უაზროდ ჩართული ტელევიზორი. არ ისმის ხალხის ზუზუნი და გუგუნი. მაგიდებიც ისე დგას, რომ თქვენთვის ყოფნაში არავინ გიშლით ხელს. არის არამწეველთა შიდა დარბაზი და ზაფხულში იდეალური, მცოცავი ვარდებით გადაპენტილი და ქუჩას კარგად მოფარებული ვერანდა  გარეთ. აქვთ სხვადასხვა ლამაზ სახელს ამოფარებული ბუტერბროდისნაირების (სენდვიჩები, ტოსტები, პანინოები, კროსტინები და ა.შ.) და სალათების მწირი, მაგრამ გემრიელი არჩევანი. ზუსტად ის, რა არსებულ გარემოს, სიმშვიდეში, ჟურნალების მაგიდასთა...

„ბრედბარი“ - საკონდიტრო ყიფშიძეზე

მოხალული ნიგვზით გაძეძგილი, ახალგამომცხვარი, ჯერ კიდევ თბილი ვაშლის კექსი, უგემრიელესი სტაფილოს ნამცხვარი, თბილისში საუკეთესო „ზებრა“, ძალიან გემრიელი ჟოლოს და ფორთოხლის ჩიზქეიქები, კლასიკური ჩიზქეიქი, კლასიკური, კენკრის და ალუბლიოს „ოპიუმი“, თბილისში საუკეთესო „ოპერა“ ნამდვილი შოკოლადის განაშით, ფენოვანი ცომის უნაზესი ხვეულები, ანანასის ბონდები,   თბილისში საუკეთესო ქათმის ღვეზელი, საკმაოდ კარგი აჩმა, კარგად შეკმაზული სალათების ფართო არჩევანი, ქათმის და საქონლის კატლეტბი  და თბილისში ერთ-ერთი უგემრიელესი თეთრი პური... უკვე მერამდენეჯერ გავიმეორე „თბილისში საუკეთესო“? დიახ, ამ ყველაფრის გასინჯვა ყიფშიძის დასასწყისში, პაწაწუნა და საკმაოდ კოხტა კაფე „ბრედბარში“ შეგიძლიათ. რა არ მოგეწონებათ? „ოპერა“ სულ უფრო და უფრო იშვიათად ჩნდება ასორტიმენტში. ქათმის ღვეზელი ერთი დღე ძალიან გემრიელია და მეორე დღეს უბრალოდ გემრიელი, როგორც ჩანს, მზარეული იცვლება, წინა დღის ნაყიდი კი ისეთი უგემური ხდება, რომ საერთოდ აღარ იჭმევა - შიგთავსი ფუჭდება. ნამდვილად ვერ ვხვდები რატომ. სამაგი...

Paul - ჩრდილოეთ საფრანგეთის პატარა ნაწილი თბილისში

ამ ბოლო დროს მართლაც კარგი და ხარისხიანი საცხობების გახსნის სასიხარულო ტენდენცია შეინიშნება ჩვენს ქალაქში. „ბელას“ ტორტებისა და „მადას“ იაფფასიანი და საკმაოდ დაბალი ხარისხის მასმარკეტის პროდუქციის ფონზე აშკარად გამოკვეთილ და შედეგად, უნამუსოდ ფასებამაღლებულ „ანტრეს“ უკვე ბევრი ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდა. მათ შორისაა ფრანგული „პოლიც“, რომელიც 1989 წლიდან არსებობს და მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში 500-ზ მეტი ფრანშიზა აქვს გახსნილი. ერთი სიტყვით, როგორც იქნა ჩვენც ჩავეწერეთ ევროპასთან მიახლოებული თუ დაახლოებული ქვეყნების სიაში და აბაშიძეზე, ყოფილი კინო „ყაზბეგის“ ადგილას, არც მეტი არც ნაკლები, ნამდვილი „პოლის“ ფიალიალი გაიხსნა. სუფთა, სასიამოვნო გარემო, სწრაფი მომსახურება, მწეველთა და არამწეველთა დარბაზები და უგემრიელესი ასორტიმენტი. ერთადერთი რამაც მადა შეიძლება დაგიკარგოთ, შესასვლეთან გაჩერებული სარკესავით პრიალა, მონიკელებული „მერსედესია“, რომელიც პარკინგის საათების ხანგრძივობით თუ ვიმსჯელებთ, აშკარად მეპატრონეს ეკუთვნის. არა რა, არ შეიძლება კარგ მანქანას ასეთი შეურაცხყოფა მია...