Skip to main content

Posts

Showing posts with the label Wendy's Georgia

Wendy’s ბარი

კარგად მახსოვს აჟიოტაჟი თბილისში პირველი „ვენდისის“ ქსელის სწრაფი კვების რესტორანი როცა გაიხსნა რუსთაველზე. კარგად მახსოვს პირველი ბეკონატორიც, კვადრატული კატლეტით, კნაწუნა, დაბრაწული ბეკონით, ხრაშუნა აისბერგის სალათის ფოთლებით და სოკოს და ყველის სოუსით გაძეძგილი პორტაბელა მელთიც, რომლებიც სამწუხაროდ ჩვენში უკვე კარგად დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, ყოველ გასინჯვაზე სულ უფრო და უფრო უგემური ხდება. აღარ დავიწყებ მოყოლას, როგორი არაჯანსაღია მსგავსი საკვები, აღარც იმაზე ვიდავებ „მაკდონალდსის“ ფრი ჯობია თუ „ვენდისის“. ამჯერად, არც იმაზე გავამახვილებ ყურადღებას, რომ „მაკდონალდს“ ყველაფერი შემოაქვს, „ვენდისი“ კი ადგილობრივ პროდუქტს იყენებს და სწორედ ამიტომ აქვს თავის კატეგორიაში ამდენი „ზაგატის“  ოქროს მედალი. არც ისაა ძალიან მნიშვნელოვანი, რომ სწორედ „ვენდისმა“ აიძულა „მაკდონალდს“ მენიუში სალათების შეტანა. მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი საჭმლის დიდი მოყვარული ვარ, მაინც არ მომწონს ამათი ბურგერები და რა ვქნა? არ მომწონს სრულიად უმარილო ხორცის კატლეტი, რომელიც სოუსის გარეშე პრაქტიკ...