Skip to main content

Posts

Showing posts with the label ჩაის სახლი

ჩაის სახლი ოპერასთან

ძველი თბილისის იტალიური ეზოს იდილია: სარეცხის თოკზე გაფენილი ჩითის კაბები. ნაცნობ-მეგობრებსა თუ ძველმანების ბაზარზე საგანგებოდ მოგროვებული და ახლა თავმომწონე დეკორაციებად ქცეული თითბირის ტაშტები, ფანჯრის დეკორატიული გისოსები, იმიტირებულ აივანზე გასამზეურებლად გამოფენილი ნაირფერი საბნები და ფარდაგები, ახლა უკვე ბარის მაგიდად  ქცეული ძველებური ლოგინის თავი, ცისფერ ცაზე  მოლივლივე მერცხლებით მოხატული ჭერი. ფერად-ფერად ფართლეულ გადაფარებული სხვადასხვა ზომისა და ფორმის მაგიდები. აღმოსავლური სარდაფი ქვედა სართულზე და ზამთარ-ზაფხულ ღია დასაჯდომი ტერიტორია მწეველებისთვის. პირდაპირ გეტყვით: სარდაფში ჩასვლა არ მიყვარს. აღმოსავლურ სტილში - ჭრელა-ჭრულა ხალიჩებით, დაბალ ტახტებზე დაყრილი სხვადასხვა ფერის, ფორმისა და ზომის ბალიშებით გაფორმებულ ინტერიერს ერთი ძალიან დიდი ნაკლი აქვს. უზადოდ მოვლილი თუ არ არის, მრავალ სტუმარ ნაჯდომ-ნაწოლ-მინაყუდები ბალიშები და ტახტის გადასაფარებლები ხალხმრავლობაში ძალიან უსიამოვნოდ გამოიყურება და ფაქტურიდან გამომდინარე, ერთგვარ სიბინძურის გა...