თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურს რა ვუთხარი, თორემ რა უნდა ჭავჭავაძეზე, მე-20 საუკუნის 50-იანი წლების ორ ულამაზეს სახლს შორის 2-სართულიან მინის კუბიკს, გვერდებზე გაკრული ჟირაფებიანი პანოთი, სადაც ხუთმეტრიანი ჟირაფები გამვლელ გამომვლელს აყოლებენ თვალს. კი არ ვხუმრობ, მართლა. ასეთი ეფექტია, საითაც წახვალ, ჟირაფებიც იქით ატრიალებენ თავებს. ჯერ ტურისტული სააგენტო მეგონა. აბა, რა უნდოდა ჟირაფებს ვაკეში? მერე შესასვლელთან დადგმული ქოლგები და მაგიდებიც შევნიშნე და მივხვდი, რომ ვცდებოდი. ბოლოს, გემოვნების საკითხში ძალიან სანდო და კომპეტენტურმა მეგობარმა მითხრა, რომ კაფეა, სადაც თურმე თბილისში საუკეთესო კაპუჩინო და ჩიზექიქიც ქონიათ. აბა, რა? აფრიკული პეიზაჟის ფონზე გამოჯგიმულ ჟირაფებს დაინახავ თუ არა, პირველი რაც გაგონდება ჩიზქეიქი და იტალიური ყავაა. მივედი, ჯერ ანცი ჟირაფების თავის აქეთ-იქით ქიცინით გავერთე, მერე მაგიდასთანაც დავჯექი... გითხარით ხომ უკვე, რომ გარეთ აქვთ ღია დასაჯდომი? მიდი, დაჯექი, მეორე დილამდე დარჩი. არც იფირქო, რომ ვინმემ გამოგაკითხოს, დაინტერესდეს რა გი...