როგორც მოგეხსენებათ, ჩვენთან ფრანგული კულინარიული გზამკვლევი „გო და მიიო“ ( Gault&Millau) შემოვიდა და სუფთა ქართულად, ჯერ "ქათიბიც რომ არ ამოსვლია და ჩლიქებიც არ გამაგრებია“ , ფეხიც კი არ მოუკიდია საფუძვლიანად და გზამკვლევიც კი არ გამოუცია ისე (ქართული ფილიალი მაქვს მხედველობაში, თორემ ორიგინალმა კარგა ხანია მოიპოვა მსოფლიო აღიარება, და არაობიექტურობასთან დაკავშირებით რამდენიმე ქვეყანაში სკანდალში უკვე იყო გაეხვეული), პრეზენტაცია მთელი ზარ-ზეიმით გამართა და საქართველოს 40 საუკეთესო რესტორნის სიაც გამოაცხო. ჩამონათვალში ბევრი მართლაც ღირსეული სახელია, ბევრიც ღირსეულიც არ არის, მაგრამ რამდენიმე ისეთი მოხვდა ან რეიტინგში ისეთი ადგილი დაიკავა, რომ სხვისი არ ვიცი და ჩემში დიდი ინტერესი გამოიწვია ვინ და რა პრინციპით შეაფასა ისინი. არა, „გო და მიიოს“ კრიტერიუმები საქვეყნოდაა ცნობილი და მანდ არაფერია საიდუმლო, მაგრამ კრიტერიუმები რომაა ცნობილი, ზუსტად მაგიტომ მიკვირს მაგ სიაში ზოგიერთი რესტორნების მოხვედრა. ერთი სიტყვით, ბევრი რომ არ გავაგრძელო, გადავწყვიტე შემემოწმები...