Skip to main content

დაუნთაუნი მოსაშვილზე

ბევრი, ბევრი წლის წინ ფალიაშვილზე რომ დაიხურა „ლატე“, კარგა ხანი ვგლოვობდი. არა, არც მართლა კარგ მომსახურებას მივტიროდი, არც მაშინდელი თბილისისთვის უჩვეულოდ კომფორტულ გარემოს და არც პერიოდულად საჩუქრად მორთმეულ გლინტვეინს. „ჟენეზე“ მწყდებოდა გული - ბლინების ტორტზე, თავზე მოსხმული ხაისხიანი შოკოლადის სარკალათი და ფორთოხლის ცედრადამატებული ნაღების კრემით, რომელსაც სხვაგან ვერსად, ვერსად შეჭამდით.
ხომ წარმოგიდგენიათ ჩემი აღტაცება, ბევრი წლის მერე „ჟენეს“ რომ გადავაწყდი მენიუში. ინტერიერიც მეცნო - კედლებზე გაკრული რეცეპტებითა და ყავისფერ ტონებში გაფორმებულ გარემოს აშკარად ეტყობოდა "ლატეს" დიზაინერის ხელი. შევუკვეთე, მივირთვი და ტკბილი მოგონებებისგან ცხოვრებაც უცებ გახდა ძველებურად მშვენიერი.
ალბათ მიხვდით, რომ ვაკის „დაუნთაუნის“ მუდმივი მომხმარებელი გავხდი. არა, ვიტყუები. მოვინდომე, ძალიან მოვინდომე, გულწრფელად მოვინდომე, მაგრამ ვერ გავხდი. თუ გაგიმართლათ და არავინ ყავთ, იცოცხლე, სამაგალითოა მომსახურებაც და გარემოც. მაგრამ შაბათ-კვირას ან საღამოს... ბაზრის ყაყანი, ხმაური, საშინელი მომსახურება, გაუთავებელი ლოდინი და შიმშილი.  რამდენიც გაგეხარდება აჭირე თითი მაგიდაზე მზრუნველად დადებულ გამოძახების ღილაკს, უყურე თვალებში მშიერი და მავედრებელი მზერით გვერდზე ჩაქროლებულ მიმტანებს - არავინ მოგაქცევთ ყურადღებას. ასე, ერთი საათის მერე თუ გაგიმართლა და მოგხედეს, კიდევ ერთი საათის მერე ერთდროულად მოაქვთ სუპიც და პასტაც. სანამ სუპს ჭამ - პასტა ცივდება.
თანამედროვე ყაიდაზე გაპრანჭული და პრეტენზიის მქონე საჭმელი ცუდი არაა, მაგრამ არც დაგამახსოვრდებათ და შეგიყვარდებათ. რა თქმა უნდა, სენდვიჩში ჩემსავით უმარილო ხორცი თუ არ შეგხვდათ - მტერმა ჭამა შეუსუნელები ქათმის მკერდი, კარდონის გემო აქვს. სამაგიეროდ, ფასები აქვთ მაღალი - ვაკის ელიტაზე გათვლილი. რაც თბილისში ძირითადად ამართლებს.
ყველაფერს მოვითმენდი, ყველაფერს ავიტანდი, სამუშაო საათებში და სამუშაო დღეებში ვივლიდი, როცა ცოტა ხალხია. სწორედ ასეთ დღეს და ასეთ საათზე, მორიგი სტუმრობისას „ჟენე“ რომ არ მოეტანათ ძველი. არა, არც ამჟავებული და არც დაობებული არ ყოფილა, უბრალოდ გვერდები ქონდა გამხმარი, ძალიან გამხმარი, კრემი დამშრალი და ოდესღაც უგემრიელესი შოკოლადი, გაუგემურებული. კაცმა არ იცის რამდენი დღის წინ იყო გაკეთებული და მორჭილი.
„დაუნთაუნის“ ხარბო და უყურადღებო მენეჯერო, მზარეულო თუ მიმტანო შენ მე თბილისში ნაჭამი საუკეთესო ნამცხვრის საუკეთესო მოგონება გამიფუჭე! იცი, როგორ? აი, ძალიან ახლობელ მკვდარს რომ არ უყურებენ და მისი სახე ცოცხალი რომ უნდათ ახსოვდეთ. 

სამზარეულო « « «
მომსახურება « «
კომფორტი « « «
ფასები ₾ ₾ ₾ ₾ ₾


მისამართი: თბილისი, მოსაშვილის 24

Comments

  1. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  2. წეროთ არგუმენტების გარეშე ძალიან მარტივია, მარტივია ასევე შეურაცხყოფა მიაყენოთ სხვას,მაგრამ ვერ ვიგებ ამ შემთხვევაში რატომ შეიძლება იყოს ხარბი თქვენი ეპითეტების ადრესატები,განსაკუთრებით მიმტანი? სად ჩანს სიხარბე? მაინტერესებს თუ გადაამოწმეთ დესერტის ვადა და შენახვის პირობები? ასევე საინტერესოა რა პასუხი მიიღეთ მენეჯერის მხრიდან(იმედია შეეცადეთ მიზეზის ადგილზე გარკვევას ცივილური ფორმით)
    კარგია როცა კვების ობიექტებს კრიტიკულად უდგებით,წერთ სტატიებს და აცნობთ ხალხს,მაგრამ აუცილებელია ობიექტურობა დაიცვათ რომ განზრახ თუ უნებლიეთ ყველა ერთ ქვაბში არ მოხარშოთ. თქვენს მიერ აღწერილი შემთხვევა ნაკლებად სარწმუნოა ჩემთვის იმდენად,რამდენადაც ხშირად "ჟენეს" გაუსინჯავად წამოვსულვარ ზემოთხსენებულ კვების ობიექტიდან აღნიშნულ დესერტზე დიდი მოთხოვნის და არ არსებობის გამო,ამდენად მეეჭვება ვადაგასული გეჭამოთ.
    P.S. ღმერთმა ყველა ახლობელი დიდხანს ცოცხალი გიმყოფოთ მათ სახეზე საცქერლად. ვიმედოვნებ დაუნთაუნშიც ხშირად "ხარბად"გაგექცევათ თვალი ჟენესკენ და ფორთოხლის ცედრათი და კრემით მსუყედ გაჯერებული,შოკოლადმოსხმული კრეპ-ნამცხვარი შეძლებს თქვენს ტკბობას.

    ReplyDelete
  3. პირველ რიგში, მოგესალმებით! მე ჩემს აზრს ვწერ და აბსოლუტურად თქვენი ნებაა არ დამეთანხმოთ ან არ დამიჯეროთ. მე ჩემი ობიექტურობა მაქვს, თქვენ თქვენი. რაც შეეხება მიმტანის, მენეჯერის ან მზარეულის სიხარბეს, სწორედ ერთ-ერთი მათანის ფულის სიყვარულის ან უყურადღებობის გამო აღმოჩნდა ჩემს თეფშსზე ძველი ნამცხვარი და ჩემი, როგორც კლინეტის საქმ არაა ვინ იყო დამნაშავე. თანაც ასეთ ადგილას სიამოვნების მისაღებად მივდივარ და არა მენეჯმენტთან საქმის გასარჩევად. თუ ვიტყუები, ნუ ღელავთ, მადლიერი კლიენტები ილაპარაკებენ იმდენ კარგს, დავრჩები მე ჩემთვის უმცირესობაში :)

    ReplyDelete
  4. დაუნთაუნის ხშირი სტუმარი ვარ და ვთვლი რომ უგემრიელესი დესერტები და კერძები აქვთ.კარგი მომსახურება და ყურადღებიანი პერსონალი(სიხარბე არასოდეს არ შემინიშნავს).თბილისში ყველაზე მაგარი რესტორანია და ყოველთვის როდესაც მშია პირველი დაუნთაუნი მახსენდება))))

    ReplyDelete

Post a Comment

Popular posts from this blog

„მეგრული სახლი“ მშრალ ხიდთან

ოდესღაც ერთმა გამოცდილმა და ჭკვიანმა დიასახლისმა მირჩია: სამზარეულოს კომბაინს ნუ იყიდი, ჯობია დაფიქრდე რა გჭირდება ყველაზე მეტად და იგივე ფასად ის იყიდო ყველაზე კარგიო. ათას სხვადასხვა დანიშნულებას მორგებულ კომბაინს არასდროს ექნება კარგი მიქსერის, კარგი ჩოპერის ან თუნდაც ბლენდერის ყველა ფუნქცია. რესტორანიც ზუსტად ასეა: როცა ერთი მიმართულებით მუშაობს, უმეტესად ყველაფერი კარგია. ათას სამზარეულოზე მორგებულს კი აღარაფერი აქვს გამორჩეულად კარგი. აი, სწორედ ასეთია „მეგრული სახლიც“. არ მეგულება ადამიანი, რომელსაც „მეგრულ სახლში“ დაპატიჟებ და იქ მექსიკური კარტოფილის, ბერძნული სალათის, ისპანახი სუპის, პარმეზანიანი ქათმის ან 90-იანი წლებიდან შემორჩენილი მაიონეზში ჩაბუჟბუჟებული ხბოს ხორცის სალათის საჭმელად წამოვა. აღარ ვლაპარაკობ იტალიურ ყავაზე (ასე არეკლამებენ ყავას რესტორნის გვერდზე) და ბელგიურ ვაფლზე ნაყინით. „მეგრული სახლის“ ხსენებაზე თვალწინ გიდგება თბილი, სასიამოვნო, ოჯახური ატმოსფერო ბუხრის არომატითა და ხის ტაბლებით, სულგუნჩაჭიპჭიპებული ელარჯი კამეჩის მაწვნითა და არომატული გებჟალი

ტერასა მტკვარზე

ამ ავადმოსახსენიებელ რუსებს ერთი გამოთქმა აქვთ კარგი: Дурная голова ногам покоя не дает - ო და ჩვენც ავტყდით და ზაფხულის ხვატში ყავის ქალაქგარეთ დალევა მოვინდომეთ. ხან ყველამ ვერ მოიცალა, ხან მანქანას არ ეცალა, ხან ადგილზე ვერ შევთანხმდით და ისე მოხდა, რომ ჩვენი დიდხანსნაგეგმი და მრავალჯერ გადადებული მოგზაურობის დღეს მსუბუქად ნაწვიმარი დაემთხვა. იხტიბარი არ გავიტეხეთ და ამინდიდან გამომდინარე, მცხეთას მივაშურეთ. ხინკალ-ქაბაბი არ გვინდოდა, მოგეხსენებათ წვიმისდამიუხედავად მაინც ზაფხული იყო და მაინც ცხელოდა, სამაგიეროდ გვინდოდა რამე ახალი, სადაც არ ვყოფილვართ, თან სიმწვანე და ბუნება, თან დესერტზე და ყავასთან მშვიდად საუბარი და...  ალბათ აქ უკვე ხვდებით ლამის „შეუსრულებელი მისია 4“-ს რომ შევეჭიდეთ. ასე იყო თუ ისე, გამახსენდა რომ ბოლო პერიოდში ჩემი რამდენიმე ფეისბუქელი „სელებრითი ფრენდი“ რამდენჯერმე დაჩექინდა მცხეთის (სინამდვილეში ზაჰესის) განახლებულ „ტერასაზე“, სადაც ულამაზეს ხედებს და ლაუნჯს გვპირდებოდნენ თანამედროვე ევროპული სამზარეულოთი, უგემრიელესი კოქტეილებით და საღამოს ელე

„ბეღელი“ თამარაშვილზე

არაფერი ისე არ უხდება ზამთრის ცივ, ყინვიან დღეს, როგორც ცხელი, ოხშივარადენილი ხინკალი... ჰოდა, სწორედ თებერვლის ერთ ნისლიან, სუსხიან და მელანქოლიურ შუალდღეზე ხინკლის ქაფქაფა წვენის ჩსახვრეპად აქვე, სახლთან ახლოს, მოგეხსენებათ სუსხი და მელანქოლია როცაა ირგვლივ გაბატონებული, ასეთ დროს შორს წასვლისა და ბევრი სიარულის განწყობა არ გაქვს, სარწმუნო წყაროსაგან ნაქებ ტრადიციულ, ქართულ რესტორან „ბეღელს“ მივაშურე. არის ასეთი დაუწერელი კანონი: კარგი პიცა უნდა ჭამო პიცერიაში, ნაყინი სანაყინეში, ხინკალი და ქაბაბი კი სახინკლეში და ა.შ. ყოველთვის მეცინება, როცა ვისმენ, რომ რომელიმე მაღალი კლასის რესტორანში არ ვარგოდა ხინკალი, ან ბორჯომის „მეტროპოლში“ არ იჭმეოდა ბეფსტროგანოვი. რა უნდა ხინკალს მამა-პაპურ ნადიმზე ან ბეფსტროგანოვს ბორჯომში? რა თქმა უნდა, არც ერთი არ იქნება კარგი. ყველაფერს აქვს თავისი ადგილი და ყავს თავისი მუშტარი. აი, სწორედ ამიტომ მივაშურე „ბეღელს“, სადაც ყველა ლოგიკით ნორმალური ხინკალი უნდა ყოფილიყო: ჯერ ერთი, შენობის ექსტერიერი იმაზე მეტყველებდა, რომ ქუჩის „ზაბეგალოვკაზე“ უკეთესი