დაბალ ხმაზე ჩართული ფრანგული რადიო, უზარმაზარ თეთრ კედელზე პროეცირებული ფრანგული ფილმები, დიდი სივრცე, მყუდრო ატმოსფერო, უგემრიელესი და თბილისში უიაფესი აპარატის ყავა და ულამაზესი ახალგაზრდა ოჯახი - ფრანგი მზარეული ქმარი და ქართველი ცოლი ორი არაჩვეულებრივი შვილით. აი, რა დაგხვდებათ თბილისის ერთ-ერთ საკმაოდ საინტერესო და ცოტა განსხვავებულ რესტორანში. და, რა აქვთ „ლა ფონდიუში“ განსხვავებული? - მენიუ. ფრანგული, ხარისხიანი და გემრიელი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ფონდიუ - ცეცხლზე შემოდგმული პატარა ჩახანით მორთმეული, ღვინით და სანელებლებით შესუნელებული გამდნარი ყველი გახუხული პირის კუბიკებთან ერთად. გიყვართ ევროპული ყველი? მაშინ ეს კერძი თქვენთვისაა. ტკბილეულის მოყვარულებისთვის ცალკე აქვთ შოკოლადის ფონდიუ - სადაც გახუხული პურის ნაცვლად, აბრეშუმივით რბილ და არომატულ შოკოლადის სოუსში ამოსავლებად ხილის და ზეფირის ნაჭრები მოაქვთ. ამას ბევრგან ნახავთ, ამიტომ მერწმუნეთ, ყველიან ჯობია, მით უმეტეს, რომ „ლა ფონდიუს“ შეფმზარეული ადრიენ პერშერონი პროდუქტის ხარისხზე ნამდვილად არ აკეთებს ეკო...