Skip to main content

Posts

ბროტმაისტერი რიგის (თაქთაქიშვილის) ქუჩაზე

შიგნით - ახალმოდუღებული, ხარისხიანი ყავისა და ახალგამომცხვარი ფუნთუშების საიამოვნო სურნელი. სალათების მენიუ. ადგილზე გამომცხვარი პურის ფართო ასორტიმენტი. შინაური ლიმონათი. თავაზიანი და მომღიმარი, ენერგიული, ახალგაზრდა მიმტანები. კომფორტული და მეგობრული გარემო. გარეთ - მოუხერხებელი პარკინგი, დაუსრულებელი მშენებლობა, ფეხებწასამტვრევი ტროტუარი... მოკლედ, ყველაფერი იმისთვის, რომ დიდი ქართველი პოეტის, დავით გურამიშვილის რჩევისამებრ „ჯერ მწარე ჭამო, კვლავ ტკბილი“ და ასე გაიორმაგო სიამოვნება. მიუხედავად ამისა, ნამდვილად ღირს ამ პატარა უხერხულობების გადალახვა იმისთვის, რომ მოხვდე მოდერნისტული (ჰაი-ტექსანათები, დახლები, მაგიდები), შები შიკისა (სავარძლები, კრაკელურიანი კარადა) და გრანჟეს (საჰაერო ბურთის ფორმის რკინის ჭაღი, ჰექსაგონის ფორმის მეტლახი) დიზაინერული მიმდინარეობების უცნაური ნაზავით შეკოწიწებულ, მაგრამ მაინც თავისებურად კოხტა კაფეტერიაში.  რა დაგხვდებათ გემრიელი საჭმელი - ახალდამზადებული სენდვიჩები და ბრუსკეტები ადგილზე გამომცხვარი პურით, არომატული სუპები, სალათების ...

„ბრედბარი“ - საკონდიტრო ყიფშიძეზე

მოხალული ნიგვზით გაძეძგილი, ახალგამომცხვარი, ჯერ კიდევ თბილი ვაშლის კექსი, უგემრიელესი სტაფილოს ნამცხვარი, თბილისში საუკეთესო „ზებრა“, ძალიან გემრიელი ჟოლოს და ფორთოხლის ჩიზქეიქები, კლასიკური ჩიზქეიქი, კლასიკური, კენკრის და ალუბლიოს „ოპიუმი“, თბილისში საუკეთესო „ოპერა“ ნამდვილი შოკოლადის განაშით, ფენოვანი ცომის უნაზესი ხვეულები, ანანასის ბონდები,   თბილისში საუკეთესო ქათმის ღვეზელი, საკმაოდ კარგი აჩმა, კარგად შეკმაზული სალათების ფართო არჩევანი, ქათმის და საქონლის კატლეტბი  და თბილისში ერთ-ერთი უგემრიელესი თეთრი პური... უკვე მერამდენეჯერ გავიმეორე „თბილისში საუკეთესო“? დიახ, ამ ყველაფრის გასინჯვა ყიფშიძის დასასწყისში, პაწაწუნა და საკმაოდ კოხტა კაფე „ბრედბარში“ შეგიძლიათ. რა არ მოგეწონებათ? „ოპერა“ სულ უფრო და უფრო იშვიათად ჩნდება ასორტიმენტში. ქათმის ღვეზელი ერთი დღე ძალიან გემრიელია და მეორე დღეს უბრალოდ გემრიელი, როგორც ჩანს, მზარეული იცვლება, წინა დღის ნაყიდი კი ისეთი უგემური ხდება, რომ საერთოდ აღარ იჭმევა - შიგთავსი ფუჭდება. ნამდვილად ვერ ვხვდები რატომ. სამაგი...

„ბეღელი“ თამარაშვილზე

არაფერი ისე არ უხდება ზამთრის ცივ, ყინვიან დღეს, როგორც ცხელი, ოხშივარადენილი ხინკალი... ჰოდა, სწორედ თებერვლის ერთ ნისლიან, სუსხიან და მელანქოლიურ შუალდღეზე ხინკლის ქაფქაფა წვენის ჩსახვრეპად აქვე, სახლთან ახლოს, მოგეხსენებათ სუსხი და მელანქოლია როცაა ირგვლივ გაბატონებული, ასეთ დროს შორს წასვლისა და ბევრი სიარულის განწყობა არ გაქვს, სარწმუნო წყაროსაგან ნაქებ ტრადიციულ, ქართულ რესტორან „ბეღელს“ მივაშურე. არის ასეთი დაუწერელი კანონი: კარგი პიცა უნდა ჭამო პიცერიაში, ნაყინი სანაყინეში, ხინკალი და ქაბაბი კი სახინკლეში და ა.შ. ყოველთვის მეცინება, როცა ვისმენ, რომ რომელიმე მაღალი კლასის რესტორანში არ ვარგოდა ხინკალი, ან ბორჯომის „მეტროპოლში“ არ იჭმეოდა ბეფსტროგანოვი. რა უნდა ხინკალს მამა-პაპურ ნადიმზე ან ბეფსტროგანოვს ბორჯომში? რა თქმა უნდა, არც ერთი არ იქნება კარგი. ყველაფერს აქვს თავისი ადგილი და ყავს თავისი მუშტარი. აი, სწორედ ამიტომ მივაშურე „ბეღელს“, სადაც ყველა ლოგიკით ნორმალური ხინკალი უნდა ყოფილიყო: ჯერ ერთი, შენობის ექსტერიერი იმაზე მეტყველებდა, რომ ქუჩის „ზაბეგალოვკაზე“ უკეთესი...

„ვეფხი და მოყმე“ - იქნება ვეფხვის დედაი ჩემზე მწარედა სტირისა

დაცდილი მაქვს, ოდესმე ვინმეზე რამე ცუდი დაუმსახურებლად თუ მითქვამს ან მიფიქრია, უკან დამბრუნებია... არ ვიყავი ნამყოფი, მაგრამ რამდენჯერაც ჩავუვლიდი, სანაპიროზე, „ვეფხის და მოყმის“ ობელლისკის მოპირდაპირე მხარეს, გაგარინის აღმართზე, უტროტუარო, მისასვლელად მოუხერხებელ, მანქანის გასაჩერებლად მიუდგომელ და გაგანია საცობებით გადატვირთულ ადგილას ამაყად აღმართულ, არც მეტი არც ნაკლები, ოთხსართულიან რესტორანს, რომელიც შენობის თანამედროვე, ევროპული არქიტექტრურისთვის და კლასიკური ტიპისთვის სრულიად შეუფერებელ და აშკარად ადგილმდებარეობას მისადაგებულ სახელწოდებას - „ვეფხ და მოყმეს“ ატარებდა, იმდენი ვფიქრობდი: ღმერთო, რამდენი ზედმეტი ფული, უაზრო ამბიციები და ცოტა ტვინი უნდა გქონდეს, ასეთ შეუფერებელ ადგილას, რომ მოგების და ხეირის ნახვის იმედით, ამხელა რესტორანი ააშენო-მეთქი. ჰოდა, როგორც უკვე გითხარით, ჩემი უსამართლო ფიქრებისთვის მალევე დავისაჯე და განგების ნებით, ძველით ახალი წლის ღამეს, წინასწარ შეკვეთილ სუფრაზე „ვეფხისა და მოყმის“ ე.წ ვეროპულ დარბაზში ამოვყავი თავი. რა დამხვდა? სუფთა, ე...

Paul - ჩრდილოეთ საფრანგეთის პატარა ნაწილი თბილისში

ამ ბოლო დროს მართლაც კარგი და ხარისხიანი საცხობების გახსნის სასიხარულო ტენდენცია შეინიშნება ჩვენს ქალაქში. „ბელას“ ტორტებისა და „მადას“ იაფფასიანი და საკმაოდ დაბალი ხარისხის მასმარკეტის პროდუქციის ფონზე აშკარად გამოკვეთილ და შედეგად, უნამუსოდ ფასებამაღლებულ „ანტრეს“ უკვე ბევრი ღირსეული კონკურენტი გამოუჩნდა. მათ შორისაა ფრანგული „პოლიც“, რომელიც 1989 წლიდან არსებობს და მსოფლიოს 30-მდე ქვეყანაში 500-ზ მეტი ფრანშიზა აქვს გახსნილი. ერთი სიტყვით, როგორც იქნა ჩვენც ჩავეწერეთ ევროპასთან მიახლოებული თუ დაახლოებული ქვეყნების სიაში და აბაშიძეზე, ყოფილი კინო „ყაზბეგის“ ადგილას, არც მეტი არც ნაკლები, ნამდვილი „პოლის“ ფიალიალი გაიხსნა. სუფთა, სასიამოვნო გარემო, სწრაფი მომსახურება, მწეველთა და არამწეველთა დარბაზები და უგემრიელესი ასორტიმენტი. ერთადერთი რამაც მადა შეიძლება დაგიკარგოთ, შესასვლეთან გაჩერებული სარკესავით პრიალა, მონიკელებული „მერსედესია“, რომელიც პარკინგის საათების ხანგრძივობით თუ ვიმსჯელებთ, აშკარად მეპატრონეს ეკუთვნის. არა რა, არ შეიძლება კარგ მანქანას ასეთი შეურაცხყოფა მია...

ჩაის სახლი ოპერასთან

ძველი თბილისის იტალიური ეზოს იდილია: სარეცხის თოკზე გაფენილი ჩითის კაბები. ნაცნობ-მეგობრებსა თუ ძველმანების ბაზარზე საგანგებოდ მოგროვებული და ახლა თავმომწონე დეკორაციებად ქცეული თითბირის ტაშტები, ფანჯრის დეკორატიული გისოსები, იმიტირებულ აივანზე გასამზეურებლად გამოფენილი ნაირფერი საბნები და ფარდაგები, ახლა უკვე ბარის მაგიდად  ქცეული ძველებური ლოგინის თავი, ცისფერ ცაზე  მოლივლივე მერცხლებით მოხატული ჭერი. ფერად-ფერად ფართლეულ გადაფარებული სხვადასხვა ზომისა და ფორმის მაგიდები. აღმოსავლური სარდაფი ქვედა სართულზე და ზამთარ-ზაფხულ ღია დასაჯდომი ტერიტორია მწეველებისთვის. პირდაპირ გეტყვით: სარდაფში ჩასვლა არ მიყვარს. აღმოსავლურ სტილში - ჭრელა-ჭრულა ხალიჩებით, დაბალ ტახტებზე დაყრილი სხვადასხვა ფერის, ფორმისა და ზომის ბალიშებით გაფორმებულ ინტერიერს ერთი ძალიან დიდი ნაკლი აქვს. უზადოდ მოვლილი თუ არ არის, მრავალ სტუმარ ნაჯდომ-ნაწოლ-მინაყუდები ბალიშები და ტახტის გადასაფარებლები ხალხმრავლობაში ძალიან უსიამოვნოდ გამოიყურება და ფაქტურიდან გამომდინარე, ერთგვარ სიბინძურის გა...

MacLaren’s ირლანდიური პაბი, სადაც კლიენტები უყვართ

გიყვართ კარგი ლუდი? ხმაურიან, სასიამოვნო გარემოში გართობა და ხარისხიანი ცოცხალი მუსიკა? მოგბეზრდათ თბილისურად უნირო მომსახურება და გემრიელი, გულით მომზადებული კერძები მოგენატრათ? მაშინ რკინის რიგში MacLaren’s უნდა ესტუმროთ. შარდენული ბარების თვალშისაცემ და აჭრელებულ ვიტრინებს შორის, ჰარი პოტერისეული მრუდე ქუჩის „გახვრეტილი კარდალასავით“, საგულდაგულოდ მიმალულ მწვანე კარს თუ შეაღებთ, შიგნით ჭეშმარიტად ბრიტანული პაბის ატმოსფერო და ყბადაღებული და სრულიად თბილისს მოდებული კანჭის მენიუც კი სხვანაირად გემრიელი დაგხვდებათ. უჩვეულოდ ზრდილობიანი, თბილი და ყურადღებიანი მიმტანები, ღიმილიანი ბარმენი, რომლებიც, გაგიკვირდებათ, მაგრამ მართლაც ზრუნავენ თქვენზე. გემსახურებიან დაუზარებლად და ღიმილით, გულდაგულ გირჩევენ მაგიდას, ერთხელ მაინც თუ დარეკეთ დასაჯავშნად - ახსოვთ თქვენი სახელი, ოდნავი საშუალება მაინც თუ არის, გადაჭედილ დარბაზშიც კი ჩაგიდგამენ დამატებით მაგიდას, საკუთარი ინიციატივით დაგპატიჟებენ ყავაზე, ჩიპსებზე, ლუდზე და დენი თუ ჩაქრა, თავისი ნებით, ყოველგვარი დაძალების გარეშე, ქვედა ...