Skip to main content

Posts

კიოტო - იაპონია რუსთაველზე

სუში, ნიგირი, მისოშირუ, იაკიტორი, უდონი, რამენი, ტატაკი, ტემპურა, შაბუ შაბუ, ბენტო, გიოძა... თბილისში ძალიან პოპულარულ იაპონურ რესტორან „კიოტოში“ მართლაც შეგიძლიათ გასინჯოთ იაპონური სამზარეულოს რამდენიმე კერძი, ზუსტად იმისთვის, რომ რაღაც წარმოდგენა შეგექმნათ. დიახ, წარმოდგენა შეგექმნათ, როგორია იაპონური სამზარეულო და მეტი არა. გარემო ერთი შეხედვით სასიამოვნო - სანამ დაჯდები და მიხვდები რომ მაგიდები ვიწრო ოთახში დადგმული სკოლის მერხებივითაა მიჭეჭყილი ერთმანეთზე. პრაქტიკულად მეზობლის მაგიდასთან ზიხარ. ხელს ვერ გაანძრევ გვერდით მაგიდასთან მჯდომ უცნობს რომ არ შეეხო. ასევე ქტიურად თუ არა, პასიურად მაინც მონაწილეობ მეზობელ მაგიდებთან მიმდინარე პროცესებშიც, რასაც იქ ლაპარაკობენ, გინდა თუ არ გინდა, მაინც გესმის.  სივიწროვიდან გამომდინარე, ყიდვისას „ჭკვიანურად“ შერჩეული მაგიდები გვერდულად დგას. მაგიდის გვერდულად დადგმა რას ნიშნავს? ახლავე აგიხსნით: „კიოტოში“ მაგიდებს, საოფისე მერხების მსგავსად, ორი გვერდი მთლიანი ფეხი აქვთ. ანუ მარტო ორი გვერდიდან შეიძლება შემოსხდომა. ჰოდა, აქ სკამ...

ლაუნჯ-ბარი „სიცილია“ ახალ ტიფლისში

რა არის ტიფლისურ „სიცილიაში“ სიცილიური? მხოლოდ სახელი. ლაუნჯ-ბარი რატომ ქვია? ალბათ ნათლიამაც არ იცის.   პაწაწინა, კოხტა კაფე, შიგნით სამი თუ ოთხი მაგიდით, მაგრამ გარეთ კარგად მოსაჯდომი სავარძლებით, სიცილიურობის და ლაუნჯობის რა მოგახსენოთ, მაგრამ ზოგადად საკმაოდ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. ერთი შეხედვით კიდევ უფრო სასიამოვნოდ გამოიყურება პერსონალი, რომელიც თავს არ ზოგავს თქვენს შიგნით შესატყუებლად. აქებენ და ადიდებენ მენიუს. რაც არ აქვთ, დაგპირდებიან, რომ ძალიან მალე ექნებათ. სიამაყით მოგიყვებიან, რომ თვითონ მზარეული თუ არა, მისი უახლოესი მეგობარი მაინც ცხოვრობდა იტალიაში წლების მანძილზე და ამიტომ ყველაფერი ეხერხება. ერთი ბეწო ოთახის ჩახუთულობაზე და სუნზე თუ დაიწუწუნებთ, საკმაოდ ხმაურიან გამწოვსაც ჩართავენ, თუმცა ლაპარაკში გაერთობით თუ არა, მალევე გამორთავენ. გვერდით ოთახში გახაზირებულ სამზარეულოს ქუჩის კედელი მთიანად მინის აქვს. ამიტომ მართლა ძალიან სახალისოა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, ვიტრინაში გამოფენილ, საქმეში გართულ და პიცის ცომთან მოფუსფუსე ლოყებღაჟღაჟა ახ...

„კანაპე“ აბაშიძეზე

2000-იანი წლების მოდური რემონტი, 2000-იანი წლების მოდური მენიუ, 2000-იანი წლების მოდური ატმოსფერო - აი, რა დაგხვდებათ „კანაპეში“. სტაბილურად კოხტა, სტაბილურად მოვლილი, სტაბილურად ხალხმრავალი, მაშინ როდესაც 2000-იანი წლების კიდევ უფრო მოდური და პოპულარული „ყავის სახლისა“ და „ლიტერატურული კაფის“ სახელი კი არა ძვლებიც აღარ არის დარჩენილი.  საჭმელი... რა გითხრათ? კედელზე გამოკრულ დაფაზე ჩამოწერილი საკმაოდ ამბიციური დღის კერძებისა და სალათების მიუხედავად -  პიცა, ძალიან ისე რა, 2000-იანი წლების კლასიკა პურის ცომზე, ჯერ კიდევ რომ სწავლობდნენ კეთებას. პასტა ცუდი არაა, მაგრამ სხვაგან უკეთესსაც ნახავთ. მუდმივ კლიენტებში ყველაზე პოპულარული კერძია კარტოფილი ფრი და კეტჩუპი. ერთი სიტყვით, ეს არაა ადგილი სადაც მშიერი მიხვალ. ან თუ მიხვალ, შეეცდები მსუბუქად გადაიარო. აქ საჭორაოდ და საღამოს (ან შუადღის) მშვიდ, სასიამოვნო ატმოსფეროში გასატარებლად, ან სულაც საკუთარ ლეპტოპთან გემრიელად ჩასაჯდომად დადიან, უაზრო ფონური მუსიკისა და კედელზე ასევე უაზროდ ჩამოკიდებული და ჩართული ტელევიზორის გ...

„მეგრული სახლი“ მშრალ ხიდთან

ოდესღაც ერთმა გამოცდილმა და ჭკვიანმა დიასახლისმა მირჩია: სამზარეულოს კომბაინს ნუ იყიდი, ჯობია დაფიქრდე რა გჭირდება ყველაზე მეტად და იგივე ფასად ის იყიდო ყველაზე კარგიო. ათას სხვადასხვა დანიშნულებას მორგებულ კომბაინს არასდროს ექნება კარგი მიქსერის, კარგი ჩოპერის ან თუნდაც ბლენდერის ყველა ფუნქცია. რესტორანიც ზუსტად ასეა: როცა ერთი მიმართულებით მუშაობს, უმეტესად ყველაფერი კარგია. ათას სამზარეულოზე მორგებულს კი აღარაფერი აქვს გამორჩეულად კარგი. აი, სწორედ ასეთია „მეგრული სახლიც“. არ მეგულება ადამიანი, რომელსაც „მეგრულ სახლში“ დაპატიჟებ და იქ მექსიკური კარტოფილის, ბერძნული სალათის, ისპანახი სუპის, პარმეზანიანი ქათმის ან 90-იანი წლებიდან შემორჩენილი მაიონეზში ჩაბუჟბუჟებული ხბოს ხორცის სალათის საჭმელად წამოვა. აღარ ვლაპარაკობ იტალიურ ყავაზე (ასე არეკლამებენ ყავას რესტორნის გვერდზე) და ბელგიურ ვაფლზე ნაყინით. „მეგრული სახლის“ ხსენებაზე თვალწინ გიდგება თბილი, სასიამოვნო, ოჯახური ატმოსფერო ბუხრის არომატითა და ხის ტაბლებით, სულგუნჩაჭიპჭიპებული ელარჯი კამეჩის მაწვნითა და არომატული გებჟალი...

სირაჯხანა - ღვინის სარდაფი

არის რესტორნები, სადაც ყველაფერი კარგადაა, მაგრამ მაინც შარზე ხარ და რაღაც არ მოგწონს.  არის ადგილები, სადაც შეხვალ თუ არა, ყველაფერი უკუღმა მიდის და მაინც ყველაფერი მოგწონს.  აი, სწორედ ასეთია „სირაჯხანა“. შევედით, ზედ არავინ გვიყურებდა, არადა ბევრნი იყვნენ.  ერთი მხრიდან მოვუარეთ - საკმაოდ დიდ დარბაზს ღვინის თაროები ყოფს ორ ნაწილად - არაფერი. მეორე მხრიდან შემოვუარეთ და ისევ არაფერი. შემოგვხედავენ და ურეაქციოდ გვერდზე გაიხედავენ. წინასწარ დაჯავშნული მაგიდა მოვიძიეთ თვალებით, არაა. მერე, გვერდზე ჩაქროლებულ მიმტანს ვტაცეთ მკლავში ხელი და ჩვენი ჯავშანი მოვიკითხეთ. არ ახსოვდათ, მაგრამ დაფაცურდნენ: ერთმა მეორეს კითხა, მეორემ მესამეს... თავისუფლად დარჩენილი ორი მაგიდიდან საუკეთესო შემოგვთავაზეს - შემოსასვლელ კართან. გაგვიღიმეს, მენიუ მოგვართვეს, თავზე ხელი გადაგვისვეს და დაგვიყვავეს. მიუხედევად იმისა, რომ ნაბუხრალში შეჭუჭყნულ მინიატურულ მაგიდასთან შედარებით, ჩვენი ბევრად უფრო პერსპექტიულად გამოიყურებოდა, მოგეხსენებათ შესასვლელში იდგა და  კარი რამდენი იღებოდა, იმ...

„დაინჰოლი“ რუსთაველზე

რესტორნის, პატისერიის (საკონდიტრო), ღვინის სარდაფის, ბარისა და არტგალერეის რამდენიმე დარბაზი პირველ სართულზე და სარდაფში. მწეველთა და არამწეველთა განყოფილებები. ევროპული და ქართული სამზარეულო. მიწის ზევით თანამედროვე, კომფორტული ატმოსფერო, ქვევით კი სარდაფისთვის დამახასიათებელი აგურის კედლები და დაბალი თაღები, თუმცა სუფთა და მოვლილი. ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში. ჯერჯერობით-თქო იმიტომ ვამბობ, რომ არ ვიცი, განათების, ინტერიერისა და ავეჯის ჭუჭყისატანას იდეალურად მისადაგებული ფერების ბრალია თუ შემოსასვლელში, ზედ იატაკთან შპალერზე ჭუჭყიანი ტილოს ხშირად გასმისაგან დარჩენილი ზოლისგან დატოვებული შთაბეჭდილება, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ დიდხანს არ გაგრძელდება ასე. შეიძლება ვცოდავ, ღმერთმა ქნას. მოგეხსენებათ, აქ უბრალოდ კი არ ჭამენ, ხელოვნებითაც ტკბებიან და ალბათ სწორედ ამ კონცეფციის ნაწილია ჭაღებზე ალაგ-ალაგ გადამწვარი ნათურები ან მინის პლაფონები ჩამოტეხილი კუთხეებით. სამზარეულო უფრო მეტი პრეტენზიით, ვიდრე გემოთი: ისე რა პიცა, ისე რა შნიცელი, ისე რა სალათები. მომსახურებაც ისე რა....

სახლი მადათოვზე

კიდევ ერთი კარგი და საინტერესო ადგილი თბილისში - ფეხის და კისრისმოსამტვრევი შესასვლელით - პირდაპირ კიბეზე შედიხარ. სარდაფში მწეველთა და მიწის ზედაპირზე არამწეველთა დარბაზებით. სასიამოვნო გარემო, მარტივად, მაგრამ ეფექტურად გადაწყვეტილი ინტერიერით. მოკლე და შინაარსიანი მენიუ აქაოდა ძველებური ყაიდის, ზოგი კარგად მოძიებული და გათანამედროვებული და ზოგიც კარგად ნაფიქრი და მოგონილი ახალი ქართული კერძებით. მომსახურება ნორმალური, გულთბილი მაგრამ ქართული ხუშტურებით. კერძის მოლოდინიში დროის გასაყვანად საგანგებოდ შექმნილი ერთჯერადი მაგიდის გადასაფარებლები "ქალაქობანას" და „კრისტიკ-ნოლიკის“ სათამაშო ცხრილებით, რომლებიც პასტასთან ერთად მოაქვთ და თაროებზე გამოფენილი საბჭოთა პერიოდის სათამაშოები. რაც მთავარია, ადგილი რომელიც ტურისტებზე და მათ შორის ადგილობრივ ტურისტებზე, ანუ ქართველებზეც სწორადაა გათვლილი. არ უნდათ, ბატონო, უცხოელებს კაცმა არ იცის საიდან მოტანილი პიცისა და თითიდან გამოწოვილი ბეფსტროგანოვის ჭამა, რომელსაც ბუსტრუგუნიდან დაწყებული და ბიფსტროგანოვით დამთავრებული რას ა...