Skip to main content

Posts

ნალი და ნალიბენდი

კარგი და კარგად შესრულებული პოპულარული სიმღერები, ტრადიციული ირლანდიური პაბის კარგი იმიტაცია და შესაბამისი გარემო - აი, ასეთია “ ნალი ” ახვლედიანის და ქიაჩელის ქუჩების გასაყარზე. რითი განსხვავდება „ნალი“ თბილისის სხვა პაბებისგან? პირველ რიგში „ნალიბენდით“. რომელიც ყოველდღე არა, მაგრამ კვირაში რამდენიმე საღამო რეგულარულად უკრავს. „ნალიბენდი“ როცა არ არის, სხვა ჯგუფები ეცვლებიან ერთმანეთს. ასე, რომ ცოცხალი მუსიკა აქ ყოველ საღამოს გელით. კიდევ იმით, რომ უკვე ბევრზე ბევრი წელია სტაბილურად ერთნაირი კარგი ხარისხი უჭირავთ - თბილისური ტრადიციის მიხედვით, არ უმჯობესდებიან, მაგრამ უარესობაც არაა, რაც თავისთავად კარგი ფაქტია. ფასებიც დღევანდელი თბილისისთვის საკმაოდ კარგია - მისაღები. მომსახურებაც სწრაფი და ზომიერად ყურადღებიანია, პაბში რომ უნდა იყოს ზუსტად ისეთი. პუბლიკაც  პაბისტური - ლუდის და გემოვნებიანი მუსიკის მოყვარული კარგი ტიპები - მხიარული, ხმაურიანი და ალბათ ხვდებით, რომ აქ ყველა თუ არა, ყოველი მეორე მაინც ეწევა, ამიტომ ბუღიც ტრადიციულად პაბური დგას, მაგრამ მაღალი ჭერი შველის. ...

იტალიური „გარაჟი“ ვაკეში

პიცერია „გარაჟი“ ყოველთვის მომწონდა - იტალიურად გემრიელი იყო ყველაფერი. სხვა პიცერიების და მსგავსი „დაწესებულებების“ ფონზე, ერთადერთი არ მომწონდა ფასები. მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო და არ ვიცი, კარგი ამბავია და უნდა გვიხაროდეს თუ ცუდი, მაგრამ იგივე ხელფასების და იგივე შემოსავლის ფონზე, ამასობაში ჩვენი ინფლაციის და დოლარის კურსის გადამკიდე, თბილისის ყველა პიცერია თავისი ფასებით დაეწია კი არა, ბევრმა კარგად გადაუსწრო „გარაჟს“. მოკლედ, ახლა „გარაჟი“ საკმაოდ ხელმისაწვდომი გახდა.   რა დაგხვდებათ აქ? ტრადიციულ იტალიურ პიცერიულ, კუბობკრულ წითელ-თეთრ მაგიდის გადასაფარებლებზე, უბრალო სასადილოს სტილში მოწყობილ, სადა ინტერიერზე და კედლებზე ჩამოკიდებულ, ჩვენებურად მაკარონის და იტალიურად - პასტისგან შექმნილ, მხატვრულ კომპოზიციებზე არ შევჩერდები, იმიტომ რომ „გარაჟი“ დღე-დღეზე სხვა მისამართზე გადადის და იქ რა იქნება არ ვიცი. ამიტომ აქაურ გარემოზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. სამაგიეროდ მენიუ ექნებათ იგივე და იმედია, მომსახურებაც. იმიტომ, რომ მეპატრონეც იგივე, წარმოშობით სარდინიელი, იტალიელი რჩებ...

ლიტერატურული კაფე

გამოგიტყდებით და მუდამ ახლის და „აქამდეჯერუნახავის“ ძებნაში გართულს, როგორც ყველა ჩვეულებრივ ადამიანს, სტაბილურობაც ძალიან მიყვარს. ამიტომ, წარმოიდგინეთ ჩემი სიხარული, აბაშიძეზე, უამრავ  კაფეებსა და მაღაზიებს შორის მიყუჟული 90-იანი წლების „ლიტკაფე“ რომ შევნიშნე. ოდესღაც მთელ თბილისს, უკაცრავად, მხოლოდ თბილისის ცენტრს მოდებული სუპერ პოპულარული და სუპერ მოდური და შემდეგ ბევრისგან კარგა ხნის და მყარად დავიწყებული კაფეების ქსელისგან სასწაულით გადარჩენილი რამდენიმე ფილიალი თურმე კიდევ არსებობს.  არსებობს კი არა, დინოზავრების ეპოქიდან უცვლელად შემორჩენილი მწერებივით, დღემდე ფუსფუსებს, ცხოვრობს და ერთგულ კლიენტებს უცვლელ ინტერიერში უცვლელ ასორტიმენტს და მომსახურებას თავაზობს -  თანაც, ძალიან კარგს. რა დაგხვდებათ აქ? მაშინდელივით გემრიელი სახლში გამომცხვარი ნამცხვრები. გახსოვთ? „ლიტკაფის“ ნამცხვრების რეცეპტების წიგნიც კი გამოიცა. სახელგანთქმული ირისი, შუ, ალუბლის ნამცხვარი, ტარტალეტკა. მაშინ უცხო და დღეისთვის უკვე ყოველდღიურობად ქცეული ჩიქზეიქი და ტირამისუ. უფაფუკეს და უფხ...

„ალუბალი“ახვლედიანის ქუჩაზე

სადღაც  გიორგი ახვლედიანისა და ია ეკალაძის ქუჩებს შორის, უკანა ეზოში, უზარმაზარ გალავანს ამოფარებული, უმაჩვენებლოდ და უსახელოდ ერთი  პატარა, თანამედროვე ყაიდის მეგრული რესტორანი „ალუბალი“ იმალება:  მეზობელი სახლების კედლებშუა გამომწყვდეული,  ულამაზესი,  მწვანეში ჩაფლული ზაფხულის ბაღით, რომელიც სულ ახლახანს ზამთრისთვისაც შეფუთეს და გაათბეს, მეორე სართულისკენ მიმავალი #ფრთხილადფეხიარმოიტეხო საცალფეხო რკინის კიბითა და თანამედროვე ყაიდაზე, საჯარო სკოლის კედლებივით #ვითომრემონტიარდამიმთავრებია  სტილში დეკორატიული ცემენტით შელესილი კედლებითა და #გაშალაშინებავერმოვასწარი ხის ავეჯით გაწყობილი რამდენიმე პატრა ოთახით. მოკლედ, ძალიან უნდა მოინდომო, რომ მიაგნო. ჩემსავით სიჯიუტეს თუ გამოიჩენთ და გუგლის ნავიგატორს ჩართავთ, ან ვინმე უკვე ნამყოფს გაყვებით და მაინც მიადგებით მოყვავილე ქრიზანთემებით გადაპენტილ ბაღს, ნახავთ რომ: სწრაფი, ღიმილიანი და ზრდილობიანი მომსახურება, მაინცდამაინც გულთბილობით არ დაიკვეხნის - ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ მაგიდის გათავისუფლებას ჩ...

კიდევ ერთი „ჯარგვალი“ - ამჯერად ხევში

საქართველოს ოდესღაც სამხედრ ო და ახლა მთავარ გზაზე კიდევ ერთი „ჯარგვალი“ გაჩნდა. რიკოთზე, იმერეთის მხარეს, თბილისიდან წასულებს აწ უკვე სახელგანთქმულ „მალხაზიმდე“ არმისულზე, სოფელ ხევში, უნდა გითხრათ, რომ მენიუთი არანაკლები და ბუნებით ბევრად ლამაზი ადგილი გელოდებათ.  მთის ხეობაში, მოჩუხჩუხე მდინარე რიკოთულას პირას , საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე გაშლილი „ჯარგვალი“ განგებამ და პატრონის მადლიანმა ხელმა ერთნაირად გულუხვად  დააჯილდოვა გადახურული თუ ღია ტერასებით, ზაფხულში ბევრი სიმწვანით და როგრც იმერეთში იტყვიან, კარგი ჩეროთი, უზარმაზარი ეზოთი, ფართო პარკინგით და  აქ,  ყველა ზემოთ ჩამოთვლილ სიკეთესთან ერთად, მენიუც საკმაოდ ვრცელი და იმერულად გემრიელი აქვთ. რას არ ნახავთ აქ, იმერულად გაპიწკინებულ ქათამს, ცივად მოხარშულ დედალს, ადგილზე, თონეში გამომცხვარ პურს, ისეთს თითებს თან რომ ჩაატან, ახალამოყვანილ კრაჭუნა ყველს, თუ რამე არსებობს ყველა ჯურისა და ჯიშის ფხალეულს ნიგვზით, სოკოს კეცზე, იმერულად შესუნელებულ ხორცის კუპატს, კახურზე არანაკლებად გემრიელ და ცვრიან მწვადს, და...

ზაზანოვა

„ზაზანოვა“ - მე-20 საუკუნის 90-იანი წლებიდან შემორჩენილი კიდევ ერთი კარგი ადგილი თბილისში. ცოტა შერემონტებული, ცოტა განახლებული, ცოტა სახელშეცვლილი და სახეშეცვლილი, მაგრამ მაინც ძველებური - მაშინდელი ატმოსფეროთი, იმ დროიდან შემორჩენილი ერთგული კლიენტებით და გემოვნებიანი მუსიკით. აქ ახლაც ძველებურად ეწევიან - მერე რა რომ ცალ-ცალკეა გამოყოფილი მწეველების და არამწეველების სივრცე. ვინ მოვტყუვდებით ფიზიკას სკოლის დონეზე მაინც თუ ვიცნობთ? ქუჩის ყაიდაზე მოხატულ ინტერიერსაც მაშინდელი გემოვნებიანი პატრონის ხელი ეტყობა და მენიუსაც.  ჰო, მენიუ ცალკე თემაა: თბილისის ბარ-რესტორნების 90%-სგან განსხვავებით აქ მენიუზე ნაფიქრი აქვთ. ნაფიქრი კი არა, ბევრი და კარგად ნამუშევარიც. ფორმაც, ფაქტურაც, შესახედაობაც, დიზაინიც, შინაარსიც და შემადგენლობაც კარგადაა შერჩეული და შედგენილი. რას არ ნახავთ ოპერის საიუბილეო ალბომის ყაიდაზე დაბეჭდილ და დასურათებულ უზარმაზარ ფოლიანტში -  ისეთი სახელგანთქმული კერძების შექმნის ისტორიასა და ავტორების ბიოგრაფიებს როგორიცაა ბიფსტროგანოვი და სალათა ცეზარი, კ...

პიცერია და სტეიკჰაუსი „პომიდორისიმო“

ოდესღაც - ცოტა თუ ბევრი წლის წინ „პომიდორისომოს“ საფირმო პიცა თბილისის ყველა პიცაზე მეტად მიყვარდა: დაბრაწული, კრაწუნა ცომი კარგი ყველით, უგემრიელესი პამიდვრის სოუსით, ზემოდან მთლიან ნაჭრებად გულუხვად დალაგებული სალიამით და პროშუტოთი... ერთი სიტყვით, საუკეთესო ცომი, საუკეთესო პროდუქტებით. დღეისათვის რა არის დარჩენილი „პომიდოისიმოს“ საფირმო პიცისგან? მარტო სახელი და ინგრედიენტების ჩამონათვალი მენიუში. ქვევიდან გაზეთილ ცომზე დასხმული სოუსი, გემრიელი ყველი და - ისე წვრილად დაჭრილი, რომ სახეხზე გახეხილი გეგონება, რაღაც გაურკვეველი სახეობისა თუ ჯიშის ლორი და სალიამი. არადა, როგორ მონდომებით დამიქნია თავი მიმტანმა, კი, პროშუტოთიო, როცა გადავამოწმე პიცის „შემადგენლობა“ შეკვეთის მიცემის მომენტში... არ ვიცი, შეიძლება მაინცდამაინც იმ დღეს გაუთავდათ პროშუტო და ნარჩენები მოაყარეს აქა-იქ, მაგრამ მაინცდამაინც საფირმო კერძზე რატომ აკეთებ ეკონომიას?  ნუ მიიღებ შეკვეთას. ხომ შეიძლება ჩემნაირი ინტრიგანი კლიენტი იყოს შემოსული, რომელსაც კარგად ახსოვს, რომ ადრე მთელ-მთელი ნაჭრები ელაგა? თუმცა, მგონი...