Skip to main content

Posts

Black Dog Bar - ბარი, სადაც ოთხფეხა მეგობართან ერთად გიშვებენ

ბოლო რამდენიმე წლის ვერცერთ უცხოურ გამოცემას ვერ ნახავთ, სადაც თბილისის საუკეთესო ბარების ჩამონათვალში Black Dog Bar -ი არ მოხვდა. აქებენ ბარის კრეატიულობას, კომფორტს, მომსახურებას და რაც მთავარია, სამზარეულოს. კარგი, კრეატიულობაზე არ ვდავობ - ჯერ ეს ერთი, როგორც „სათაურიდან“ ჩანს, ბარში ძაღლთან ერთად გიშვებენ. მეორე, საღამოობით (განსაკუთრებით უქმე დღეებში), ბარმენი საკმაოდ მარტივ მაგრამ მართლაც სახალისო თამაშებს და კონკურსებს სთავაზობს ბარის სტუმრებს. მაგალითად, ზარის წკრიალს გაიგონებთ თუ არა, სასმელი შეგიძლიათ მოითხოვოთ უფასოდ. მესამე, მაგიდის თამაშების მოყვარულთათვის აქვთ მაგიდის ფეხბურთი. შეიძლება კრეატივში ჩაითვალოს ნათურებზე აბაჟურის ნაცვლად შემოხვეული გაზეთის ფურცლებიც, რომლებიც საკმაოდ სასიამოვნო ყვითელი შუქით ანათებს იქაურობას. გარკვეული კრეატივია მენიუშიც -   ყველით დატენილ წიწაკას თუ შეუკვეთავთ, ოთხი ცალიდან ზოგი ცხარე შეგხვდებათ და ზოგიც ტკბილი - ასეა ჩაფიქრებული. მაგრამ, სამწუხაროდ, აქ მთავრდება მენიუს მთელი კრეატიულობა. არა, ცუდი არაა, არც ბურგერი და არც ბურ...

გრაუნდ 84 - კიდევ ერთი კარგი ადგილი თბილისში

არცთუ ისე დიდი ხნის წინ კიდევ ერთი კარგი ბისტრო გაიხსნა: კოხტა და სასიამოვნო გარემო, ზრდილობიანი, კარგად გაწვრთნილი, ახალგაზრდა პერსონალი, საინტერესო და გემრიელი მენიუ. როგორ გითხრათ? უფრო ზუსტად რომ ვთქვა, „ბროტმასიტერები“ იცით? ჰოდა, „ბროტმაისტერს“ კიდევ ერთი ტყუპისცალი გაუჩნდა - გარეგნულადაც, შინაარსითაც და სტილითაც, რაც სულაც არ არის ცუდი. „გრაუნდ 84-ში“ შეკვეთას მისცემთ თუ არა, ლიტრიანი ბოთლით ლიმონიან და პიტნიან დეტოქს-წყალს მოგართმევენ საჩუქრად. საჩუქრად მოაქვთ ადგილზე გამომცხვარი (ასე ამბობენ) სამი სახეობის თბილი პურიც: ხმელ ბაზილიკომოყრილი ფოკაჩა, გრისინი სეზამის მარცვლებით და ფრანგული ბაგეტი ნივრით და კამის თუ ცერეცოს თესლით. ეს უკანასკნელი, როგორც ჩანს, „გრაუნდ84-ის კონცეფციის ნაწილია - ანისის არომატი იგრძნობა პასტაზე მოსხმულ უგემრიელეს პამიდვრის სოუსშიც და ლიმონის ცედრამოხეხილ  კარტოფილ ფრიშიც. საინტერესო და ხარისხიანი, მაგრამ საშუალო სტატისტიკური თბილისელი მომხმარებლისთვის ცოტა არ იყოს დამაბნეველი და მოუხერხებელია მენიუ: ტყის სოკოს წვნიანი ვერმუტით და ტრიუფელ...

"ბერნარდი" აბაშიძეზე

როგორია აბაშიძის „ბერნარდი“? ტიპური ლუდის ბარი - ტიპური ნახევრად ჩაბნელებული ინტერიერით, ტიპური მასიური ხის ავეჯით, ტიპური „ქვის“ კედლებით, ტიპური მრავალჭირნანახი და დაკაწრული, სადა, თეთრი ჭურჭლით, ტიპური უაზროდ ჩართული ტელევიზორით კედელზე, ტიპური ხელსახოცის კონტეინერებით, ტიპური შეძლებისდაგვარად სწრაფი (გააჩნია რამდენი ხალხი ყავთ), ზომიერად ზრდილობიანი, მაგრამ უსახური და ემოციას და ზედმეტ ყურადღებას მოკლებული მომსახურებით, ქართული ლუდის ბარისთვის დამახასიათებელი ტიპური კერძებით და ტიპური საშუალო ფასებით. ერთი სიტყვით, „ბერნარდი“ კარგად „დანავაროტკებული“ და ევროპულ ყაიდაზე გათანამედროვებული სახინკლეა, რომელსაც მენიუ რატომღაც მამა-პაპური რესტორნის აქვს. ატმოსფერო როგორია? ტიპურად ლუდისბარული - სრულიად საკმარისი კომფორტი და სისუფთავე იმისათვის, რომ გემრიელად და ნოყიერად ჭამო და ბევრი ხალხი, ზუზუნი, გუგუნი და რია-რია, დიდხანს რომ ვერ გაჩერდე იმისთვის. აბა, მაინცდამაინც აქ რატომ უნდა მოხვიდე? იმიტომ რომ საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი და საყვარელი ორი კერძი - ხინკალი და ქაბაბი, აქ ...

ქართული სახლი: „Gault&Milliau” - 12 ქულა 20-დან

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენთან ფრანგული კულინარიული გზამკვლევი „გო და მიიო“ ( Gault&Millau) შემოვიდა და სუფთა ქართულად, ჯერ "ქათიბიც რომ არ ამოსვლია და ჩლიქებიც არ გამაგრებია“ , ფეხიც კი არ მოუკიდია საფუძვლიანად და გზამკვლევიც კი არ გამოუცია ისე (ქართული ფილიალი მაქვს მხედველობაში, თორემ ორიგინალმა კარგა ხანია მოიპოვა მსოფლიო აღიარება, და არაობიექტურობასთან დაკავშირებით რამდენიმე ქვეყანაში სკანდალში უკვე იყო გაეხვეული), პრეზენტაცია  მთელი ზარ-ზეიმით   გამართა და საქართველოს 40 საუკეთესო რესტორნის სიაც გამოაცხო. ჩამონათვალში ბევრი მართლაც ღირსეული სახელია, ბევრიც ღირსეულიც არ არის, მაგრამ რამდენიმე ისეთი მოხვდა ან რეიტინგში ისეთი ადგილი დაიკავა, რომ სხვისი არ ვიცი და ჩემში დიდი ინტერესი გამოიწვია ვინ და რა პრინციპით შეაფასა ისინი. არა, „გო და მიიოს“ კრიტერიუმები საქვეყნოდაა ცნობილი და მანდ არაფერია საიდუმლო, მაგრამ კრიტერიუმები რომაა ცნობილი, ზუსტად მაგიტომ მიკვირს მაგ სიაში ზოგიერთი რესტორნების მოხვედრა. ერთი სიტყვით, ბევრი რომ არ გავაგრძელო, გადავწყვიტე შემემოწმები...

2017 წლის შეჯამება

ისე მოხდა, რომ ამ წელს თქვენთან ერთად არც მეტი არც ნაკლები 57 რესტორანი შემოვიარე და ალბათ ხვდებით, რომ თბილისური მომსახურების ინდუსტრიის ტრადიციის თანახმად, ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა - სტაბილურობამდე და ერთიან სტანდარტამდე, სამწუხაროდ,  ძალიან ბევრი გვიკლია.  დავიწყოთ კარგით: 1. „ბრედბარში“ ძველებურად გემრიელ სტაფილოს ნამცხვარს, ქათმის ღვეზელს და „ოპერას“ აცხობენ. 2. „ლიტერატურული კაფეში“ ისეთივე კარგია მენიუ, როგორც 10-15 წლის წინ. ალუბლის ნამცხვარს, დღესაც თითებს ჩაატანთ.  3. „თბილ სიოში“ ბევრი რამის, რაც არ უვარგოდათ, გაუმჯობესება სცადეს. არ ვიცი რა გამოვიდა, მაგრამ რომ შეწუხდნენ და ეცადნენ, ესეც ძალიან კარგია. 4. „ბეღელში“ ძუნძღლიანი მენიუ გამოცვალეს და ახალი აქვთ. ხინკალი კი ისევ ისეთივე გემრიელია. 5. „ახალ მზიურში“ არაჩვეულებრივი კინოჩვენებების ტრადიციას ზამთრის სუსხის მიუხედავად მაინც ჯიუტად აგრძელეს. "პოლში" მზრუნველად დაგდებული ამოტრიალებული ეკლერი. გეფიცებით, ასე მოიტანეს ახლა ისე რა ამბები: 1. „მადათოვის სახლმა“...

ნალი და ნალიბენდი

კარგი და კარგად შესრულებული პოპულარული სიმღერები, ტრადიციული ირლანდიური პაბის კარგი იმიტაცია და შესაბამისი გარემო - აი, ასეთია “ ნალი ” ახვლედიანის და ქიაჩელის ქუჩების გასაყარზე. რითი განსხვავდება „ნალი“ თბილისის სხვა პაბებისგან? პირველ რიგში „ნალიბენდით“. რომელიც ყოველდღე არა, მაგრამ კვირაში რამდენიმე საღამო რეგულარულად უკრავს. „ნალიბენდი“ როცა არ არის, სხვა ჯგუფები ეცვლებიან ერთმანეთს. ასე, რომ ცოცხალი მუსიკა აქ ყოველ საღამოს გელით. კიდევ იმით, რომ უკვე ბევრზე ბევრი წელია სტაბილურად ერთნაირი კარგი ხარისხი უჭირავთ - თბილისური ტრადიციის მიხედვით, არ უმჯობესდებიან, მაგრამ უარესობაც არაა, რაც თავისთავად კარგი ფაქტია. ფასებიც დღევანდელი თბილისისთვის საკმაოდ კარგია - მისაღები. მომსახურებაც სწრაფი და ზომიერად ყურადღებიანია, პაბში რომ უნდა იყოს ზუსტად ისეთი. პუბლიკაც  პაბისტური - ლუდის და გემოვნებიანი მუსიკის მოყვარული კარგი ტიპები - მხიარული, ხმაურიანი და ალბათ ხვდებით, რომ აქ ყველა თუ არა, ყოველი მეორე მაინც ეწევა, ამიტომ ბუღიც ტრადიციულად პაბური დგას, მაგრამ მაღალი ჭერი შველის. ...

იტალიური „გარაჟი“ ვაკეში

პიცერია „გარაჟი“ ყოველთვის მომწონდა - იტალიურად გემრიელი იყო ყველაფერი. სხვა პიცერიების და მსგავსი „დაწესებულებების“ ფონზე, ერთადერთი არ მომწონდა ფასები. მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო და არ ვიცი, კარგი ამბავია და უნდა გვიხაროდეს თუ ცუდი, მაგრამ იგივე ხელფასების და იგივე შემოსავლის ფონზე, ამასობაში ჩვენი ინფლაციის და დოლარის კურსის გადამკიდე, თბილისის ყველა პიცერია თავისი ფასებით დაეწია კი არა, ბევრმა კარგად გადაუსწრო „გარაჟს“. მოკლედ, ახლა „გარაჟი“ საკმაოდ ხელმისაწვდომი გახდა.   რა დაგხვდებათ აქ? ტრადიციულ იტალიურ პიცერიულ, კუბობკრულ წითელ-თეთრ მაგიდის გადასაფარებლებზე, უბრალო სასადილოს სტილში მოწყობილ, სადა ინტერიერზე და კედლებზე ჩამოკიდებულ, ჩვენებურად მაკარონის და იტალიურად - პასტისგან შექმნილ, მხატვრულ კომპოზიციებზე არ შევჩერდები, იმიტომ რომ „გარაჟი“ დღე-დღეზე სხვა მისამართზე გადადის და იქ რა იქნება არ ვიცი. ამიტომ აქაურ გარემოზე ლაპარაკს აზრი არ აქვს. სამაგიეროდ მენიუ ექნებათ იგივე და იმედია, მომსახურებაც. იმიტომ, რომ მეპატრონეც იგივე, წარმოშობით სარდინიელი, იტალიელი რჩებ...