ბევრი, ბევრი წლის წინ ფალიაშვილზე რომ დაიხურა „ლატე“, კარგა ხანი ვგლოვობდი. არა, არც მართლა კარგ მომსახურებას მივტიროდი, არც მაშინდელი თბილისისთვის უჩვეულოდ კომფორტულ გარემოს და არც პერიოდულად საჩუქრად მორთმეულ გლინტვეინს. „ჟენეზე“ მწყდებოდა გული - ბლინების ტორტზე, თავზე მოსხმული ხაისხიანი შოკოლადის სარკალათი და ფორთოხლის ცედრადამატებული ნაღების კრემით, რომელსაც სხვაგან ვერსად, ვერსად შეჭამდით. ხომ წარმოგიდგენიათ ჩემი აღტაცება, ბევრი წლის მერე „ჟენეს“ რომ გადავაწყდი მენიუში. ინტერიერიც მეცნო - კედლებზე გაკრული რეცეპტებითა და ყავისფერ ტონებში გაფორმებულ გარემოს აშკარად ეტყობოდა "ლატეს" დიზაინერის ხელი. შევუკვეთე, მივირთვი და ტკბილი მოგონებებისგან ცხოვრებაც უცებ გახდა ძველებურად მშვენიერი. ალბათ მიხვდით, რომ ვაკის „დაუნთაუნის“ მუდმივი მომხმარებელი გავხდი. არა, ვიტყუები. მოვინდომე, ძალიან მოვინდომე, გულწრფელად მოვინდომე, მაგრამ ვერ გავხდი. თუ გაგიმართლათ და არავინ ყავთ, იცოცხლე, სამაგალითოა მომსახურებაც და გარემოც. მაგრამ შაბათ-კვირას ან საღამოს... ბაზრის ყაყანი, ხმაური, ...