Skip to main content

Posts

„წყალწმინდა“ გურიაში

ბათუმის გზაზე თუ შემოგაღამდათ ან პირიქით, ძალიან ადრე მოგიწიათ ჩასვლა, ან დაღლილი ხართ და დაბინავება გეჩქარებათ, გზაზე სწრაფად და გემრიელად წასახემსებლად იდეალური ადგილია რესტორანი „წყალწმინდა“, ზედ ტრასაზე, სუფსის გადასახვევიდან ურეკამდე არმისული, მარჯვენა მხარეს. ზაფხულში ღია, მაგრამ მოჩრდილული ვერანდით და ზამთარში კარგად გაღუღუნებული პატარა კუპით. აქ დილის ცხრა საათზეც კარგად გაჭმევენ, შუაღამითაც და ზამთარშიც, როცა ირგვლივ ყველაფერი დაკეტილია უსეზონობის გამო. რა დროსაც არ უნდა შეხვიდეთ, თავაზიანი და სოფლის ყაიდაზე ჯანსაღად ჩაკურატებული, სიმპატიური ქალბატონები მაშინვე მოწყდებიან რომელიმე არხის რომელიმე სერიალს და დაუზარლად და ღიმილით მოგემსახურებიან და თქვენი ყველა ახირების თუ კაპრიზის დაკმაყოფილებასაც შეეცდებიან შეძლებისდაგვარად - როგორც კი გაიგეს, რომ კრაჭუნა ჭყინტი ყველი მიყვარს, სასწრაფოდ დაჭრეს ახალი თავი. თანაც ზამთარში, კლიენტის სიმწირის დროს. რა აქვთ კარგი? პირველ რიგში, იქვე, პალიასტომზე ახალდაჭერილი კეფალი, რომელსაც საგანგებოდ თქვენთვის შეაპიწკინებენ და ლიმონის ნაჭ...

პური გულიანი ფუნიკულიორზე

თბილისის სიცხისგან შეწუხებულები ხან სად ვეძებთ თავშესაფარს და ხან სად. ბევრს გულწრფელად გვჯერა, რომ მაღლა, ფუნიკულიორზე სიგრილე დაგხვდება და ხალისით მივეშურებით მთაწმინდის პარკისკენ შუადღის ხვატისგან დასამალად. ჩვენდა სამწუხაროდ, ზაფხულში იქაც გაუსაძლისად ცხელა და სიამოვნებას აღარც პარკის ატრაქციონები გვანიჭებს და აღარც ქალაქის ლამაზი ხედები. მოკლედ, ასე თუ მოხდა და სხვდასხვა მიზეზით „ბომბორაზე“ მაინც აღმოჩნდით, გულს ნუ გაიტეხთ და გასაგრილებლად და თბილისის პანორამით დასატკბობად ფუნიკულიორის კომპლექსის პირველს სართულზე განთავსებულ კაფეტერია „პური გულიანს“ ეწვიეთ. რა დაგხვდებათ აქ? პირველ რიგში: დახურულ სივრცეში ჩართული კონდიციონერი და გარეთ, ღია აივანი გრილი ნიავით. თბილისური დელიკატესი - ლაღიძის წყლები. აქვე დამზადებული, არაქარხნული ნაყინი, რაც დამეთანხმებით, რომ ნამდვილი ფუფუნებაა თბილისში. შეიძლება დაუვიწყარი და არნახული არაა, მაგრამ ხელით გაკეთებულ ნაყინს მაინც სხვა გემო აქვს. ამავე ნაყინისგან ათქვეფილი გლიასე (მილქშეიქი). თბილისში საუკეთესო, ძველებური პონჩიკი. საკმაო...

თბილი სიო ვერაზე

მოგეხსენებათ, ზაფხულია და გული ყველას სიმწვანისკენ და ჩრდილისკენ მიგვიწევს, განსაკუთრებით კი თბილისში დარჩენილებს და სწორედ ასეთი ადგილია შუაგულ თბილისში, ლამის ჩაბეტონებულ ვერაზე, ძველი ღვინის ქარხნის ეზოში, უზარმაზარ აგურის გალავანს მიღმა საგულდაგულოდ დამალული ბაღი, მრავალასწლიანი ხეებისა და ქოლგების ქვეშ გაშლილი მაგიდებით, საქანელა სკამებით და შემინული, ულამაზესი ფანჩატურით - აბსოლუტურ სიმშვიდეში სულიერად და ფიზიკურად დასვენების მსურველთათვის ნამდვილი სამოთხე. არ ვიცი თბილისის სიცხის ბრალი იყო, თუ მეგობრებისგან მოსმენილი უარყოფითი გამოხმაურების, შეკვეთა სამი საათი არ მოაქვთო, თუ სულაც მაგიდაზე სქელ ფენად დაყრილი ეზოს მტვერი-წიწვი-ფოთლების, რომელიც გასაგებია, რომ ხეებიდან სულ ცვივა, მაგრამ ახალგადანაწმენდსაც ყოველთვის ეტყობა, რაიმე სერიოზული კერძის გასინჯვის სურვილი ნამდვილად არ მქონდა. მით უმეტეს, სენდვიჩის, მწვადის ან ქაბაბის.  „თბილი სიოს“ მენიუ ძირითადად მზა პროდუქტების (ყველი, პომიდორი, ჩიპსები),  გრილზე შემწვარი კერძებისგან და წინასწარ მომზადებული საწებლ...

ტერასა მტკვარზე

ამ ავადმოსახსენიებელ რუსებს ერთი გამოთქმა აქვთ კარგი: Дурная голова ногам покоя не дает - ო და ჩვენც ავტყდით და ზაფხულის ხვატში ყავის ქალაქგარეთ დალევა მოვინდომეთ. ხან ყველამ ვერ მოიცალა, ხან მანქანას არ ეცალა, ხან ადგილზე ვერ შევთანხმდით და ისე მოხდა, რომ ჩვენი დიდხანსნაგეგმი და მრავალჯერ გადადებული მოგზაურობის დღეს მსუბუქად ნაწვიმარი დაემთხვა. იხტიბარი არ გავიტეხეთ და ამინდიდან გამომდინარე, მცხეთას მივაშურეთ. ხინკალ-ქაბაბი არ გვინდოდა, მოგეხსენებათ წვიმისდამიუხედავად მაინც ზაფხული იყო და მაინც ცხელოდა, სამაგიეროდ გვინდოდა რამე ახალი, სადაც არ ვყოფილვართ, თან სიმწვანე და ბუნება, თან დესერტზე და ყავასთან მშვიდად საუბარი და...  ალბათ აქ უკვე ხვდებით ლამის „შეუსრულებელი მისია 4“-ს რომ შევეჭიდეთ. ასე იყო თუ ისე, გამახსენდა რომ ბოლო პერიოდში ჩემი რამდენიმე ფეისბუქელი „სელებრითი ფრენდი“ რამდენჯერმე დაჩექინდა მცხეთის (სინამდვილეში ზაჰესის) განახლებულ „ტერასაზე“, სადაც ულამაზეს ხედებს და ლაუნჯს გვპირდებოდნენ თანამედროვე ევროპული სამზარეულოთი, უგემრიელესი კოქტეილებით და საღამოს...

საკე სუში ბარი

პაწაწინა, კოხტა ბარი, საკმაოდ სასიამოვნო წაიაპონურო ინტერიერით და ქართული დაუდევრობით. აბა, ელემენტარული პრეტენზიის მქონე რომელ რესტორანში ნახავთ ჭურჭლის შესანახ კარადაზე დალაგებულ და ჩამოკიდებულ ტანსაცმელს? თანაც, გამოსაჩენად, თორემ ქართული რესტორნების სამზარეულოებში და სათავსოებში რა ხდება, ისედაც არაა ძნელი მისახვედრი. ამაზე ჯობია არ ვიფიქროთ, თორემ ცხოვრების ბოლომდე სახლში მოგვიწევს საკუთარი გაკეთებულის ჭამა.  მოკლედ, გარდა სასიამოვნო ინტერიერის, პატარა სივრცისა და თეფშებზე ჩამოკონწიალებული ქურთუკების გარდა რა დაგხვდებათ „საკე სუში ბარში“? შესახედად სიმპათიური, მაგრამ დასაჯდომად ცოტა მოუხერხებელი სავარძლები, ძალიან ზრდილობიანი და ყურადღებიანი მენეჯერი, ენერგიული ქალბატონი, რომელიც წინ და უკან დაქრის ისედაც პატარა დარბაზში და ხან საბუღალტრო საკითხებს აგვარებს ბოლო ხმაზე, ხანაც სხვა პრობლემებს, აშკარად ნიჭიერი მზარეული, რომელიც ერთნაირად ოსტატურად ამზადებს როგორც იაპონურ, ასევე ჩინურ კერძებს, საჭმლის დიდი და გემრიელი პორციები და კარგი მომსახურება. რა მომეწონა და რა...

დონატები და დანკინური ხაჭაპური

გახსოვთ, თბილისში პირველი „დანკინ დონატსი“ რომ გაიხსნა? არნახული აჟიოტაჟი მანამდე არნახული სასწაულის მოლოდინში, კილომეტრიანი რიგები ღამისთევით და ოთხ დღეში ამოწურული დონატების საცხობი ფხვნილის მარაგი? არადა, რა არის „დანკინ დონატსში“ ყველაზე უხარისხო? დონატების ფხვნილისგან დამზადებული და ხელოვნური არომატიზატორებით და ცხიმით გაძეძგილი დონატები. გინდა, „ნატოს დღეები 2017“ წააწერონ ზემოდან და გინდა გრეის ორმოცდაათივე ელფერის სარკალით მოჭიქონ, ძნელად თუ იპოვი ადამიანს, თუნდაც ყველაზე გემრიელი, არომატული და ფუმფულა „დანკინის“ დონატის ჭამის მერე უსიამოვნო და ხელოვნური გემო რომ არ რჩება პირში. ასეთივე ხელოვნური და უსიამოვნოდ მძაფრი გემოა აქვს ნუშის ესენციით გაჯერებულ დანკაჩინოსაც. აბა, რა აქვთ კარგი? ყავა, ფუნთუშები და ხვეულები ფრანგული საცხობის სერიიდან და არ დაიჯერებთ, მაგრამ ქართული კარტოფილის ღვეზელი, ლობიანი, ხაჭაპური და ქაბაბი. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, საქართველოში პირველი ისევ ამერიკული ფირმები მიხვდნენ (რას იზამ? მარკეტინგი აქვთ კარგი), რომ აქ, ისევე როგორც ყველა ...

Ci Gusta! - იტალიური კაფე ძალიან გემრიელი სახელით

თბილისის ლიტერატურული კაფეების სასიამოვნო ტრადიციას ძალიან კარგად აგრძელებს „ბიბლუს გალერიში“ გახსნილი იტალიური ბრენდი „ Ci Gusta!” - წიგნებით გარშემორტყმული მშვიდი, სასიამოვნო გარემო, რბილი სავარძლები, მაგიდებში სურამელი ზურაბივით ჩაყოლებული გადაშლილი წიგნები, ახალ მოდუღებული ყავის სასიამოვნო არომატი... ერთი სიტყვით, ყველა პირობაა აქვთ შექმნილი იმისთვის, რომ ნაყინის მაცივრის ტვინისწამღები და საქმიანი ბურდღუნ-გუგუნის ფონზე ნამდვილ წიგნის მოყვარულად და გურმანად ერთდროულად იგრძნო თავი. მოგეხსენებათ, „ Ci Gusta!” იტალიური ბრენდია და მენიუ შინაარსის მიხედვით რომ გადასარევი აქვთ, ამაზე აღარ ვილაპარაკებ დიდხანს. მთავარი ისაა, რომ მზარეული ყავთ კარგი და კერძების შესრულებაც შესანიშნავია. თუმცა, პორციებია ძალიან პატარა, რასაც მეტ-ნაკლებად ანაზღაურებს მზარეულის ოსტატობა. აქ გაყინულ ქათმის მკერდსაც კი გემრიელად წვავენ. ასევე მოკრძალებული, მაგრამ კარგია გადაჭრილ მორზე მხატვრულად დალაგებული რვა ნაჭრად დაჭრილი 6-ნაჭრიანი პიცებიც. ერთი სიტყვით, რაც არ უნდა გასინჯოთ, კმაყოფილი დარჩებით, მაგ...