Skip to main content

Posts

„ლა ფონდიუს“ პიერადი - ქვაზე დაბრაწული ნეტარება

დაბალ ხმაზე ჩართული ფრანგული რადიო, უზარმაზარ თეთრ კედელზე პროეცირებული ფრანგული ფილმები, დიდი სივრცე, მყუდრო ატმოსფერო, უგემრიელესი და თბილისში უიაფესი აპარატის ყავა და ულამაზესი ახალგაზრდა ოჯახი - ფრანგი მზარეული ქმარი და ქართველი ცოლი ორი არაჩვეულებრივი შვილით. აი, რა დაგხვდებათ თბილისის ერთ-ერთ საკმაოდ საინტერესო და ცოტა განსხვავებულ რესტორანში. და, რა აქვთ „ლა ფონდიუში“ განსხვავებული? - მენიუ. ფრანგული, ხარისხიანი და გემრიელი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ფონდიუ - ცეცხლზე შემოდგმული პატარა ჩახანით მორთმეული, ღვინით და სანელებლებით შესუნელებული გამდნარი ყველი გახუხული პირის კუბიკებთან ერთად. გიყვართ ევროპული ყველი? მაშინ ეს კერძი თქვენთვისაა. ტკბილეულის მოყვარულებისთვის ცალკე აქვთ შოკოლადის ფონდიუ - სადაც გახუხული პურის ნაცვლად,  აბრეშუმივით რბილ და არომატულ შოკოლადის სოუსში ამოსავლებად ხილის და ზეფირის ნაჭრები მოაქვთ. ამას ბევრგან ნახავთ, ამიტომ მერწმუნეთ, ყველიან ჯობია, მით უმეტეს, რომ „ლა ფონდიუს“ შეფმზარეული ადრიენ პერშერონი პროდუქტის ხარისხზე ნამდვილად არ აკეთებს ეკო...

ამირა - ლიბანური სამზარეულო თბილისში

რა დაგხვდებათ თბილისის ლამის ერთადერთ ლიბანურ რესტორანში? შესასვლელთან გაჩერებული მრავალათასიანი მანქანები, ჰიჯაბში გახვეული ერთ თარგზე გამოჭრილი ქალები ტანზე ასხმული ტონანახევარი ოქროთი და  მაგიდაზე დაუდევრად შემოგდებული „ჰერმესის“ ბირკინის ჩანთებით, განგების წყალობით ნავთობის საბადოზე შემთხვევით დაბადებული ან რაღაც ამდაგვარი და ამიტომ მძიმე შრომის გარეშე ნაშოვნი მეტისმეტი ფულისგან გატუტუცებული კაცები, რომლებსაც დავიწყებული აქვთ უცხო ქვეყანაში სტუმრად ყოფნის შეგრძნება და არაბულ ყაიდაზე თუ არ გამოიყურებით, ისე აიღებენ თქვენი მაგიდიდან ხელსახოცს, კბილის საჩიჩქნს, სამარილეს, არათუ მობოდიშებას, ზედ შემოხედვასაც არ კადრულობენ. საერთოდ ძაღლს მეტ ყურადღებას აქცევენ ხოლმე კბენის შიშით. სუფთა და კოხტა ინტერიერი, რომელიც ერთნაირი წარმატებით შეიძლება იყოს თბილისის ტიპური ბარი, ბერძნული რესტორანი, იტალიური პიცერია ან ნებისმიერი სხვა საზკვების ობიექტი. აქ, წაწვეტებულად ამოჭრილ თაღს და კედელზე გაკრულ ლიბანური კედარის გამოსახულებას თუ არ ჩავთვლით, ერთი შეხედვით, დასახელების და გვერდით მ...

"ახალი მზიური" ძველ მზიურში

ცხელი ზაფხულის საღამოს ან სულაც გვიანი შემოდგომის მზიანი დღის მშვიდ გარემოში და ქალაქის ცენტრში შემთხვევით თუ განგების ძალით შემორჩენილ ბუნების ნაგლეჯში გასატარებლად შესანიშნავი ადგილია „ახალი მზიური“ - ახალგაზრდა პრესონალით, ლამაზი ვერანდით, ქოლგებით და პარასკევ ან შაბათ საღამოს ტრადიციული ღიაცისქვეშ კინოჩვენებებით და გემოვნებიანი მუსიკით. გარდა კარგი მხატვრული თუ დოკუმენტური ფილმების, კონცერტების და სუფთა ჰაერისა „ახალ მზიურში“ დაგხვდებათ: ასევე კარგი და კიდევ უკეთესი აპარატის ყავა, საოცრად გემრიელი და მაცივარში კარგად ჩაცივებული, ნიგვზის ნატეხებით სავსე და ზუსტად როგორც უნდა იყოს ისეთი დაზეპილი ბრაუნი, მიხაკ-დარიჩინიანი, უფაფუკესი სტაფილოს ნამცხვარი, ფორთოხლის პეჩენია, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ანუ ნორმალური პიცა, რამდენიმე სახეობის გემრიელი წვნიანი და სენდვიჩები... რომლებიც, სამწუხაროდ ხშირად "უთავდებათ". მაგრამ ზუსტად ის, რისთვისაც ღირს „ახალ მზიურში“ სიარული, სულ არის: ლამაზი გარემო, ჩიტების ჭიკჭიკი, არომატული ყავა, ზემოთ რომ გიყვებოდით ის ბრაუნი და რა თქმა უნდა, არ...

Burger Room - გასტრონომი

უკვე იცნობთ ხაშურელ ბიჭს, ჰოთ გოგის ან ყასბის საყვარელს? არა? მაშინ აუცილებლად უნდა ესტუმროთ საბურგერე გასტრონომს სადაც უგემრიელესი ბურგერების საკმაოდ კარგ არჩევანთან ერთად ჩამოსასხმელი ლუდი, სახლის კომპოტი და სახლის ლიმონათი გელოდებათ. ლამაზად გაფორმებული მინიატურული სივრცე ბარის მაღალი სკამებით და მაღალი მაგიდებით, კედელზე როი ლიხტენშტეინის პოპ არტის რეპროდუქციითა და თაროებზე ლამაზად ჩაკიწკიწებული კომპოტის, მწნილის, სხვადასხვა კონსერვების, კეტჩუპისა და მაიონეზის ქილებით.   გააკეთებთ თუ არა არჩევანს საკმაოდ საინტერესო სალათებსა და სხვადასხვა სოუსიან, შიგთავსიან და შინაარსიან ბურგერებს შორის მინიატურულ გრილს დააგიზგიზებენ, ნაკვერჩხალს გაავარვარებენ და არც მეტი არც ნაკლები ნამდვილ ნაღვერდალზე შეაშიშხინებენ საქონლის ხორცის, ანდა სულაც ქათმის ხორცის ბურგერს, შეაპიწკინებენ ბეკონს, გახუხავენ ფუნთუშას დაუმატებენ ქორფა სალათს, მოასხამენ საიდუმლო თუ არასაიდუმლო სოუსს და მოგართმევენ სინზე დახვავებულ კარტოფილი ფრის ბარაქიან გორასთან ერთად. ბურგერების გარდა, როგორც უკვე გითხ...

მანდარინი საბურთალოზე

ტურიზმში არის ერთი ასეთი საკმაოდ საჩოთირო მომენტი - მოლოდინი და რეალობა. ეგვიპტის პირამიდების სანახავად წასულ ადამიანს უდაბნოს ყვითელი ქვიშისა და კამკამა ლაჟვარდოვანი ცის ფონზე აღამრთული გიგანტური ნაგებობების ულამაზესი პეიზაჟის ნახვის მოლოდინი აქვს. ადგილზე კი ბუღი, ათიათასობით მოზიმზიმე ტურისტი, ყაყანი, ტურისტული ავტობუსებით და გარემოვაჭრეებით ჩახერგილი ტერიტორია, მტვერი და ოფლის სუნი ხვდება, რა თქმა უნდა პირამიდებთან ერთად. რაც პირამიდების სიდიადეს სულაც არ აკნინებს, მაგრამ მაინცდამაინც სასიამოვნო თავგადასავალი ვერაა. ასეა „მანდარინშიც“. ფეისბუქის გვერდზე ოსტატურად გადაღებული, მადის და ნერწყვის ერთნაირად მომგვრელი ფოტოების დათვალიერების მერე ერთი სული გაქვს, როდის ჩაჯდები რბილ, მოხერხებულ სავარძელში და მოწრუპავ უჰ, ნერწყვის როგორ მომგვრელ ულამაზეს კოქტეილებს, ჩაასობ კბილს მრავალათასი კალორიით და მრავალი კილოგრამი ბედნიერებით ერთნაირად გაჯერებულ ჰამბურგერში, მარწყვით, სნიკერსებით, ორეობეით და ამ ქვეყნად თუ რამე გემრიელი შოკოლადის ბატონი ან კამფეტი არსებობს ყველათრით ერთად გაძეძგი...

ქარვის ბარი

დათუნია დრუნჩასა ერბო ერგო ქარვისა, რაგინდ ბევრი ეხვეწოთ, არ დაგითმობთ არვისა... ერბოსი რა მოგახსენოთ, მაგრამ „ქარვის ბარს“ ქარვისფერი და არა მარტო, ღვინოების დიდი თუ ფართო ასორტიმენტი ნამდვილად ერგო. აღარ მახსოვს სად, მაგრამ ცოტა ხნის წინ წავიკითხე, რომ მისი გახსნის მიზანიც სწორედ სხვადასხვა ღვინოების დეგუსტაცია და მათი პოპულარიზაცია ყოფილა. და, ბარის დასახელებაც - „ქარვის ბარი“ მართლაც ქარვისფერი ღვინიდან მოდის. იდეაც მშვენიერია და უნდა ვაღიარო, რომ განხორციელებაც საკმაოდ კარგი - ორიოდე პატარა ნიუანსი რომ არა. რა და, ჯერ ეს ერთი - ღვინოების ფართო ჩამონათვალიდან მხოლოდ ერთი სახეობის წითელი ღვინო და ორი თეთრი იყიდება ჭიქებით (ყოველ შემთხვევაში მე რამდენჯერაც ვიყავი, ასე იყო) და  რამის გასინჯვა თუ გინდა  მაინცდამაინც ბოთლით უნდა იყიდო. ბოთლებით ღვინის სმა კი რამდენად ჯდება დეგუსტაციაში, ცოტა არ იყოს, საკითხავია. მეორე - ჩემთვის და დარწმუნებული ვარ, „ქარვის ბარის“ კლიენტების 80%-სთვის აბსოლუტურად არაფრისმთქმელია ღვინის მენიუში ჩამოთვლილი „ეთერის მოსავალი“, „კობას მარა...

სამოთხე აჭარაში

დედამიწაზე სად არის სამოთხე, ნამდვილად არ ვიცი და ამაზე ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ზუსტად შემიძლია მიგასწავლოთ სად არის „სამოთხე აჭარაში“. მოკლედ, ქობულეთს რომ გასცდებით და პირველივე გადასახვევში ხელმარცხნივ, რკინიგზას რომ გადაჭრით, დაადგებით სოფელი კვირიკეს გზას და ივლით სულ პირდაპირ და პირდაპირ ზემო კვირიკესკენ, ჯერ ჩაის პლანტაციების, შემდეგ მდინარე კინკიშას გასწვრივ, მერე კვირიკეს მეჩეთის და კვირიკეს ეკლესიის გზაგასაყარს რომ მიადგებით და გვერდს შეაქცევთ მეჩეთს და ხელმარჯვნივ, კვირიკეს ეკლესიის მიმართულებით გადაუხვევთ, გადახვალთ მდინარე კინკიშაზე გადებულ ხიდს და აუყვებით მდინარე თუ შენაკადი ქობრუნეს თუ ქობრონას თუ ქოფრონეს (ადგილობრივებიც კი სხვადასხვანაირად ეძახიან) ხეობას, ზღვის ჰავისგან მოშიებულზე ცდუნებას გაუძლებთ და არ შეხვალთ „ვახტანგურში“, გაცდებით „ედემს“ (არ ვხუმრობ, აჭარულ სამოთხეში ედემის გავლის გარეშე ვერ მოხვდებით) და დაადგებით „კარუზოს“ გზას, აი, სწოედ აქ შეგხვდებათ მდინარის ნაპირებს შეფენილი, მწვანე „ჯუნგლებში“ ჩაფლული პაწაწინა რესტორანი „სამოთხე აჭარაში“, რომელსაც ...